პანდემიამ რუსთავის ავტობაზრობა თითქმის უფუნქციოდ დატოვა

პანდემიამ რუსთავის ავტობაზრობა თითქმის უფუნქციოდ დატოვა

access_time2021-08-02 11:00:16

რუსთავის ბაზრობა შეიძლება დაიკეტოს. ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ავტოდილერებმა განაცხადეს.  კომპანია „რობანი მოტორსის“  დირექტორის ელგუჯა ჯამაგიძის თქმით, სხვა ქვეყნების მოქალაქეები მანქანების შეძენის მიზნით საქართველოში უკვე აღარ ჩამოდიან, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციამ მცირე ზომის ავტოსადგომებზე გადაინაცვლა, რის გამოც ავტობაზრობამ ფუნქცია დაკარგა.


„ძალიან ბევრმა კომპანიამ გახსნა მცირე ავტოსადგომები სხვა ტერიტორიებზე, რომელთა უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი. როცა ბაზარზე არ შემოდის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ადგილზე პარკირების ფასები მაინც მაღალია, ცხადია,  ავტოსადგომიდან გასვლა ურჩევნიათ.  დედაქალაქში ათეულობით მცირე ავტოსადგომი აქვთ მოწყობილი, სადაც შეიძლება მანქანების ყიდვა-გაყიდვა. ფიზიკური პირები ამ მიზნით სოციალურ ქსელებსაც აქტიურად იყენებენ. რაც ჩვენი კომპანია არსებობს, რუსთავის ავტოსადგომს ვიყენებდით, მაგრამ ბოლო დროს ჩამოყვანილი მანქანებისთვსი სხვა, მცირე ზომის ავტოსადგომი შევარჩიე. ასეა თითქმის ყველა დილერი.  ტერიტორიაზე თითქმის არავინ შემოდის, მომხმარებელი შემოაკლდა“, - ამბობს ჯამაგიძე.


რუსთავის ავტობაზრობის დაკეტვის დიდ ალბათობას ხედავს კომპანია ,,იამოტოს დამფუძნებელი პაატა მაისურაძეც.


გარკვეული პერიოდის განმავლობაში ობიექტი დაკეტილი იყო. შემდეგ გაიხსნა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი უკვე აღარ არის.  რუსთავის ავტობაზრობა და ნებისმიერი მსგავი ორგანიზიაცია  ფუნქციას კარგავს იმიტომ, რომ  ბაზარზე სხვა მოთხოვნები ჩნდება. ვისაც მანქანის გაყიდვა სურს,  შეუძლია, რუსთავში საერთოდ აღარ წავიდეს. ამისთვის არის სოციალური ქსელი და მცირე ავტოსადგომებიც, სადაც ასევე შესაძლებელია ავტომობილების შეძენა ჩვენს შემთხვევაში, საკუთარი ავტოსალონი გვაქვს, მაგრამ გაყიდვას  ყველაზე მეტად სოციალური ქსელების საშუალებით ვახდენთ, - ამბობს მაისურაძე.


 

ცნობისთვის, რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA – ყველაზე დიდი და თანამედროვე კომპლექსია კავკასიაში, მთლიანი ფართობი 225 000 კვადრატული მეტრია. ავტოკომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ავტობაზრობა 5000 ავტომობილს იტევს. აქვეა მოწყობილი საბაჟო კონტროლის ზონა (2000 ავტომობილის ტევადობით), სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი და სერვისცენტრი.


გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, ავტობაზრობის სტუმრებს წარმოადგენდნენ უკრაინის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის და  თურქმენეთის მოქალაქეები, თუმცა პანდემიურ პერიოდში, ასევე გლობალურ ავტობაზრებზე მიმდინარე პროცესების გამო, მათი რაოდენობა თანდათან შემცირდა. როგორც დილერები ამბობენ, უკვე მინიმალურ დონეზეც აღარ არის.

 

 მარი ჩიტაია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up