პანდემიამ მომხმარებელთა ქცევა შეცვალა - ციფრული გაყიდვების 60 პროცენტი თავის მოვლის საშუალებებზე მოდის

პანდემიამ მომხმარებელთა ქცევა შეცვალა - ციფრული გაყიდვების 60 პროცენტი თავის მოვლის საშუალებებზე მოდის

access_time2020-09-16 14:55:59

პანდემიის  პერიოდში გაყიდვების 60% FMCG პროდუქტებზე მოდიოდა  ამის შესახებ კომერსანტს ონლაინ-გაყიდვების ერთერთი მსხვილი პლატფორმის Extra.ge-ს წარმომადგენელი ესაუბრა. 


 კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში მომხმარებლის ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც მთელ მსოფლიოში ელექტრონული კომერციის ბაზრის სწრაფი ტემპით ზრდა გამოიწვია.როგორც extra.ge-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა  თამარ ქვილითაიამ განმარტა,  ამ პერიოდმა ბიზნესების გაციფრულების აუცილებლობა შექმნა. 


„სწორედ პანდემიის პერიოდში შეიქმნა Digital Area-ს ერთ-ერთი ახალი პროექტი adapter.ge,  რომელიც ყოველგვარი დამატებითი ინფრასტრუქტურისა და ფინანსური ინვესტირების გარეშე ეხმარება  ბიზნესებს გაციფრულებაში. კერძოდ, კი გაყიდვების უწყვეტად წარმოებასა და მთელი თანმხლები, საოპერაციო პროცესების გამართვაში, როგორც ფიზიკურ/არსებულ მაღაზიაში, ასევე - ონლაინ სივრცეში ინტერნეტ გაყიდვების სახით.
Adapter.ge-ს პროექტის გაშვებიდან 880-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ბიზნესი ამ რთული პერიოდისთვის მზად არ იყო. აღნიშნული პროექტით ციფრული ადაპტაცია, კი ძალიან დროული და მეტიც, ერთადერთი გზა იყო ბიზნესებისათვის, რათა საკუთარი პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვა არ შეეჩერებინათ.“
 - აღნიშნავს თამარ  ქვილითაია.


თამარ ქვილითაია Extra.ge -ს მაგალითზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში ძირითადი მოთხოვნა და საერთო გაყიდვების 60% - FMCG კატეგორიის პროდუქტებზე მოდიოდა.


FMCG არის საქონელი, რომელსაც მომხმარებლები ყოველდღიურად იყენებენ, მაგალითად, შამპუნის, საპნის, დეოდორანტი და სარეცხი საშუალებები.



 რაც  შეეხება ლოქდაუნის შემდგომ პერიოდს, როდესაც გადაადგილება და სურსათთან წვდომა მომხმარებლისთვის შედარებით გამარტივდა, ეს ტენდენციაც შეიცვალა და საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმაც იკლო. გაიზარდა მოთხოვნა ელექტროტექნიკაზე, ტანსაცმლის კატეგორიაზე, თავის მოვლის საშუალებებზე და სხვა.


„ზაფხულის სეზონის მიწურულს ძალიან აქტუალური გახდა სასწავლო წლისთვის მზადება. ჩვენც მომხმარებელს შევთავაზეთ 70%-მდე ფასდაკლებები 50-მდე პარტნიორი მაღაზიის მიერ წარდგენილ 2000-ზე მეტ აქტუალურ პროდუქტზე. ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა: საკანცელარიო, წიგნები და სახელმძღვანელოები, ლეპტოპები და კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და მათი აქსესუარები, სასკოლო ჩანთები, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციაში ჩართული მაღაზიების ფასდაკლებები მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ონლაინ სივრცეში - www.extra.ge-ზე იყო, -  აღნიშნავს  თამარ  ქვილითაია. 

პანდემიის პერიოდში, Extra.ge-ს  გარემოსთან ადაპტაცია და შიდა რეორგანიზაცია დასჭირდა.


„გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე მიმართულების ციფრულ პროდუქტს ვქმნით, სრული კონცენტრირება კადრებისა და შიდა რეორგანიზაციის კუთხით Extra.ge-ს გარშემო მოვახდინეთ. იქ, სადაც რესურსების პრობლემა და გაძლიერების საჭიროება იყო, ძალიან სწრაფად შევავსეთ ახალი, დამატებითი კადრებით, რათა სამუშაო პროცესი არათუ შეფერხებულიყო, არამედ - გაზრდილი მოთხოვნა მაქსიმალურად ეფექტურად დაკმაყოფილებულიყო. შედეგად, გავზარდეთ პროდუქტების ასორტიმენტი და უწყვეტ რეჟიმში, რისი შესაძლებლობაც რეგულაციებიდან გამომდინარე გვქონდა, მაქსიმალურად სწრაფად ვაწვდიდით შეკვეთებს მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.“-  აღნიშნავს  თამარ  ქვილითაია.
   

როგორც Extra.ge – ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს „მაღაზიის კონსულტანტის“ ფაქტორი იმდენად მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლისთვის, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ქმნიდა ონლაინ შოპინგისგან თავის შეკავების საფუძველს.


„გვეამაყება, რომ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრი და ვართ პირველი კომპანია, რომელიც ონლაინ/სატელეფონო კონსულტაციას უწევს მომხმარებელს სასურველი ნივთის შერჩევის პროცესში. აღნიშნული კონსულტაცია არის მინიმუმ იმავე ხარისხის, როგორსაც სხვადასხვა ფიზიკურ მაღაზიაშია მიჩვეული მომხმარებელი. სწორედ ამიტომ, მუდმივად მიმდინარეობს ტრეინინგი თანამშრომლებისათვის და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება. გვიხარია, რომ მომხმარებლის კმაყოფილებაც, ამ მხრივ, საგრძნობლად გაიზარდა.“-  თამარ ქვილითაია. 


როგორც extra.ge - ში აღნიშნავენ იმ შემთხვევაში თუ ვირუსის მეორე ტალღის სახით იქნება, Extra.ge  მზად არის, რომ ყველაზე რთულ  პერიოდსაც გაუმკლავდეს.

 

თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
extra.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up