„უნდა შევქმნათ ერთიანი საგამოძიებო ბიურო და გაუქმდეს, ფინანსური პოლიცია, როგორც სადამსჯელო ინსტიტუტი“ - ბადრი ჯაფარიძე

„უნდა შევქმნათ ერთიანი საგამოძიებო ბიურო და გაუქმდეს, ფინანსური პოლიცია, როგორც სადამსჯელო ინსტიტუტი“ - ბადრი ჯაფარიძე

access_time2020-10-07 10:00:42

რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო“ ლევან ქისტაურთან ერთად ლელოს“ გენერალურმა მდივანმა და საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პანდემიის დადგომამდე, ქართული ეკონომიკა უკვე იყო დასუსტებული, რის მიზეზადაც იგი ინვესტიციების ნაკლებობას ასახელებს.


ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა,რომ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები გაეჩერებინა და ინვესტორები ქვეყნიდან გაექცია. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა პანდემიას  მოუმზადებელი შეხვდა, გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკისა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილების გამო.


პანდემიამდე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ კატასტროფულად იკლო და ეს არის პირდაპირ ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მათ არაფერი გააკეთეს და პირიქით, განდევნეს ინვესტორები ქვეყნიდან. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულმა ყოველად უპასუხისმგებლო და მავნებლურმა გადაწყვეტილებამ  ქვეყანა თავისთავად დააზიანა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ინვესტორებმა მილიარდი დოლარით იზარალეს, მხოლოდ იმიტომ,რომ მიმდინარეობდა მათი პოლიტიკური დევნა. ხელისუფლება პროკურატურის გამოყენებით ყოვლადმიუღებელ განცხადებებს აკეთებდა, ვსაუბრობ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. ყველა ინვესტორისთვის ცნობილია,რომ ეს ბრალდებები ყალბია. ინვესტორებმა  დაინახეს,რომ საქართველოში პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ პროკურატურას და ზურგი შეაქციეს ჩვენს ქვეყანას.პანდემიის დაწყებისთვის ჩვენ უკვე ვიყავით ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში მაჩანჩალა ქვეყანა.-ამბობს ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები,რომ პანედმიამდე ქვეყანა რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზე იყო, ტყუილია. მას მაგალითად, სომხეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მოჰყავს.


ჩვენ მივეჩვიეთ ხელისუფლებისგან,რომ თვალში ნაცარს გვაყრიან და რეალობისგან  აცდენილ განცხადებებს აკეთებენ. პანდემიამდე, საქართველოსთან შედარებით,  სომხეთის ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყო, სომხური ვალუტაც დოლართან მიმართებაში მეტად სტაბილური იყო. ამ ხელისუფლებას არ აქვს იმის კომპეტენცია,რომ სიღრმისეული პრობლემები გადაჭრას და კრიზისს გაუმკლავდეს. ხელისუფლების ნდობა და მოლოდინი იმისა,რომ ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს  - არის განმსაზღვრელი ვალუტისა და ეკონომიკური აგენტების ქცევაში,- აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე და აცხადებს,რომ ლარის კატასტროფული ვარდნის მიზეზი ეკონომიკური თვალსაზრისით არამყარი ხედვებია. მისი თქმით, ხელისუფლებამ დააგვიანა ანტიკრიზისული გეგმის საზოგადოებისთვის შეთავაზება.



პანდემიის პირველივე კვირებში უნდა გაცხადებულიყო ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოსახლეობაში და ბიზნეს წრეებში შექმნიდა ნდობას. როცა პანიკური მოთხოვნა დაიწყო დოლარზე, ჩვენ სავალუტო დერეფანი უნდა შემოგვეყო და ასევე გონივრულად შევძლებდით სავალუტო რეზერვების გამოყენებას. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ხელისუფლებას საგარანტიო ფონდების დაფუძნება,რომლის მსგავსიც ბევრ ქვეყანაშია და წარმატებით ფუნქციონირებს კიდეც.  ვხედავთ ქაოტურ ნაბიჯებს, ხელისუფლება მედიკოსების კატეგორიულ მოთხოვნებს შეზღუდვების შემოღებასთან ერთად ითვალისწინებდა და ჯანდაცვის კუთხით გამართლებული იყო ეს შეზღუდვები, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, მაშინ როცა დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე ხუთასია, მთავრობა არ იღებს ჩაკეტვის გადაწყვეტილებას,- ამბობს ჯაფარიძე. მან გადაცემაში ასევე ისაუბრა ლელოს ეკონომიკურ ხედვებზე და სასამართლოს დეპოლიტიზირების, ერთიანი საგამოძიებო ბიუროსა და საგარანტიო ფონდის შექმნის მნიშვნელობაზე.


ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი საგამოძიებო ბიურო, უნდა დასრულდეს ისეთი ტიპის სადამსჯელო ინსტიტუტის არსებობა, როგორიცაა ფინანსური პოლიცია. ამ ყველაფერმა თავი უნდა მოიყაროს ეროვნულ საგამოძიებო ბიუროში. რაც შეეხება, ეკონომიკურ მიმართულებას, ჩვენთვის მთავარია,რომ ავამოქმედოთ კაპიტალის ბაზარი, უნდა მოვიწვიოთ მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟები, რომ მათ აწიონ პრესტიჟი და ჩვენი ქვეყანა გახდეს რეგიონის მნიშვნელოვანი საფონდო ბირჟა.  ეს ასევე მოგვცემს საშუალებას, რომ წავახალისოთ კერძო საინვესტიციო ფონდები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ განსაკუთრებული პირობები ინოვაციებში, ჩვენი ქვეყანა უნდა გადავაქციოთ მიზიდულობის ცენტრად, ამისთვის განსაკუთრებული შეღავათები უნდა გვქონდეს.


ჩვენ გვაქვს გარემო,სადაც ინვესტორი თავს კომფორტულად არ გრძნობს. ინვესტორისთვის მთავარი კანონისუზენაესობაა. იმ ფაქტით,რომ ასეთი პატარა ქვეყნის ორივე წამყვანი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის ნაწილია, ნებისმიერი დიდი განვითარებული ქვეყანა იამაყებდა. საქართველომ ეს მოახერხა და რა მივიღეთ პასუხად ? - დევნა,- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up