„პანდემიიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა დროის გადაწევა“, - ბიზნესი HACCP-ის სისტემის დანერგვაზე

„პანდემიიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა დროის გადაწევა“, - ბიზნესი HACCP-ის სისტემის დანერგვაზე

access_time2021-05-03 13:45:00

საცალო ვაჭრობის პუნქტებში საკვების მწარმოებლებს 1-ლი ივნისიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა მოუწევთ. სტანდარტის დანერგვა სავალდებულო ხდება სარესტორნო ბიზნესისთვისაც.


წარმოებაში HACCP-ის სისტემის დანერგვას დადებითად აფასებს ბიზნესი. თუმცა თვლიან, რომ მისი დანერგვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. ამასთან, აცხადებენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა ამ ვალდებულების გადაწევა მომხდარიყო.


რა არის HACCP-ი და რა შეიცვლება სეტორისა და მომხმარებლისთვის ახალი სტანდარტის ამოქმედების შემდეგ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ასოციაციების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.


„გასტრო-ტურიზმის ასოციასიის“ თავმჯდომარე თამარ სიხარულიძე, ამბობს რომ HACCP-ის სისტემის დანერგვა აუცილებელია, თუმცა სასურველი იქნებოდა რეგულაცია პანდემიის დროს არ ამოქმედებულიყო.


,, მოგეხსენებათ, 1-ლი ივნისიდან ბიზნეს ოპერატორებს ეკისრებათ ვალდებულება დაინერგოს HACCP-ის სისტემა. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის დანერგვა აუცილებელი პირობაა კვების ობიექტებისთვის, თუმცა ვფიქრობ პენდემიიდან გამომდინარე კარგი იქნებოდა რეგულაციის ამოქმედების დროს გადაგვეწია, მაგრამ მესმის ისიც, რომ აღნიშნული ევროდირექტივაა და აღსრულების ვადები აქვს.



მეორეს მხრივ კი, როცა ობიეტები დაცულია, მეტად მოხერხდება სტანდარტიზაცია. თვითონ სექტორში, მგონია რომ არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული თითქოს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული HACCP-ის დანერგვა. არადა, სურსათის უვნებლობის ნაწილში 90% ისედაც ძალაშია და ისედაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველას. ეს გახლავთ უფრო მეტად აღრიცხვის მექანიზმის დამატება სამზარეულოში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ ევროპული სტანდარტის უსაფრთხო სექტორი, ეს ნორმები აუცილებლად უნდა მივიღოთ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პანდემიიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა დროის გადაწევა“- აცხადებს თამარ სიხარულიძე ,,ბიზნესპრესნიუთან“.


HACCP-ის რესტორნებისთვისაც სავალდებულო 1 თვეში გახდება.


რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე ,,ბიზნესპრესნიუთან“ ამბობს, რომ HACCP-ი არის არა წნეხი, არამედ განვითარების შესაძლებლობაა და კარგი იქნებოდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი. ეს გაზრდიდა კონკურენციას ბაზარზე.


,,სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყველა ახალი სტანდარტი უარყოფითად აღიქმება. სინამდვილეში კი, HACCP-ის სისტემის დანერგვა არც დამატებითი წნეხია და არც დიდი დანახარჯები. ეს არის ვალდებულებები, თუმცა არა ისეთი, რომელიც პრობლემას შექმნის.


HACCP-ის დანერგვა რესტორნებისთვის არის გაუმჯობესების და ნდობის ამაღლების შესაძლებლობა. ჩემი წინადადებაა, რომ ეს არ იყოს სავალდებულო და იყოს ნებაყოფლობითი, რაც ერთის მხრივ მოხსნიდა დამატებით კითხვებს, მეორეს მხრივ კი, გაზრდიდა კონკურენციას. რესტორნები, რომლებიც შეძლებდნენ HACCP-ის დანერგვას, იქნებოდნენ რამდენიმე ნაბიჯით წინ კონკურენტებზე.


მომხმარებლის მხრიდან რომ შევხედოთ, ეს არის ევრო სტანდარტის რეგულაციების დაცვა სამზარეულოში. ეს ეხება სანიტარიას, კერძების და ნედლეულის ხარისხის ზუსტ აღწერას. მომხმარებლმა თუ იცის, რომ HACCP-ის სისტემაა რესტორანში დანერგილი, უნდა იცოდეს, რომ კერძი უმაღლესი ხარისხისაა“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.


ცნობისთვის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთია. სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში. პერიოდულად კი ემატებოდა და მოიცვა ყველა საკვების მწარმოებელ და რეალიზაციის სექტორი.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up