პანდემიამ ხის სახლებზე მოთხოვნა საგრძნობლად  გაზარდა

პანდემიამ ხის სახლებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა

access_time2021-10-13 15:00:15

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები დაწესდა, საქართველოში ქალაქიდან მოშორებით, კერძო სახლებში დასახლების ტენდენცია შეინიშნება, ამ ყველაფერმა კი ხის სახლებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა.

 


ხის სახლების მწარმოებელი კომპანიის „ოდაჰაუსის“ ადმინისტრაციული მენეჯერი მარიამ გუგუციძე ხის სახლებზე მზარდ მოთხოვნას პანდემიას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მათი პროდუქტი აქამდე ასეთი პოპულარული არ ყოფილა.

 

 

“ხის სახლებზე მოთხოვნა მზარდია, ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ მსგავსი სახლები აქამდე ასეთი პოპულარული არ ყოფილა. შეკვეთებს პრაქტიკულად საქართველოს ყველა კუთხიდან ვიღებთ. ვაშენებთ როგორც თბილისის შემოგარენში, ასევე მაღალმთიან რეგიონებში. ხალხი მიეჩვია და ფიქრობს, რომ ხის სახლები ბეტონის სახლს არაფრით ჩამოუვარდება. ხის სახლს კი უპირატესობას მისი ეკოლოგიურობა და ენერგოეფქტურობა ანიჭებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი აშენებული სახლების პოპულარობა განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაათმაგდა.

 

პანდემიის პერიოდში, ადამიანებს ერთმანეთთან ნაკლები ურთიერთობა აქვთ, სახლიდან ისე ხშირად ვეღარ გადიან, შესაბამისად ბევრს ქალაქგარეთ ცხოვრების სურვილი გაუჩნდა და ვისაც კი პატარა მიწა ჰქონდა, ყველამ სახლის ჩადგმა გადაწყვიტა, ადრე თუ მხოლოდ ტურისტული მიზნით გვიკვეთავდნენ, ახლა უკვე ხის სახლებს პირადი სარგებლობისთვის იშენებენ.


გამომდინარე იქიდან, რომ მკაცრი შეზღუდვები სამშენებლო სექტორზე არ გავრცელებულა, პანდემიას საგრძნობი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია ჩვენს ბიზნესზე. რაც შეეხება იმპორტის მხრივ შეზღუდვებს, მცირე წყვეტები გვქონდა, თუმცა მუშაობაში ხელი არ შეგვშლია, მარაგების ხარჯზე წარმოების პროცესს უწყვეტად ვაგრძელებდით“, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ

 

 

 „ოდაჰაუსს“ სამშენებლო მასალა რუსეთიდან შემოაქვს, მიმდინარე წელს საერთაშორისო მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხის სახლებით მშენებლობის ბუმის გამო ხეზე ფასი 300% ით გაზარდა, როგორც გამოცემა businessinsider წერდა, რუსეთში ხეზე და სამშენებლო მასალებზე ღირებულება 300%-ით იყო გაზრდილი, გარდა ამისა გამოცემა წერდა, რომ რუსეთმა ნედლი ხის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა და მხოლოდ გადამუშავებული ფიცრის გატანა იყო შესაძლებელი. „კომერსანტის“ კითხვაზე, თუ როგორ აისახა ეს ყველაფერი სახლის ღირებულებაზე, მარიამ გუგუციძე პასუხობს, რომ სახლის ფასს მასალის პროპორციულად ვერ ზრდიან, რადგან საქართველოს ბაზარი ამხელა ფასისთვის მზად არ არის.


 


“მშენებლობაში ძირითადად რუსეთიდან იმპორტირებულ, გამომშრალ ფიჭვის და ნაძვის ხის მასალას ვიყენებთ. ხის სახლის მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანია ხე იყოს გამომშრალი, რათა მომავალში სახლმა დეფორმაცია არ განიცადოს, ჭია და ობი არ გაუჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნედლეული ადგილობრივთან შედარებით ორჯერ ძვირია, ექსპორტიც გართულებულია ეს მასალა ზედმიწევნით აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. სხვადასხვა სამშენებლო მასალა დაახლოებით 20-დან 100% მდეა გაძვირებული. ჩვენ ფასებს პროპორციულად ვერ ვზრდით, რადგან ქართველი მომხმარებლები არ არის მზად ამ ცვლილებებისთვის. ძირითადად კომპანიის მოგების ხარჯზე ხდება ფასის დაბალანსება . რაც შეეხება კვადრატულის ღირებულებას, საშუალოდ, დღეის მდგომარეობით, ფასი $350-იდან იწყება“, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ.

 



„ოდაჰაუსი“ კომპლექსურ შეკვეთებზეც მუშაობს. როგორიცაა ტურისტული მიზნებისთვის განკუთვნილი რამდენიმე კოტეჯი პლუს რესტორანი. ასევე შეთავაზებაში აქვთ კანალიზაციის ინდივიდუალური სისტემის მონტაჟიც.

 


„ჩვენ ასევე ვმუშაობთ კომპლექსურ შეკვეთებზეც. მიმდინარეობს რამდენიმე პროექტის დამუშავება, მაგალითად რომელიც მოიცავს 4 საცხოვრებელ კოტეჯს თავისი რესტორნით. მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ ხის ღობეებს, ალაყაფის კარებს, ჭიშკრებს. საქართველოში კანალიზაციის სისტემა ყველგან მოწესრიგებული არ არის, მითუმეტეს მაღალმთიანეთში, ამიტომ ჩვენს სახლებთან ერთად ძალიან აქტუალურია ინდივიდუალური კანალიზაციის სისტემები. მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით მომხმარებელს. ვაბარებთ სახლს სრული რემონტით, მათ მხოლოდ ავეჯის და აქსესუარების შეტანა სჭირდებათ ახალ სახლში. რაც შეეხება დიზაინს , ნებისმიერი ვიზუალის და სირთულის პროექტებს ვახორციელებთ. მომხმარებელი არ არის არჩევანში შეზღუდული. “, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ.



მისივე თქმით „ოდაჰაუსის“ სახლის აშენებას 21-დან 60 დღემდე სჭირდება, რაც სახლის მოცულობასა და პროექტის სირთულეზეა დამოკიდებული.

 


კომპანია სამი წელია რაც ხის სახლებს აშენებს, თუმცა „ოდაჰაუსის“ ბრენდის ქვეშ წლინახევრის წინ განხორციელებული რებრენდინგის შედეგად ოპერირებენ. ამ ეტაპზე “ოდაჰაუსი“ 50 ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და ბიზნესის გაფართოებას, გუგუციძე ამბობს, რომ ეს მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

 


“ყველაფერი დამოკიდებულია მოთხოვნაზე, ვცდილობთ ბაზარს ფეხი ავუწყოთ და მოთხოვნის შესაბამისად გავაფართოოთ ჩვენი წარმოება. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს, როგორც ხარისხიან სამშენებლო მასალას, ასევე ასევე კვალიფიციური მუშა-ხელის მოძიებას და მათ გადამზადებას. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად ვახერხებთ ამ სფეროს განვითარებას და ვამაყობთ ამ პერიოდში მიღწეული წარმატებებით “, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up