პანდემია - როგორც დედამიწის გადარჩენის შანსი

პანდემია - როგორც დედამიწის გადარჩენის შანსი

access_time2020-06-28 10:00:49



მეცნიერები დარწმუნებულები არიან - ბუნების განადგურება დაავადებების მიმართ კაცობრიობის მოწყვლადობას ზრდის. მაგალითად, ისეთი ინფექციის წინაშე, როგორიცაა კორონავირუსი - მის გამო ასობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ათობით მილიონმა კი შემოსავლის წყარო დაკარგა.

გახდება თუ არა პანდემია გამოფხიზლების ზარი, რომელიც დღეს განვითარების კურსის შესაცვლელად აუცილებელია?

პოლიტიკოსები კორონავირუსის ეპიდემიას არაპროგნოზირებად მოვლენად მიიჩნევენ. თუმცა, ექიმების აზრით, ის გარდაუვალი იყო - ბოლო წლებში ცხოველისგან ადამიანზე გადამდები დაავადებების მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით.

სადღეისოდ, ახალ ინფექციურ დაავადებათა 60% ცხოველური წარმოშობისაა, და ეს ადამიანის საქმიანობასთან პირდაპირაა დაკავშირებული- ინტენსიური სოფლის მეურნეობა, ხეების უმოწყალო ჩეხვა, ბუნებრივი რესურსების აქტიური მოპოვება, გარეული ცხოველების გამოყენება - ეს არის ჩვენი დესტრუქციული ქმედებები, რომლებზეც ჩვენვე თვალ ვხუჭავთ.

ადამიანი გარეულ ცხოველებს სულ უფრო აქტიურად ეკონტაქტება, ეს კი ინფექციების გავრცელებისთვის იდეალური პირობებს ქმნის.

შიდსი, ებოლა, მწვავე რესპირატორული დაავადებები, ფრინველის და ღორის გრიპები - ეს გაფრთხილებები იყო, რომლებსაც კაცობრიობამ ყურადღება არ მიაქცია.

კორონავირუსი წინამორბედებზე გაცილებით უფრი აქტიური და ძლიერია - მან ჩვენს ჯანმრთელობას და დედამიწის კეთილდღეობას შორის არსებული ურთიერთკავშირი ნათლად დაგვანახა. სწორედ ეს კავშირია ჩვენი სისუსტის ერთ-ერთი წყარო.

ხშირად გაიგონებდით - ეკოლოგიური ნორმების დაცვა ეკონომიკას დაანგრევს. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა - ვირუსს გზა სწორედ ბუნების განადგურებამ გაუხსნა, ამას კი შედეგად ეკონომიკის გაჩერება მოჰყვა.

დღეს, როდესაც მთავრობები ეკონომიკის გაცოცხლებაზე ზრუნვას იწყებენ - იდეალური მომენტია ეკონომიკურ სისტემებში ეკოლოგიური პრიორიტეტების შეტანისთვის.

ჯერ ერთი მხოლოდ ეკონომიკური სტიმულირება არასაკმარისია - აუცილებელია ასევე ეკოლოგიური რეგულაციები, რომელიც ბიზნესის და ინვესტორებს მონაწილეობით უნდა შემუშავდეს.
.
თანაც სახელმწიფო ხარჯებმა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ბუნების შენარჩუნებას, და ეკოლოგიას შორის ბალანსი უნდა დაიცვან. ეს კი ინვესტირებას მწვანე ტექნოლოგიებში ნიშნავს, განსაკუთებით კი ისეთ დარგებში, რომლებიც დახურული ციკლის ეკონომიკასთან გვაახლოებს.

ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ სტიგლიცის აზრით, ეკონომიკის მწვანე აღდგენის გეგმას ჩვეულებრივი სტიმულირების ზომებზე გაცილებთ უფრო დიდი და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია - მაგალითად, სუფთა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აშენება ნედლეულის მოპოვებასთან შედარებით 1 ჩადებულ დოლარზე 2-ჯერ მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.

სხვა პრიორიტეტებია - ინვესტიციები ბუნებრივ კაპიტალში, მაგალითად, ტყეების აღდგენაში, რაც ბევრ სხვადასხვა სარგებელს მოიტანს - ბიომრავალფეროვნების გაზრდიდან წყალდიდობების პრევენციამდე.

ბევრ ხელმძღვანელს ეს კარგად ესმის - საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ სახელმწიფოების მიერ კორპორაციებისთვის დახმარების გაწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ეკოლოგიური ნორმების დაცვა უნდა იყოს.

თუმცა, მთავრობები ამ ეტაპზე სრულიად საპირისპიროს აკეთებენ - ჯოზეფ სტიგლიცი თვლის, რომ ავიაკომპანიებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა ყოველგვარი ეკოლოგიური პირობების გარეშე კლიმატურ პირობებს კიდევ უფრო დააზიანებს, და საბოლოო ჯამში, როგორც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეკონომიკასაც დააზარალებს.

მაგრამ ამის მიუხედავად, დღეს ავიაკომპანიების გადარჩენაზე მილიარდობით დოლარი, თანაც თითქმის ეკოლოგიური მოთხოვნების გარეშე მიემართება.

„მწვანე სტიმულირების ინდექსის კვლევის თანახმად, მსოფლიოს 16 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მთავრობების მიერ სტიმულირების ზომების მეოთხედი მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზარალს გამოიწვევს. მეტიც, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბუნების უმსხვილეს დამაბინძურებელ კომპანიებს მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ეკოლოგიური რეგულაციები შეურბილა.

ამგვარი მიდგომების გამართლება სულ უფრო და უფრო რთულია - ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება სხვადასხვა კატასტროფების და კატაკლიზმების რაოდენობას აუცილებლად გაზრდის.

კაცობრიობა სვლას კრიზისიდან კრიზისამდე კვლავ განაგრძობს, იმის ნაცვლად რომ ბოლოს დს ბოლოს მიხვდეს - ეკოლოგიური ნორმების იგნორირება მოკლევადიან სარგებელს,და გრძელვადიან, მათ შორის, ეკონომიკურ, კატასტროფას ნიშნავს.

კორონავირუსის პანდემია, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკა კრახის პირას მიიყვანა - ამის ნათელი მაგალითია.

ჩვენ ძველი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ და ბუნების მიერ მორთმეული ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up