პანდემიამ პრიორიტეტები შეცვალა - TBC კაპიტალი

პანდემიამ პრიორიტეტები შეცვალა - TBC კაპიტალი

access_time2020-06-02 18:30:13

ლოქდაუნში 80 %-მდე  შემცირებული  ხარჯები მომხმარებელმა მაისის მე-2 ნახევრიდან ერთბაშად 70% გაზარდა. TBC Research-მა აპრილი-მაისის პერიოდში მომხმარებლების ხარჯების ანალიზი წარადგინა. კვლევისთვის უნაღდო ანგარიშწორებაა გამოყენებული. მთლიანმა ხარჯებმა (საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქციის გამოკლებით) კლება მარტის მე-2 ნახევრიდან დაიწყო და მაქსიმუმს აპრილის მე-2 ნახევარში მიაღწია. ამ პერიოდში მომხმარებლების დანახარჯები წლიურად  (Y.Y) 60%-ზე მეტად იყო შემცირებული.

 

საპირისპიროდ, სურსათსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდაა. მაისის მე-2 ნახევარში სურსათზე გაწეული ხარჯები წლიურად საშუალოდ 60-80%-ით მომატებულია.. ფარმაცევტულ პროდუქციაზე ზრდაა 40-60% (Y.Y).

 

ტანსაცმელსა და სხვა აქსესუარებზე მომხმარებელი მარტის მეორე ნახევრიდან აღარ ხარჯავდა. აპრილის ბოლოს  კი წლიური ვარდნა 80%-ის ფარგლებში იყო. ხარჯის დანარჩენი ნაწილი ონლაინ შოპინგზე მოდის, რადგან ივნისის დასაწყისამდე საქართველოში მაღაზიები დახურული იყო.

 

მაისის ბოლოს, 18-24 მაისის პერიოდში „გართობაზე“ გაწეუილი ხარჯების ვარდნის მაჩვენებელი წლიურად 93% იყო. ნულამდე შემცირდა ფიტნესზე გაწეული ხარჯები.

 


მარტის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე მნიშვნელოვნად შემცირდა სამშენებლო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკაზე გაწეული ხარჯებიც. ვარდნა წლიურად 80-100%-ის ფარგლებში იყო სამშენებლო მასალებისა და ავეჯის შემთხვევაში, ხოლო ტექნიკაზე კი 40-60%-ის ფარგლებში. საგანგებო მდგომარეობისას ტექნიკის შესაძენად მცირე აქტუალობას ინარჩუნებდა ონლაინ შოპინგი.

 

მაისის მეორე ნახევრიდან სამივე კომპონენტზე მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა.სამშენებლო მასალებზე გაწეულმა ხარჯებმა 70% ზრდა აჩვენა (Y.Y).

 

მაისის მეორე ნახევარში გაიზარდა დანახარჯები ავტომობილის შეკეთებაზე. კერძოდ მიმდინარე წლის  მომხმარებლებმა 40-45%-ით მეტი დახარჯეს, ვიდრე შარშან.

 

საანგარიშო პერიოდში საწვავზე გაწეულ ხარჯები თითქმის 2019 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. ყველაზე დიდი ვარდნა  -60% ფარგლებში აპრილის მეორე ნახევარში იყო.

 

gbc.ge


თეგები:
პანდემია tbc



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up