პანდემიამ შიმშილის პრობლემა გაამძაფრა

პანდემიამ შიმშილის პრობლემა გაამძაფრა

access_time2021-02-04 20:00:38

საშიში კოქტეილი, რომელიც პანდემიის, კლიმატის ცვლილების და ლოკალური კონფლიქტებისგან შედგება, ყველაზე მეტად ღარიბ და მოწყვლად ქვეყნებზე აისახება.


2021 წელს ჰუმანიტარულ დახმარებას 235 მლნ. ადამიანის საჭიროებს, რაც 2020 წელთან შედარებით 40%-ით მეტია.


ამ ციფრების გაცნობიერება ადვილი არაა, მაგრამ ამ სტატისტიკის უკან უამრავი რეალური ადამიანი დგას. რისკის ზონაში მყოფ ადამიანებს ყველაზე მეტად არა თავად ვირუსი, არამედ მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები უქმნიან.


მთავარი პოტენციური მკვლელი არა ვირუსი, არამედ მის მიერ გამოწვეული შიმშილი იქნება.


2020 წელს ქრონიკულად მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა 130 მლნ-ით, 800 მლნ.-მდე გაიზარდა, რაც კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობაზე 8-ჯერ მეტია. ქვეყნები, რომლებიც სამხედრო კონფლიქტების და კლიმატური ცვლილებებისგან ზარალდებიან, ასევე განსაკუთრებით მოწყვლადები არიან სურსათის დეფიციტის წინაშეც.


შიმშილის საფრთხე იმ მომენტში გაჩნდა, როდესაც მდიდარი ქვეყნების ბიუჯეტები ეკონომიკის და მოსახლეობის პანდემიისგან დაცვაზე გადაირთო, ხოლო საერთაშორისო სოლიდარობა დღეს ნაკლებად მიღწევადია. შესაბამისად, ღარიბი ქვეყნები თავიანთ პრობლემებთან ერთი ერთზე, საერთაშორისო დახმარების გარეშე დარჩნენ.



შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული მისია საერთაშორისო ორგანიზაციებს ეკისრებათ, გაერომ და მსოფლიო ბანკმა ღარიბი ქვეყნებისთვის შიმშილთან ბრძოლის კუთხით დახმარება გაზარდეს.


ცალსახაა, რომ პერმანენტული ქმედებები კრიზისამდე გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე კატასტროფის შემდეგ ხანძრის ჩაქრობა.


ეს არა მხოლოდ კორონავირუსს ეხება, 2020 წელს წითელმა ჯვარმა ბანგლადეშს წყალდიდობებისგან შედეგების შერბილებისთვის რისკის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას გარკვეული თანხები დაურიგა. საბოლოო ჯამში ის 50%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ხარჯები წყალდიდობისგან დაზარალებულების დახმარებაზე.


სწორედ ასეთი მიდგომაა ყველაზე სწორი და ეფექტური მაშინაც, როდესაც საქმე მასობრივი შიმშილის თავიდან აცილებას შეეხება. მსოფლიო ბანკმა ღარიბი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე 6 თვეზე გათვლილი 5,3 მლრდ. დოლარი გაიღო. ეს თანხა პანდემიის წინაამღდეგ მოკლევადიან ზომებს და ასევე შიმშილის რისკის გრძელვადიანი მიზეზების აღმოფხვრას მოხმარდება.


მაგალითად ბანგლადეშში შემწეობას 62 000 მცირე ოჯახური ფერმა მიიღებს, ჰაიტიში, სადაც პანდემიის გამო უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მკვეთრად შემცირდა, ფერმერებმა სათესლე მასალა და სასუქები მიიღეს, მომავალო მოსავლის უზრუნველსაყოფად.


სომალი გარკვეულ თანხებს წყალდიდობების, კალიების შემოსევის და კორონავირუსის შედეგად წარმოქმნილი შიმშილის საფრთხის აღმოფხვრისთვის მიიღებს. ეს მხოლოდ მცირენაწილია იმ პროგრამების, რომლებსაც მსოფლიო ბანკი ღარიბ ქვეყნებში შიმშილის პრევენციის მიზნით დააფინანსებს.


კორონავირუსის წინაამღდეგ ვაქცინის შექმნა პანდემიური გვირაბის ბოლოში სინათლის გამოჩენას ნიშნავს, მაგრამ ბევრ ღარიბ ქვეყანაში კრიზისის შედეგები გაცილებით უფრო ღრმა და გრძელვადიანი იქნება.


სწრაფ და კოორდინირებულ მოქმედებს ამ დარტყმის შედეგების შერბილება შეუძლია, ეს სწორი არამხოლოდ მორალური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც იქნება. ერთიანი ძალისხმევა შიმშილის თავიდან არიდების მიზნით, ყველასთვის უკეთესი მომავლის აშენების საფუძველი გახდება.


თენგიზ აბლოთია

წყარო:project-syndicate.com


თეგები:
შიმშილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up