პანდემიამ კოსმეტიკის ბაზარი გადააწყო

პანდემიამ კოსმეტიკის ბაზარი გადააწყო

access_time2021-10-10 12:00:52

გლობალური ბაზრის ანალიტიკოსების განმარტებით, პანდემიის პირობებში ჰიგიენის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდამ ასევე მობილიზაცია გაუკეთა კოსმეტიკის ინდუსტრიას. გასაკვირი არაა, რომ პანდემიისგან თავის დაცვის მიზნით, მოთხოვნილების ზრდამ პირადი ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებებზე მიაღწია უპრეცედენტო დონეს.  ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ ნიღბების ტარების ვალდებულებამ გაზარდა მაკიაჟის იმ მიმართელებების გაყიდვები რომლებიც გამოიყენება თვალის არეში. ასე რომ, კოსმეტიკის სექტორი არის ერთ -ერთი, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაზარალდა პანდემიის გამო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კოსმეტიკური სექტორის ზრდა, რომელიც 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 20 პროცენტზე დაფიქსირდა, მომავალშიც გაგრძელდება. მათი მოლოდინით, წელს კოსმეტიკური პროდუქტების ექსპორტი, სავარაუდოდ, 10 პროცენტზე მეტით გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს ონლაინგაყიდვები. ელექტრონული კომერციის ზრდა კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვებში პანდემიისას 45%-ით გაიზარდა. 


სტატისტიკა ჩვენებს, რომ სილამაზის/მაკიაჟის პროდუქტებს, ასევე საპარსისა და დეზოდორანტის ხაზს ყველაზე მაღალი წილი 22.5 პროცენტი ეჭირა თურქეთის კოსმეტიკური სექტორის ექსპორტში 2020 წელს. კოსმეტიკური სექტორის ექსპორტი იყო 783 მილიონი აშშ დოლარი 2018 წელს, მაშინ როდესაც ის 2019-ში გაიზარდა 18 %-ით, წელს წინა წელთან შედარებით და გაუტოლდა 928.4 მლნ აშშ დოლარს. 2020 წელს კი კოსმეტიკური ხაზის ექსპორტი კიდევ 0.6% -ით იზრდება, 2019 წელთან შედარებით და შეადგენს 953.3 მლნ აშშ დოლარს. კოსმეტიკური საშუალებების ექსპორტი 2.7 პროცენტითაა გაზრდილის 2020 წელს. 


Laber Organic– ის გენერალური დირექტორის ლევენტ კაჰრიმანის ინფორმაციით, როგორც ექსპორტზე, ასევე შიდა დონეზე, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია: საპონი, სადეზინფექციო და სველი ხელსახოცები,  იზრდება ორგანული კოსმეტიკური პროდუქციის გაყიდვებიც.


როგორ მოერგო პანდემიას კოსმეტიკური ბაზარი, - ამ თემაზე არგუმენტირებული მოსაზრებები ექსპერტებმა გამოაქვეყნეს Hurriyet.com.tr– ზე.


LıOccitane Turkey– ის გენერალურმა მენეჯერი პინარ აკჩამი: "პანდემიის პერიოდში, კოსმეტიკური ინდუსტრიის გაყიდვების შემცირდა მხოლოდ ზოგიერთ პროდუქტის ჯგუფში, ესაა  ტუჩების მაკიაჟის პროდუქტები, რაც პირდაპირ უკავშირდება ნიღბების ტარების ვალდებულებას. პირადი მოვლის პროდუქტებზე კი მოთხოვნა შენარჩუნდა. თვალის მაკიაჟის პროდუქტებზე კი მოთხოვნა გაიზარდა, კანის მოვლის საშუელებებზეც გაზრდილია მოთხოვნა, შემცირებულია ტონალური კრემების გაყიდვების მაჩვენებელი. მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზარდილი საპნისა და ხელის კრემის ჯგუფში." 


Sinoz Kozmetik– ის აღმასრულებელი დირექტორი იასინ ჩურეკჩი: „ზოგადად, კოსმეტიკური სექტორი თურქეთში ყოველწლიურად აჩვენებს სტაბილურ ზრდას 2009 წლიდან. კოსმეტიკური სექტორი პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. როცა საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები დაიხურა, ხალხმა თავის მოვლა სახლში დაიწყო. გაიზარდა სახლის თმის საღებავების ნაკრებებზე მოთხოვნა, გააქტიურდა მოთხოვნა მანიკური - პედიკურის ნაკრებზეც. 3-ჯერ გაიზარდა კანის მოვლის პროდუქტების გაყიდვები, თუმცა მოთხოვნა ფერად კოსმეტიკურ სფეროში, კერძოდ მაკიაჟზე, შემცირდა, რასაც ვერ ვიტყვით თვალისთვის განსაზღვრულ კოსმეტიკური პროდუქტებზე. ამ მიმართულებით მოთხოვნის შენარჩუნებას მომავალშიც ველით."



Laber Organic– ის გენერალურმა მენეჯერი ლევენტ კაჰრიმანი: "კოსმეტიკის სექტორის მოცულობა მსოფლიოში თითქმის 500 მილიარდი დოლარია და დასაქმებულია მილიონობით ადამიანი. პანდემიამ მკვეთრად დააგდო სექტორის ბრუნვა, განსაკუთრებით იზარალა ფერადმა კოსმეტიკამ. კვლევითი კომპანიების მონაცემებით, ფერადი კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა, 10 -დან 30 პროცენტამდე, პანდემიის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, კანისა და თმის მოვლის საშუალებების გაყიდვებზე პანდემიამ დიდად არ უმოქმედია. კვლევები გვიჩენს მოლოდინს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში სექტორი აღდგება.".


ეს რაც შეეხებოდა გლობალური ბაზრის ანალიზს, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ?

პანდემიამ გარკვეული გავლენა ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ კომპანიებზე საქართველოშიც მოახდინა. შეიცვალა ქართველი მომხმარებლის მოთხოვნა და ქცევა. „ისი-პარის“ დირექტორის, მაია პაპალაშვილის, განმარტებით, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ხშირად დადიოდა და სხვადასხვა პროდუქციას იქ ყიდულობდა, პანდემიის შეზღუდვების გამო, ქვეყნიდან ისე აქტიურად ვეღარ გადის და პარფიუმერული პროდუქციის შესაძენად  „ისი-პარის“ მაღაზიებს უფრო ხშირად სტუმრობს.  

„გაყიდვები ლუქს სეგმენტში უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე დაბალ სეგმენტში, რადგან ამ კატეგორიის მომხმარებელი პარფიუმერულ პროდუქციას უფრო მეტად ყიდულობს აფთიაქებში. სააფთიაქო ქსელებს იმაზე მეტი ფასდაკლება აქვთ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ (არ ვიცი რის ხარჯზე, მაგრამ აქვთ ამის საშუალება, მომხმარებელს 50-70%-იანი ფასდაკლებები შესთავაზონ). აქვე უნდა ითქვას, რომ საშუალო და დაბალ სეგმენტშიც გაყიდვები ძალიან შემცირებული არ არის. ლუქსში გაყიდვების მატება შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ ამ ნაწილში ჩვენს ქსელს საკმაოდ კარგი შეთავაზებები აქვს,“ - აცხადებს პაპალაშვილი.

ისი-პარის დირექტორი გაყიდვების ზოგად მაჩვენებელზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 9 თვის რეალიზაციის მაჩენებელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის თითქმის იდენტურია.

მისი ინფორმაციით, ლოკდაუნების დროს კომპანიამ დროულად მოახერხა ადაპტირება იმ პირობებთან, რაც მაშინ ქვეყანაში შეიქმნა. კერძოდ, მაქსიმალურად მოკლე დროში ამოქმედებულმა მიწოდების სერვისმა კომპანია მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანა.

„დაკეტვის შემდეგ მუშაობდა ცხელი ხაზი, სადაც 65 ადამიანი იყო დასაქმებული, ჩვენვე ვახორციელებდით ამ პროდუქციის სახლში მიწოდებასაც. ამ მიმართულებით ახლაც ვმუშაობთ და განვითარების პერსპექტივასაც ვხედავთ. შეიქმნა ვებ-გვერდი, რომლითაც ონლაინ გაყიდვები ხორციელდება,“ - აცხადებს პაპალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „ისი-პარი“ მომხმარებელს სხვადასხვა აქციას სთავაზობს, რათა მათზე მორგებული ფასები და პროდუქცია გაყიდვების სტიმულირების საფუძველი გახდეს.

როგორც პაპალაშვილი აცხადებს, კომპანიამ მოახერხა სრულად შეენარჩუნებინა თანამშრომლები და ახალი პროექტებიც განეხორციელებინა.

შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი-პარის“ სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის  ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობა. დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარის“ 18 მაღაზიაა წარმოდგენილი. 2022 წლის დასაწყისისთვის კომპანია ბაზარზე 20 მაღაზიით იქნება წარმოდგენილი, ქსელს დაემატება მაღაზიები  რუსთავსა და თელავში.

“ისი-პარის“ მაღაზიებში 80-მდე  პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier  და სხვა.



გლობალური ბაზრის ანალიზი: ბელა გელაშვილი

ადგილობრივი ბაზრისთვის წყარო: ბიზნესპარტნიორი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up