პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

access_time2020-09-18 19:00:47

ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა.


ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია.


სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.


„ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ წევრ-ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ საკუთარ საზღვრებზე კონტროლის აღდგენა, ეს შესაძლებელია მხოლოდ 6 თვით. დღევანდელ სიტუაციაში არაფერი ცალსახად უკანონო არაა, თუმცა, შეთანხმება ინტერპრეტაციებისთვის უამრავ საშუალებას ტოვებს“ - ამბობს საერთაშორისო საქმეების და უსაფრთხოების კვლევის ინტიტუტის ექსპერტ რაფაელ ბოსონგი.


სტრასბურგის პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის პროფესორის ფრედერიკა ბეროდის თქმით ყველაფერი, რაც ამჟამად ევროპის საზღვრების ირგვლივ ხდება - ბოლომდე კანონიერი არაა.


„რა თქმა უნდა, ყოველთვის შესაძლებელია საზღვრებზე ნაკადების შეჩერება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. თუმცა, მარტში მთავრობები არა ჯანმრთელობას იცავდნენ, არამედ საზოგადოებრივ აზრს უწევდნენ ანგარიშს “ - განაცხადა მან.


მისი თქმით, საზღვრების დახურვამ უამრავი ადამიანი პირდაპირ დააზარალა.



„მე ვცხოვრობ სასაზღვრო ზოლში, საფრანგეთს და გერმანიას, კერძოდ კი სტრასბურგს და კელს შორის. ამ ორ ქალაქს შორის ათწლეულების მანძილზე არავითარი საზღვარი არ არსებობდა. სტრასბურგის მაცხოვრებლები ხშირად საყიდლებზე კელში დადიოდნენ და ეს სრულიად ნორმალური, ჩვეული მდგომარეობა იყო - საფრანგეთიდან გერმანიაში ჩასვლა ტრამვაითაც კი იყო შესაძლებელი. საზღვრის დახურვამ ეს ყველაფერი შეაჩერა და ხშირ შემთხვევაში ოჯახებიც კი გაყო“ - ამბობს ბეროდი.


სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა საზღვრის დახურვის თუ გახსნის გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებებისამებრ იღებს, ერთიანი კრიტერიუმები კი ჯერ არ არსებობს.


სავარაუდოდ, მალე ევროპელები ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ და საზღვრის გახსნის ერთიან, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს გამოიმუშავებენ. კერძოდ, წარდგენილ პროექტში განსაზღვრული ერთიანი მიდგომა საზღვრების დახურვის საკითხებში, რისკის ზონებში გადაადგილების რეგულაციები, და ა.შ.


შესაბამისად, ევროკავშირი აზროვნებას არა კონკრეტული ქვეყნების, არამედ რეგიონების კატეგორიებით ცდილობს.


შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ პრობლემა გადაწყვეტილია? არა, იმიტომ რომ ევროკომისიას რეკომენდაციების გაცემა შეუძლია, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თავად ქვეყნებზეა დამოკიდებული.


თანაც კანონის მიღებისთვის ევროკავშირის 27 სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს, ეს კი ყოველთვის პრობლემურია.


„ევროკომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად გადაწყვეტილება, არამედ შეთანხმების მიღწევის სურვილი. კრიზისმა ორმხრივი საზღვრები ისევ გააჩინა, და ეს პრობლემა გადაწყვეტას საჭიროებს“ - აღნიშნავს პროფესორი რაფაეილ ბოსონგი.


ბევრი ევროპული სახელმწიფო საზღვრებს ძველი ეროვნული რეფლექსებით აღიქვამს. მაგალითად, უნგრეთმა ინფიცირების ხელახალი ზრდის შემდეგ საზღვარი დაუყოვნებლივ დახურა. ბევრ ქვეყანაში ძველებური რეფლექსი მუშაობს იმისთვის, რომ ინფექცია თავიდან აიცილო, საკმარისია დაკეტო ფანჯარა. მარტში ეს აზრი საფრანგეთშიც დომინირებდა.


სანამ ამ თემებზე დებატები არ წყდება, ევროპელებს იმასთან უწევთ შეგუება, რაც სულ რამდენიმე ათწლეულში ნორმა იყო, შემდეგ კი ყველას დაავიწყდა, რეალური საზღრვები ევროპის ფარგლებში.


State.fr

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up