პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მენეჯმენტის კრახს უკვე მედიკოსებიც აღიარებენ

პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მენეჯმენტის კრახს უკვე მედიკოსებიც აღიარებენ

access_time2021-11-16 10:00:47

კოვიდ19-ის მეხუთე ტალღის პიკში საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის აშკარად წარუმატებელი ნაბიჯი აჩვენა. როგორც დაავადების, ასევე გარდაცვალების დონე საგანგაშო ნიშნულზეა და ჯანდაცვის სექტორი უკვე ღიად აცხადებს, რომ პაციენტებს ვერ უმკლავდებიან, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში. წელიწადზე მეტია, პანდემიის სადარაჯოზე მყოფი სამეულის მიმართ საზოგადოებამ ნდობა დაკარგა, უმეტესწილად ყველა აღიარებს, რომ მათ მიერ, უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ მართული სისტემა სრულ კრახს განიცდის.

 

როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოს მედიკოსი, დაინფიცირებული ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, არ მოხვდნენ კლინიკებში, რადგან არსებობს მუდმივი შიშის განცდა, რომ შეიძლება არასწორად მკურნალობის მსხვერპლი გახდნენ.

 

თუკი აქამდე ჯანდაცვის ექსპერტები  საუბრობდნენ სისტემურ ხარვეზზე, უკვე მედიკოსების ალაპარაკდნენ.

 

კლინიკა ,,მედგიდის“ ექიმ-პედიატრი ლალი ჯანაშია მენეჯმენტში არსებულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ  სისტემა რეალურად კოლაფსს განიცდის.

,,უმძიმესი სიტუაციაა, ვხედავთ დასვებულ შეცდომებს, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. ჩემი აზრით, სწორი არ იყო სკოლებისა და ბაღების საარჩევნო უბნებად  გამოყენება, ხოლო იქ მომუშავე პერსონალისჩართვა საარჩევნო პროცესში. მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გაიტესტნენ და საბოლოოდ დაფიქსირდა ინფიცირების მრავალი შემთხვევა. ამას მოჰყვა სკოლების მასიური დახურვა. რაც შეეხება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტს, სასურველია, უფრო სერიოზულ საკითხებს განიხილავდნენ და რეალურად რიგითი ექიმების დასაცავი არ იყოს ქვეყანაში პაციენტის უფლებები, როდესაც ამისთვის არსებობს სახელმწიფო ინსპექტორი, საპარლამენტო კომიტეტი, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროები. რეალურად არსებობს თემები, რომლებზეც გადართულია საზოგადოების ინტერესი, საინფორმაციო გადაცემებში პრიორიტეტი არ არის კოვიდსტატისტიკა, რაც სამწუხარო რეალობაა“, - აცხადებს ლალი ჯანაშია.

ცნობილი პედიაატრი ნეგატიურად აფასებს ასევე ავაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით მიმდინარე კამპანიას და დასძენს, რომ ხშირად წამყვანი სატელევიზიო არხების საშუალებით ხდება ისეთი თემების პროპაგანდა, რაც იმუნიზაციის პროცესს დიდ რისკს უქმნის.


,,სულ ახლახან ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან გავიდა ისეთი გადაცემა ვაქცინაციის თემაზე, რითაც ვაქცინაწიის პროცესის მეტი საფრთხე ექმნება. დაბნეული საზოგადოება უფრო მეტად შეჰყავთ ჩიხში. ცხადია, ანტივაქსერული შინაარსის გადაცემები არ უნდა გადიოდეს, როცა მოსახლეობის მხოლოდ მესამედია ვაქცინირებული. მინიმიუმ 70% გვჭირდება, რომ მშვიდად გვეძინოს. ასრულებს. ასეთი არასწორი ნაბიჯებით საბოლოოდ მივედით  მძიმე მდგომარეობამდე და სახეზეა კოლაფსი, რა დღეშიც ჯანდაცვის სექტორი აღმოჩნდა. პანდემიასთან ბრძოლის პროცესები არასწორად არის მართული, ცხადია, მენეჯმენტის პრობლემაა და ყველა, ვინც ჯანდაცვის სექტორის სათავეშია, პასუხისმგებელია ამ პროცესებზე. ამდენი ანტივაქსერი და ლატარიის იმედად დარჩენილი  ვაქცინაცია სამარცხვინოა“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ლალი ჯანაშია.

ჯანაშიას მოსაზრებით, აცრა კონკრეტული სეგმენტისთვის სავალდებულო უნდა გახდეს, განსაკუთრებით იმ სეგმენტისთვის, რომელსაც ბავშვებთან და მოხუცებთან აქვს კომუნიკაცია.

,,საჭიროებას თუ ხედავენ,  ვაქცინაცია უნდა გახდეს სავალდებულო, დიახაც უნდა დააძალო! ჩემთვის ცნობილია  მძიმე ფაქტი, როდესაც ერთ-ერთ რეგიონში  აუცრელმა მასწავლებელმა 16 ბავშვი დააინფიცირა.  ამაზე არავინ არ უნდა ხუჭავდეს თვალს, ,,პური და სანახაობა“ არ გვაკლია, გადის დრო და პანდემია უფრო საშიში ხდება, ამაზე პრიორიტეტული დღეს არც ერთი საკითხი არ უნდა იყოს“, - დასძენს ლალი ჯანაშია.

რაც შეეხება ,,მწვანე პასპორტს“, მედიკოსის პოზიციაა, რომ მისი მოქმედების არეალი გაფართოვდეს და მოიცვას არა მხოლოდ გასართობი ინდუსტრია, კაფე-რესტორნები და სასტუმრო ბიზნესი, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, როგორიცაა მოლები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა, სადაც მოქალაქეების მაღალი მობილობაა.

 

ფაქტს, რომ ვაქცინაციის პროცესი ჩაშლილია და მოქალაქეებამდე ინფორმაცია არასწორად მიტანილი,  ადასტურებს იმერეთის რეგიონის ექიმ-ინფექციონისტი ნანა ღონღაძე. ,,კომერსანტთან“ იგი აღიარებს, რომ კოვიდთან ბრძოლა, ვაქცინაციის წარუმატებლობიდან გამომდინარე, უშედეგოა, თუმცა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.

 

,,სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის კატასტროფულად გაზრდილი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან ამ საშიში ვირუსის გამო, რომელიც არ დაიხევს უკან, სანამ იმუნიზაციის ტემპი ასეთი დაბალია. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ჰოსპიტალიზაცია გვიანდება და ხშირად ისეთ მდგომარეობაში შეჰყავთ პაციენტი კლინიკაში, როცა მერე მისი გამოჯანმრთელების შანსი ფაქტობრივად არ არის. ვაქცინაციის ტემპი უნდა დაჩქარებულიყო, ეს ვერ მოხერხდა, არის რამდენიმე პრობლემა, რაც პანდემიასთან ბრძოლას წარუმატებელს ხდის, თუმცა ვისი კონკრეტული მიზეზით მივედით ამ მდგომარეობამდე, ამაზე შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იმსჯელონ, როგორც ექიმი, ვაცხადებ, რომ მდგომარეობა არის მძიმე“, - ამბობს ნანა ღონღაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაიცვალა 82 ადამიანი.

სულ ქვეყანაში ვირუსს 11 057 ადამიანი ემსხვერპლა.


 მარი ჩიტაია

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up