პანდემიის დაწყებიდან დღემდე სიღარიბე 48%-ით და სამომხმარებლო ფასები 23%-ით გაიზარდა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სიღარიბე 48%-ით და სამომხმარებლო ფასები 23%-ით გაიზარდა

access_time2022-05-10 13:00:41

პანდემია 2022 წლის მეორე კვარტალში მილევად რეჟიმში გადავიდა, თუმცა ადამიანური მსხვერპლის გარდა, მისი კვალი საქართველოს ეკონომიკაზე კიდევ დიდხანს დარჩება. უკრაინაში რუსულმა ინტერვენციამ კი კრიზისის დასრულება დროში დიდი ხნით გადაავადა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2020 წლის თებერვლიდან დღემდე სამომხმარებლო ფასები პროდუქტზე 23%-ით გაიზარდა, ინფლაცია უფრო მაღალი იყო საკვებზე, რამაც სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით კი იმავე პერიოდში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 48%-ით 440 ათასიდან 652 ათასამდე გაიზარდა.

 

2020 წლის მარტსა და აპრილში როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს უმეტეს სახელმწიფოში რეგულაციები ყოველდღიურად და ზოგჯერ ყოველსაათობრივადაც მკაცრდებოდა. მთავრობები არაორდინალურ გადაწყვეტილებებს ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი ღირებულებით ხსნიდნენ. საქართველოში ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უხილავი ვირუსის შლაგბაუმით და ავტომობილში მეუღლის გვერდზე დაჯდომის აკრძალვით შეჩერება წარმოუდგენელი იყო და რომ სიკვდილიანობას ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაც გაზრდიდა, უმცირესობაში აღმოჩნდნენ. მათი მოსაზრების მართებულება კი რამდენიმე თვეში დადასტურდა.

 

ძალიან მკაცრი რეგულაციების შედეგად 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ აღარ მომხდარა, მიუხედავად ამისა, დღეს ყოველი 1 მლნ-დან 4229 კოვიდით გარდაცვლილით საქართველო მე-7 ადგილზეა. ჯამურად 6 მაისის მონაცემებით ვირუსმა 16 811 ადამიანი შეიწირა. მთავრობის მიზანს შესაძლოა ეკონომიკური ვარდნის ხარჯზე დიდი მსხვერპლის თავიდან არიდება წარმოადგენდა, მაგრამ შედეგად ორივე ერთად - ეკონომიკური ვარდნა და დიდი მსხვერპლი მიიღო.

 

დიდ ვარდნას 2021 წელს ნომინალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოჰყვა. რეგულაციების შემსუბუქების შედეგად ბევრმა ადამიანმა სამსახური დაიბრუნა და შედეგად ყოველთვიური შემოსავალი 200 ლარიდან ზოგმა 500 ლარამდე, ზოგმა 900 ლარამდე და ზოგმა 1500 ლარამდე ან უფრო მეტამდე გაიზარდა, მაგრამ ყველას შემოსავალი არ გაზრდილა და ორნიშნა ინფლაციამ ისინი გააღარიბა.

 

სამომხმარებლო ფასებმა მკვეთრი ზრდა 2021 წლის იანვრიდან დაიწყო, მაგრამ საქსტატის უცნაური მეთოდოლოგიის გამო ოფიციალურად მხოლოდ მარტიდან გამოჩნდა. იანვრიდან ელექტროენერგია 3.5 თეთრით გაძვირდა. იმ დროს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებდა. ფიზიკურ პირებს რომლებიც თვეში 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარდნენ კომუნალური გადასახადები ბიუჯეტიდან ეფარებოდათ. ამის გამო საქსტატმა გაძვირება გაიაფებად შეაფასა. მართალია ინფლაციის განაკვეთმა დეკემბერში მაინც მიაღწია 13.9%-ს, მაგრამ წლის დასაწყისში ხელოვნური მანიპულაციების შედეგად საშუალო წლიური ინფლაცია 9.6%-მდე შემცირდა, რაც სიმართლეს უბრალოდ არ შეესაბამება.


 

ორნიშნა ინფლაცია 2022 წელსაც შენარჩუნდა. აპრილში ოფიციალური მონაცემებით სამომხმარებლო ფასები 12.8%-ით გაიზარდა. ფასების 12-13 პროცენტიანი ზრდა ისედაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. იმავე აპრილში სურსათი 21%-ით გაძვირდა, მათ შორის პური 30%-ით. ღარიბი ადამიანი შემოსავლის ნახევარზე მეტს, ზოგ შემთხვევაში 80%-ზე მეტსაც კი კვებაში ხარჯავს და მათთვის სურსათის გაძვირება განსაკუთრებით მტკივნეულია. ყველაზე მეტად 290%-ით კომბოსტო გაძვირდა, 120%-ით გაიზარდა ფასი ბადრიჯანზე, კარტოფილზე კი 54%-ით. საკვები პროდუქტებიდან ასევე მკვეთრად გაძვირდა - კიტრი 44%-ით, წიწიბურა 39%-ით, პომიდორი 37%-ით, პური 30%-ით, შაქარი 29%-ით, სულგუნი 29%-ით, გაყინული ქათმის ხორცი 24%-ით, მზესუმზირის ზეთი 23%-ით, ხილის წვენი 22%-ით, იმერული ყველი 22%-ით, თევზი 21%-ით, ვერმიშელი 21%-ით, დაფქული ყავა 20%-ით, ძეხვი 20%-ით, შებოლილი ხორცი 18%-ით, შოკოლადი 17%-ით, ხაჭაპური 17%-ით, ლუდი 17%-ით, ხსნადი ყავა 16%-ით, კარაქი 15%-ით...

 

თუ სამომხმარებლო ფასები 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ოფიციალურად 23%-ით გაიზარდა, იმავე პერიოდში სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 48%-ით 440 ათასიდან 652 ათასამდე მოიმატა.

 

ორი წელია იმავე პანდემიის მიზეზით ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი იყო გამოცხადებული, რომელიც 1-ელ მაისს გაუქმდა. შემოწმების შემდეგ, შესაძლოა ოჯახების ნაწილმა სტატუსი დაკარგოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლება დრამატული აღმოჩნდეს.

 

2019 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 897 ათასს შეადგენდა, 2021 წელს 829 ათასს ანუ 68 ათასით ნაკლებს. თუ ნომინალური ხელზე ასაღები ხელფასი 2019 წელს 935 ლარს უდრიდა, 2021 წელს 1065 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ საქსტატის კალკულატორის მიხედვით იმ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად რისთვისაც 2019 წლის დეკემბერში 935 ლარი საკმარისი იყო, 2021 წლის დეკემბერში 1090 ლარი გახდა საჭირო. 935 ლარს კი იგივე ძალა ჰქონდა რაც 2 წლის წინანდელ 890 ლარს. ანუ ნომინალური 130 ლარიანი ზრდის მიუხედავად რეალური ხელფასი 45 ლარით არის შემცირებული.

 

ხელფასის მსგავსად შემცირებულია პენსიონერთა ნაწილის პენსიის მსყიდველუნარიანობაც. 2020 წლის თებერვალში ნომინალური ასაკობრივი პენსია 220 ლარს შეადგენდა რაც ამჟამინდელი კურსით 270 ლარის ტოლია. დღეს 70 წლამდელთა პენსია 260 ლარია. 70 წლიდან ზევით 300 ლარი.

 

მძიმე სოციალურ ფონს მიგრაციული სალდოც ადასტურებს. 2021 წელს საქართველოში 74 ათასი ემიგრანტი დაბრუნდა, მაგრამ ქვეყანა 26 ათასით მეტმა - 100 ათასმა ადამიანმა დატოვა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up