პანდემიამ FDI-ზე საქართველოში უფრო დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში

პანდემიამ FDI-ზე საქართველოში უფრო დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში

access_time2021-11-08 20:00:00

PMCG-ის ინფორმაციით, პანდემიამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოში უფრო დიდი ნეგატიური გავლენა იქონია, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. 2020 წელს საქართველოში, 2005 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობა შემოვიდა: 572 მლნ აშშ დოლარი, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 57%-ით ნაკლებია. ეს ვარდნა (-57%) მნიშვნელოვნად აღემატება FDI-ის საშუალო კლებას მსოფლიოში. მსოფლიოში ინვესტიციების მოცულობა საშუალოდ 34%–ით შემცირდა.



განვითარებადი ქვეყნებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) უმუშევრობის, ექსპორტის, პროდუქტიულობისა და კაპიტალის შემოდინების მაჩვენებლების გაუმჯობესების გზით მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნას ცდილობს.



მიუხედავად ამისა, 2017 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციების მოცულობა საქართველოში განუხრელად მცირდება. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ის მოცულობამ 234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და 77.1%-ით მეტი 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 366.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში წლის პირველი ნახევარში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.




საერთო ჯამში, COVID-19-ის პანდემიამ მხოლოდ გაამწვავა ის პრობლემები და ეკონომიკური სისუსტეები, რაც უკვე იწვევდა საქართველოში FDI-ს შემცირებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად 2019 წელს შემცირება დაკავშირებულია სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების პროგრამის განახლების დასრულებასთან, რაც BP ის ინვესტიციების შემცირებაში გამოიხატა. ეს კი მიუთითებს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცალკეულ პროექტებზე.



აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციები უმეტესწილად მოდის არასავაჭრო სექტორებზე, როგორიცაა საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, ენერგეტიკა და უძრავი ქონება. 2021 წლის მეორე კვარტალში ამ სექტორებმა ჯამურად მთლიანი ინვესტიციის 62% მიიღეს. FDI სავაჭრო სექტორებში, კერძოდ, სოფლის მეურნეობასა და დამმუშავებელ მრეწველობაში (მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მრეწველობაში) კი გაცილებით მცირეა.


წყარო: forbes.ge



თეგები:
პანდემია



წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO

წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO
access_time2022-11-29 23:55:13
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი წელს 65% იქნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში 700 მლნ ტურისმტმა იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაც წლიურად 133%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63%-ს შეადგენს. აღდგენის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნითა და „კოვიდის“ გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით. საანგარიშო პერიოდში რეგიონში...

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
access_time2022-11-29 21:55:59
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილიპროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში....

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
access_time2022-11-29 20:55:28
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. „დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და...

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია
access_time2022-11-29 21:30:15
ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ, -ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახგანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა. მისი თქმით, გლობალურმა თუ ეკონომიკურმა ცვლილებებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური ეფექტი იქონია, მაგრამ საქართველო ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა და ბევრი...

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა
access_time2022-11-29 20:30:44
კომპანია Starlink-მა ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა უკრაინის მაცხოვრებლებს. კომპანიამ აბონენტებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა დაიწყო. 29 დეკემბრიდან სატელიტური ინტერნეტი კერძო პირებისთვის თვეში 60 დოლარიდან გაიზრდება 75 დოლარამდე. როგორც „ტელეგრამში“ წერს Инсайдер UA, Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი გაიზრდება და 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი ეღირება. ომის დაწყებიდან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20...


მსგავსი სიახლეები

up