„პანდემია ნეგატიურად აისახა ფიზიკური და იურიდიული პირების გადახდისუნარიანობაზე“

„პანდემია ნეგატიურად აისახა ფიზიკური და იურიდიული პირების გადახდისუნარიანობაზე“

access_time2021-10-12 14:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის, გათავისუფლდებიან ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა და ამავე პერიოდით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან, - საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე დღეს კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობამ ამით შეასრულა საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის შესახებ კანონში 2021 წლის 9 ივნისს მიღებული ცვლილებით დაკისრებული ვალდებულება და შეღავათი გაუკეთა სახელმწიფო ქონების მოიჯარეებსა და დამქირავებლებს, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება პანდემიით შექმნილი რთული ფინანსური ვითარების გამო ვერ შეასრულეს. ამ გადაწყვეტილებით ჩამოსაწერი ქირისა და იჯარის ვალდებულებამ, ჯამურად, 5 მლნ ლარზე მეტი, ხოლო პირგასამტეხლომ დაახლოებით 1 მლნ ლარი შეადგინა.



„პანდემია ნეგატიურად აისახა ფიზიკური და იურიდიული პირების გადახდისუნარიანობაზე. შექმნილმა ვითარებამ, ბევრ შემთხვევაში, შეაფერხა სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე მოიჯარეების, დამქირავებლების შესაძლებლობები, დროულად გადაეხადათ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაკისრებული იჯარა, ქირა და შესაბამისად, ჯარიმები დაეკისრათ. ჩვენ მიერ დაწესებული ერთწლიანი პერიოდი მოიცავს იმ დროის მონაკვეთს, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები მოქმედებდა. 2021 წლის მარტის ბოლოდან ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეკონომიკამ დაიწყო შემოსავლების გენერირება და პრობლემები ნელ-ნელა აღმოიფხვრა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სრულიად სამართლიანია, შეღავათი გავრცელდეს დროის იმ მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე რთული იყო სახელმწიფო ქონების მოიჯარეებისა და დამქირავებლებისთვის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.




„ამასთან, სამართლიანობა რომ დავიცვათ, შეღავათს ვავრცელებთ იმ სუბიექტებზეც, რომლებმაც ქირა ან იჯარა სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს - ეს იქნება გამართლებული. შეღავათზეც გავრცელდება და გადახდილი თანხა მომავალში ჩაეთვლებათ. იმ დროს ყველას თანაბრად უჭირდა. ვიღაცას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გადაეხადა, თუნდაც ნაწილობრივ, ვიღაცას - არა. შესაბამისად, შეღავათი ყველაზე თანაბრად გავრცელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up