„პანდემიიდან გამომდინარე დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის მიღების ვადამ ერთი წლით უნდა გადაიწიოს“

„პანდემიიდან გამომდინარე დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის მიღების ვადამ ერთი წლით უნდა გადაიწიოს“

access_time2020-10-19 13:00:46

„პანდემიიდან გამომდინარე დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის მიღების ვადამ ერთი წლით უნდა გადაიწიოს“ - ამის შესახებ ინფორმაცია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. „კომერსანტი“  ბიზნეს ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


„როგორც ცნობილია, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები  და ის გაუთანაბრდება ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს.


მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99,5 ათასი ტონა (23,7%), რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13,3%), თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%). მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც ევრო 4, ასევე ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი საწვავის იმპორტი.


თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე მთავრობის ახალი დადგენილება, ერთადერთი ქვეყნიდან, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ვინაიდან აზერბაიჯანული მხარის განცხადებით: მიმდინარე წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ხორციელდებოდა არსებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება, რის შემდეგაც მათ უნდა ეწარმოებინათ ევრო 5-ის  სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების გადაიარაღება უნდა დასრულებულიყო 2020 წლის ბოლომდე. თუმცა COVID-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეაფერხა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროცესი და მისი დასრულების ვადა გადაიწია 2021 წლის ბოლოსთვის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ისევ ხდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი გაუმჯობესებული დიზელის საწვავის წარმოება.



 უნდა აღინიშნოს, რომ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება, რომლის შემცირებასაც ემსახურება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის შემოღება, შესაძლებელია არც შეიცვალოს, ვინაიდან  ჩვენთან დიზელის საწვავზე მოძრავი  სატრანსპორტო საშუალებების 50%-ზე მეტი განეკუთვნება ევრო 2 ეკოლოგიური კლასის სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც თავის დროზე იყო ევრო 2 სტანდარტის დიზელის საწვავის გამოყენებაზე ორიენტირებულნი და რომელთა მოძველებული ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, გამონაბოლქვი აირის ზემოქმედება გარემოზე თითქმის  იდენტურია ევრო 4 და ევრო 5 სტანდარტის დიზელის   საწვავის გამოყენების შემთხვევაში.


ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭიროა, რომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ხდებოდეს საავტომობილო პარკის განახლებაც, რაც სამწუხაროდ სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ხორციელდება. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წელს  დაფიქსირებულია 1 374 431 რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოპარკის 48% შეადგენს 20 წელზე ძველ სატრანსპორტო საშუალებებს, 38,7% - 11-20 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 7,3% - 7-10  წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 3,8% - 4-6 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 1,7% - 1-3 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 0,5% - 1 წლამდე სატრანსპორტო საშუალებებს.


შესაბამისად დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე სახეზე გვაქვს, ქვეყანაში ეკონომიკის მნიშვნელოვანი ვარდნა  და მომავალი წელიც იქნება ამ კუთხით საკმაოდ რთული, მართებული იქნება თუ საქართველოს მთავრობის მიერ მოხდება 2021 წლის 1 იანვარს მისაღები დადგენილების ერთი წლით გადავადება, რაც უზრუნველყოფს, რომ  საქართველოში კვლავ იქნება წარმოდგენილი აზერბაიჯანული საწვავი,  რომელიც 10-15 თეთრით იაფია სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, საავტომობილო გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ  ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე.


ამავდროულად ეს გადაწყვეტილება ასევე გამომდინარე  იქნება იმ ვითარებიდან, რომ აზერბაიჯანულ მხარეს არ ჰქონდა ობიექტურად შესაძლებლობა, რომ პანდემიის პირობებში დაესრულებინა გადამამუშავებელი ქარხნების მოდერნიზების საკითხი.“, - ნათვქამია განცხადებაში.




თეგები:
დიზელი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up