"პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარია მობილიზებული, რაც ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია"- ევროკავშირის წარმომადგენლბა

access_time2020-12-13 13:45:25

ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად უზრუნველყვეს დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცენდენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.

თითქმის 1 მილიარდი ლარის ოდენობის ევროკავშირის დახმარება განკუთვნილია:

საქართველოს მთავრობის მიერ Covid-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გასაძლიერებლად და ასევე მოიცავს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას და რეგიონული/სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ პროგრამებს;

ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს შემდეგ სფეროებში:

ჯანმრთელობის დაცვა

სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სპეციალური ტანსაცმელი საქართველოს ლაბორატორიებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით;


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება და წვდომა Covid-19-ის შესახებ არსებულ რეგიონულ ინფორმაციაზე.

სოციალური სფერო

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ კრიზისის დრო მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლების, ხანდაზმულების, ბავშვებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, დასახმარებლად.

ეკონომიკის აღდგენა

200 მილიონ ლარზე მეტი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშეწყობისა და კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით. სესხები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი ბანკებიდან ისეთი პარტნიორების დახმარებით, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW);

60 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ადგილობრივი მიზნობრივი გრანტები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ევროკავშირის პროექტების მეშვეობით, ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების მიზნით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სოფლად ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება.

გარდა ამისა, მიმდინარე პროექტებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით ევროკავშირი უზრუნველყოფს პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე მიმართულ კონსულტაციებსა და გამოცდილების გაზიარებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიზნობრივ დახმარებას. საქართველოს ასევე აქვს წვდომა ევროკავშირის რეგიონულ ფონდებზე საბრუნავი კაპიტალის, ვაჭრობის დაფინანსებისა და სესხების ტვირთის შემსუბუქების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის მხარდაჭერა ექვემდებარება სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, უფლებებზე დაფუძნებული მიდგომისა და გენდერულ თანასწორობის პირობებს.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up