პანდემიამ ორგანიზებული კრიმინალი მთელ მსოფლიოში გააძლიერა

პანდემიამ ორგანიზებული კრიმინალი მთელ მსოფლიოში გააძლიერა

access_time2020-06-13 14:00:54

 

კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ორგანიზებული კრიმინალი საგრძნობლად გაიზარდა. ეროვნული საზღვრების დაკეტვა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ნარორეალიზაციის საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების დარღვევა - საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატები ზარალს ითვლიან.

 

თუმცა, კარტელები და დანაშაულებრივი დაჯგუფებები სიტუაციასთან ადაპტირების უნარს ავლენენ - ისინი კრიზისში საკუთარი თავის ჰუმანისტებად და ქველმოქმედებად წარმოჩენას ცდილობენ. სავარაუდოდ, საშუალოვადიან პერსპექტივაში ორგანიზებული კრიმინალი ამ კრიზისიდან გაძლიერებული გამოვა.

 

პანდემიის პირობებში დანაშაულებრივმა ბანდებმა დაბნეულ ღარიბ მოსახლეობასთან თანაშმშრომლობა მკვეთრად გააუარესა.

 

ასევე მათ სამეწარმეო სულისკვეთება გამოავლინეს მათთვის სრულიად ახალ მიმართულებებზე  - მაგალითად, პირბადეების, სადეზინფექციო მასალების და კორონავირუსის ტესტების ქურდობა და გაყიდვა. ლათინურ ამერიკაში რამდენიმე ახალი მარშრუტი ამუშავდა, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყანაში კონტრაბანდული სამედიცინო პროდუქცია შედის, შემდეგ კი არალეგალურად იყიდება.

 

ბანდები და ნარკოკარტელები გაჭირვებულ მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან - ძირითადად ეს იმ უკიდურესად ღარიბ ფენას შეეხება, რომელმაც მთავრობისგან დახმარება ვერ მიიღო. მექსიკაში, ბრაზილიაში, სალვადორში ბანდებმა და ნარკოკარტელებმა თავიანთი კომენდანტის საათი შემოიღეს და მთავრობისგან განსხვავებით, მას საკმაოდ ეფექტურად აკონტროლებენ.

 


მექსიკური ნარკოკარტელები ღარიბ მოსახლეობას კვების პროდუქტებს ურიგებენ. სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლში და პალერმოში, მაფიას კვების პროდუქტები პირდაპირ სახლებში მიაქვს. ასეთი გზით მაფიოზები მოსახლეობის მხარდაჭერის გაძლიერებას ცდილობენ.

 

ასევე ისინი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ეხმარებიან.  გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ძალზე საშიში პროცესია  - ბევრ ქვეყანაში ბანდები უკვე დიდი ხანია სასამართლოს და სამართალდამცველებს ანაცვლებენ, კარანტინის დროს ისინი უკვე სოციალურ ფუნქციებს კისრულობენ.

 

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მაფია სახელმწიფოს სისუსტეს იყენებს, თუმცა, ბანდიტები მოსახლეობაზე გავლენას ხშირად  სახელმწიფოსთან შეთანხმებით აძლიერებენ - ბანდიტები უღარიბეს ფენებს გადარჩენაში ეხმარებიან, და ამით მთავრობებს ცხოვრებას უადვილებენ.

 

მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისიც მაფიას და კარტელებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის - ისინი თავიანთ საქმიანობაში სოციალურად დაუცველების და უმუშევრებს ჩათრევას შეეცდებიან და სავარაუდოდ, წარმატებულადაც.

 

თანაც ხშირად ისინი როგორც დამსაქმებლები იქცევიან და მომავალ თანამშრომლებს კარიერული ზრდის ბევრ ვარიანტს სთავაზობენ - ნარკოვაჭრობა, პროსტიტუცია, რეკეტი, ასევე ლეგალური საქმიანობა, ისეთი როგორიცაა სამშენებლო კომპანიები, სხვადასხვა ფირმები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

ასევე ბანდიტები მოსახლეობის მათზე დამოკიდებულების გაზრდას ცდილობენ. ისინი ღარიბ ოჯახებს თავიანთ საეჭვო ოპერაციებში  ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდებით ითრევენ  - ჯერ ეხმარებიან, შემდეგ კი ამის სანაცვლოდ გარკვეულ საზღაურს, ხშირად ძალის გამოყენებით, მოითხოვენ.

 

ეს ყველაფერი დანაშაულებრივ საქმიანობაში მოსახლეობის მხრიდან  ჩართულობას და ბანდიტების მოქმედებების დაფარვას ხელს უწყობს. მაფიოზები და კარტელები სოციალურ სოლიდარობაზე და გავლენაზე დამყარებულ დანაშაულებრივ ქსელებს ქმნიან, და ამ სისტემაში რიგითი ადამიანები მათი თანამზრახველები ხდებიან.

 

გაჭირვებული ადამიანებისთვის დახმარების გაწევის მიუხედავად, მაფიოზები, ბანდიტები, და ნარკოკარტელები საბოლოო ჯამში მაინც ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგლებად რჩებიან.

 

 


თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up