პანდემიასთან ბრძოლას არათანაბარი ვაქცინაცია ართულებს

პანდემიასთან ბრძოლას არათანაბარი ვაქცინაცია ართულებს

access_time2021-04-16 20:00:56

„სახელმწიფოების მხრიდან ვაქცინასთან არათანაბარმა წვდომამ ზოგიერთ ქვეყანას ვაქცინაციის მასშტაბების ზრდის შესაძლებლობა მისცა, თუმცა, ამავე დროს ეს პანდემიის გლობალურ მასშტაბებში დამარცხებას ხელს შეუშლის“ - ამის შესახებ ნათქვამია კოსნალტინგური კომპანიის IHS Markit-ის კვლევაში.


ანალიტიკოსების აზრით, თუ ქვეყნები ვაქცინურ ნაციონალიზმს გააგრძელებენ, ეს პანდემიის 2023 წლამდე გაგრძელების რისკს შექმნის.


ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დაბალი ტემპებით მიმდინარეობს, შესაძლებელია ვირუსის ახალი შტამების გამოჩენა, რომლებიც შემდეგ მეტად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც გავრცელდება.


IHS Markit-ის ექსპერტების აზრით, 2021 წლის ბოლომდე მსოფლიოში წარმოებულ იქნება კორონავირუსის საწინაამღდეგო პრეპარატის 14,7 მლრდ. დოზა. თეორიულად ეს პანდემიის დასამარცხებლად სრულიად საკმარისია, თუმცა, ვაქცინების არაეფექტური გავრცელების შედეგად, პრეპარატის დიდი ნაწილი მდიდარ ქვეყნებში მოხვდება.


სადღეისოდ, ბევრმა მდიდარმა ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით 4-9-ჯერ მეტი ვაქცინა შეისყიდეს,და ეს მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყნებში ვაქცინებს რაოდენობა მოსახლეობის მცირე ნაწილსაც კი არ ჰყოფნის. ეს თავისთავად, პანდემიის დამარცხებას აფერხებს.


მთლიანობაში სადღეისოდ 8,6 მლრდ დოზა ვაქცინაა შეკვეთილი. ყველაზე პოპულარული პრეპარატია AstraZeneca – 2,4 მლრდ. შეკვეთა. ყველაზე მეტი დოზა ევროკავშირმა იყიდა - 1,8 მლრდ. (მოსახლეობა - 446 მლნ.). შემდეგ ადგილებზეა შტატები - 1,2 მლრდ. (მოსახლეობა - 328 მლნ.), აფრიკული ქვეყნების კავშირი - 680 მლნ. (მოსახლეობა 1,2 მლრდ.), ბრიტანეთი - 457 მლნ. (მოსახლეობა 66 მლნ.) და ბრაზილია - 370 მლნ. (მოსახლეობა 211 მლნ.).



მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე 4,6 მლრდ. დოზა, ანუ, მთელი შესყიდვების 53% მოდის, ღარიბებზე კი მხოლოდ 16%, საშუალო შემოსავლის - 17%. დანარჩენი COVAX-ს ეგიდით განაწილდა.


ვაქცინური ნაციონალიზმის 3 ფაქტორი


IHS Markit-ის ანალიტიკოსები 3 ფაქტორს გამოყოფენ, რომელიც ვაქცინების განაწილებაზე გავლენას ახდენს.


პირველია - დავა ევროკავშირს და ბრიტანეთს შორის. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ლონდონმა უსამართლო უპირატესობა მოიპოვა იმით, რომ იყიდა ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოებული ვაქცინა, ხოლო თავად არც ერთი დოზა არ გაყიდა იმ პრეპარატებისგან, რომლებიც ბრიტანეთში იწარმოება.


თუ ევროკავშირი ვაქცინის ექსპორტს აკრძალავს, ეს სხვა ქვეყნების მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს - ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატის ინგრედიენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის.


მეორე ფაქტორია - აშშ-ს სტრატეგია, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით 4-ჯერ მეტი ვაქცინა იყიდა. IHS Markit-ის აზრით, სადღეისოდ ამერიკისთვის პრიორიტეტულია საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაცია, თუმცა, მომავალში ის ვაქცინის აქტიური ექსპორტიორი გახდება.


ამას ასევე ხელს ის შეუწყობს, რომ აშშ-ს მოსახლეობის დიდ ნაწილს აცრის გაკეთება არ სურს.


მესამე ფაქტორია ინდოეთი, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ვაქცინის AstraZeneca-ს ექსპორტი აკრძალა. ამან შესაძლოა ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების დეფიციტი გამოიწვიოს.


ამ დროისთვის ვაქცინაციის კუთხით ლიდერი ქვეყნებია ისრაელი (61,9%), ბრიტანეთი (47? 5%), ჩილე (38,9%), და აშშ (36,6%). ევროკავშირში კი ვაქცინაცია მოსახლეობის 6,2%-მა გაიარა.


rbc.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up