პანდემიის დასამარცხებლად დამატებით  რამდენიმე მილიარდი დოლარია საჭირო - ბილ გეითსი

პანდემიის დასამარცხებლად დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარია საჭირო - ბილ გეითსი

access_time2021-02-22 19:30:00

კორონავირუსის პანდემიაზე გამარჯვება მიღწევადი გახდება დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციის შედეგად, ასევე ქვეყნებსა და კომპანიებს შორის შეთანხმებული მუშაობის შედეგად. ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.



მისი თქმით, მიმდინარე პანდემიის დასასრულებლად არ გადაიდგა პრევენციული ზომები, შედეგად კი მსოფლიო ეკონომიკა მილიარდობით ზარალს ხედავს.



„ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიციები - საუბარი არაა ბევრ მილიარდზე, არამედ რამდენიმეზე, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს არასდროს განმეორდება“ - განაცხადა მან.



გეითსმა განმარტა, რომ ინვესტიციები საჭიროა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინების საწარმოების ასაშენებლად, რაც შესაძლებელს გახდიდა ამ ვაქცინაზე თანაბარ წვდომას. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო კორპორაციების თანამშრომლობის მნიშვნელობას.




„ამის კარგი მაგალითია Pfizer და BioNTech-ის თანამშრომლობა - განმარტა მან. გარდა ამისა მისი აზრით, აუცილებელია ქვეყნების ხელისუფლებების თანამშრომლობა, რათა ისინი იყვნენ მეტად მომზადებულები სამომავლოდ ამ ტიპის პანდემიებთან ბრძოლისთვის.



ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა გეითსი არიან საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლები, რომელიც მუშაობს საშიშ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით, განვითარებად ქვეყნებში, ასევე ჯანდაცვისა და განათლების განვითარების კუთხით შტატებში. ამ ფონდიდან ასობით მილიონი დოლარი გამოიყო კორონავირუსის ვაქცინაზე სამუშაოდ და ასევე მოსახლეობის ღარიბი ფენის მხარდასაჭერად, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი არიან პანდემიის დროს.




BPN.GE






თეგები:
ბილ გეითსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up