პანდემიამ კოსტიუმების და ჰალსტუხების მწარმოებლები დააზარალა

პანდემიამ კოსტიუმების და ჰალსტუხების მწარმოებლები დააზარალა

access_time2021-11-06 20:00:34

მთელს დასავლეთში დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გამო, მამაკაცები ოფიციალურ კოსტიუმებზე და ჰალსტუხებზე უარს სულ უფრო მეტად ამბობენ. ალბათ კლარკ გეიბლს ეს გაუხარდებოდა, ბარაკ ობამაც და ვლადიმერ პუტინიც არ იქნებოდნენ წინააღმდეგნი, თუმცა, მოდების სახლი Brioni სირთულეებს განიცდის, ფრანგული Kering იტალიურ წარმომადგენლობაში შტატებს ამცირებს. აქ 321 თანამშრომლიდან 220 -მა სამსახური დატოვა.

Brioni-ის პრობლემები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიის დავალიანებამ 100 მლნ. ევროს მიაღწია, მაგრამ პანდემიამ განთქმულ ბრენდს მძიმე დარტყმა მიაყენა.

იტალიაში, სადაც მოდის ინდუსტრიის ბრუნვა 80 მლრდ. ევროა, და სადაც 500 000 ადამიანი მუშაობს, Brioni-ის პრობლემებმა დიდი ხმაური გამოიწვია. კომპანია ამ მძიმე მდგომარეობაში მარტო არაა, მოდის სახლები Valentino და Balmain-იც კრიზისს განიცდიან და, ოფიციალურის ნაცვლად, სპორტული სტილის ტანსაცმლის წარმოების ზრდას აპირებენ.

სტატისტიკითაც დასტურდება, რომ კოსტიუმების მწარმოებლებისთვის მძიმე ხანა დადგა. 2020-2021 წლებში თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და, კოსტიუმ-ჰალსტუხის ნაცვლად, ვიდეო-კონფერენციების დროს ჯინსებს და მაისურებს იცვამს. იმის მიუხედავად, რომ მათი ნაწილი უკვე ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა, ნაწილი მაინც დისტანციაზე დარჩა, თუმცა, სამსახურებში გამოსულებს შორის ბევრმა ახალი ჩვევები შეინარჩუნა.

შტატებში დრეს-კოდის შერბილება ოფისებში ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. 2019 წლის მარტში GoldmanSachs თავის 36 000 თანამშრომელს სამსახურში კოსტიუმ-ჰალსტუხის გარეშე შესვლის უფლება მისცა.

2 წლის შემდეგ მთელს მსოფლიოში ოფიციალური ტანსაცმლის გაყიდვები მცირდება. ბაზრის კვლევის კომპანია Mintel-ის ინფორმაციით, 2020 წელს კოსტიუმ-ჰალსტუხების გაყიდვები 29%-ით დაეცა. ეს ამ დარგისთვის ძალიან სერიოზული ვარდნაა.


თუმცა, გერმანული Hugo Boss-ის ახალი გენერალური დირექტორი დენიელ გრიდერი ოპტიმიზმს ინარჩუნებს. მისი თქმით, 2021 წლის მე-3 კვარტალში მისი ბრენდის გაყიდვები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა.

თუმცა, ამ ეტაპზე ეს ზრდა ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტანსაცმლის გაყიდვების ხარჯზე მოხდა, მაგრამ კომპანია კოსტიუმ-ჰალსტუხების წარმოებაზე უარი თქმას არ აპირებს.

დღეს ოფიციალური ტანსაცმლის ბრენდების მთელი ყურადღება აზიისკენაა მიპყრობილი, სადაც ჯერ კიდევ არ ჩანს ის ტენდენცია, რაც ევროპაში და ამერიკაშია

ჩინეთი მამაკაცებს ჯერ კიდევ აქვთ ოფიციალურად ჩაცმის ვალდებულება და ეს ბევრი მსხვილი ბრენდისთვის ნამდვილი შველა აღმოჩნდა.

მაგალითად, მამაკაცების ტანსაცმლის კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Zegna გაყიდვების ზრდაზე საუბროს. ეს იტალიური კომპანია ხსენებული ტენდენციის გამო 2020 წელს და 2021 წლის დასაწყისში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა, ჩინეთის წყალობით, 2021 წლის მეორე ნახევარში 50%-ით, 603 მლნ. ევრომდე გაიზარდა.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: Le Monde




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up