„პანდემიამდელი პერიოდისგან განსხვავებით, ახლა ქვეყნიდან გასვლის მიზეზი შოპინგია“ -  ნანა ქაჯაია

„პანდემიამდელი პერიოდისგან განსხვავებით, ახლა ქვეყნიდან გასვლის მიზეზი შოპინგია“ - ნანა ქაჯაია

access_time2023-03-24 10:30:17

„პანდემიამდელი პერიოდისგან განსხვავებით ახლა შოპინგია ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართველები ქვეყნიდან გადიან“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ PMCG-ის უმცროსმა მკვლევარმა ნანა ქაჯაიამ ისაუბრა, მისი თქმით, წინა პერიოდებში ყველაზე გამოკვეთილი მიზეზი მეგობრების და ნათესავების მონახულება იყო, ახლა  ეს მაჩვენებელი მთლიანი ვიზიტების მხოლოდ 22%-ს შეადგენს.

 

„რაც შეეხება ხანგრძლივობას, თუ აქამდე ძირითადად გასვლების ხანგრძლივობა 4 ღამეს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი შეცვლილია და შეადგენს 6 ღამეს, ეს ციფრი  იქიდან გამომდინარეობს, რომ  გაზრდილია ფრენის ხარჯები და ამან შესაბამისად მოგზაურების გადაწყვეტილებაზე იმოქმედა და შესაბამისად მათ მისცა მოტივაცია, რომ მეტი დრო გაატარონ ამა თუ იმ ქვეყანაში.

 

გასვლით ვიზიტებში ისეთი კარგი მდგომარეობა არ არის, როგორც საერთაშორისო ვიზიტებში. ამ შემთხვევაში 2022 წლის დანახარჯებს, 2019 წლის დანახარჯებისთვის არ გადაუჭარბებია, 2022  წელს უცხო ქვეყანაში დანახარჯებმა დაახლოებით 1,8 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს  ეს  რიცხვი 2 მილიარდი იყო.“ - აღნიშნა ნანა  ქაჯაიამ.

 

ნანა ქაჯაიას თქმით, მეორე კვარტლიდან მოყოლებული გასვლითმა ტურიზმმა საკმაოდ  სწრაფი  ტემპებით დაიწყო აღდგენა და 2022  წელს ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით სამჯერ  არის გაზრდილი, ხოლო პანდემიამდელი მაჩვენებლის 71%  შეადგინა.


 

„პანდემიამდელ პერიოდში ქართველები სტატისტიკურად მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობდნენ და შემდეგ ადგილზე იყო ევროკავშირის და სხვა ქვეყნები. ახლა აზერბაიჯანის მიმართულებით მიდგომა  შეცვლილია, რადგან აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი აქვს ჩაკეტილი და ფრენა ძვირი ჯდება,  შესაბამისად აზერბაიჯანი საერთაშორისო  ვიზიტებიდან ამოვარდნილია.

 

რაც შეეხება თურქეთს ,  ეს მიმართულება 2019 წელთან შედარებით 80% ით არის აღდგენილი, თუმცა ვიზიტების ძირითადი რაოდენობა შოპინგზე მოდის.

 

რუსეთის იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით გასვლების  რაოდენობა გაზრდილია, ამის ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ რუსეთში  არსებული რუბლის კურსი და საქართველოში არსებული რუბლის კურსი ერთმანეთისგან მკვეთრად  განსხვავდებოდა და შესაბამისად ადამიანები რუსეთიდან გამოგზავნილ ფულს რუბლებში  იღებდნენ და შემდეგ  რუსეთში  სხვა კურსით  ახურდავებდნენ,“ - აღნიშნა  ნანა ქაჯაიამ.


 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up