პანდემიიის პირობებში „კორპორაცია ქინძმარაულმა“ საექსპორტო გეოგრაფია გააფართოვა

პანდემიიის პირობებში „კორპორაცია ქინძმარაულმა“ საექსპორტო გეოგრაფია გააფართოვა

access_time2020-11-18 09:30:00

პანდემიიის პირობებში სს „კორპორაცია ქინძმარაულმა“ საექსპორტო ქვეყნების სია გააფართოვა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ქსოვრელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ნუსხას დაემატა ინგლისი და ფინეთი. კომპანიამ ამ ქვეყნებში პროდუქცია უკვე გადატვირთა.

ქსოვრელის ინფორმაციით,მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ახალ პარტნიორთან, თუმცა,ეს ახალი ქვეყანა არ არის.

ნუგზარ ქსოვრელის განცხადებით, ყვარელში წარმოებული ღვინის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 80% საექსპორტოა.მისი ინფორმაციით,ამჟამად „კორპორაცია ქინძმარაულის“ მიერ წარმოებული ღვინოები მსოფლიოს 24 ქვეყანაში იყიდება. კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ „კორპორაცია ქინძარაულის“ წარმოებული ღვინოები "დურუჯი ველის" სასაქონლო ნიშნით იყიდება.

„პანდემიამდე ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ღვინის 20-25%-ს ვყიდდით, თუმცა ახლა ეს მაჩვენებლები შეცვლილია. ქვეყანაში ტურისტები ფაქტობრივად აღარ შემოდიან და ეს გაყიდვებზეც აისახა. შესაბამისად, დღეს კომპანია ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ღვინის 8-10%-მდე ყიდის,“ - აცხადებს ნუგზარ ქსოვრელი.


კომპანიის საკუთრებაშია ყვარელში 180 ჰექტარი ვენახი და ამავე ტერიტორიაზე ღვინის მწარმოებელი კომპანია. როგორც ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, ამ დროისთვის „კორპორაცია ქინძმარაული“ 25 დასახელების ღვინოს აწარმოებს - წელიწადში 2.5 მლნ ბოთლს. იწარმოება ჭაჭაც.

სს „კორპორაცია ქინძმარუაული“ კახეთში სასტუმრო ტურიზმშიცაა წარმოდგენილი. კომპანია უკვე ფლობს ყვარელში კომპლექსს „შატო ყვარელს“. სიღნაღში ასევე აშენებს სასტუმროს, რომელსაც 2022 წელს გახსნის.

business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up