პანდემია ისევ უტევს ევროპას

პანდემია ისევ უტევს ევროპას

access_time2021-11-28 13:30:04

ევროპა რჩება მსოფლიოს ერთად-ერთ რეგიონად, სადაც კორონავირუსით დაინფიცირება და სიკვდილიანობა კვლავ იზრდება. გასულ კვირას გამოვლენილი 3,3 მლნ. ახალი დაავადებულიდან 2,1 მლნ. შემთხვევა სწორედ ევროპაზე მოდის.

გარდა ამისა, სიკვდილიანობაც 5%-ით გაზრდილია. ზრდა თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმებით, ევროპა 61 ქვეყნიდან შედგება, მათ შორისაა რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე.

ჯანმოს ექსპერტების შეფასებით, ვაქცინაციის დონე ამ სახელმწიფოებში მნიშვნელოვნად განსხვავებულია: რაც უფრო აღმოსავლეთისკენ მიდიხართ, მით ნაკლებია აცრილთა მაჩვენებელი. მაგალითად, რუსეთში ორივე დოზით ვაქცინირებულია 40%, ბულგარეთში და უკრაინაში კი მხოლოდ 25%, ხოლო რა ხდება ბელარუსში - საერთოდ გაურკვეველია.

და ეს მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპაში ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელია 60%.

თუმცა, პანდემიის ახალი ტალღა ვაქცინაციის მაღალი დონის მქონე ქვეყნებსაც შეეხო, მაგალითად, ჰოლანდიას, სადაც აცრილია მოსახლეობის 70%-ზე მეტი, მაგრამ ამის მიუხედავად, იქ დღიური დაინფიცირება 17 000-მდე ავიდა.

მართალია, სიკვდილიანობა ჯერ შედარებით დაბალი რჩება (170 ადამიანი კვირაში), მაგრამ დაინფიცირების მკვეთრი ზრდის გამო, ყველაზე დაზარალებული რეგიონის, ლიმბურგის, 10 კლინიკის ექიმებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ლოკდაუნის შემოღების თხოვნით მიმართეს. მათი აზრით, ეს აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემას სრული კოლაფსი მოელის.

დაინფიცირების მაჩვენებელი გერმანიაშიც იზრდება. ბოლო პერიოდში დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით 250-მდე ადამიანი კვდება. ბერლინის კლინიკა Charité-ს მთავარი ექიმის კრისტიან დროსტენის შეფასებით, უსაფრთხოების ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გარეშე ქვეყანას ძალიან მძიმე ზამთარი ელის.


თუმცა, დღევანდელი სიკვდილიანობა 2021 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელს ვერ შეედრება. მაშინ გერმანიაში კორონავირუსით დღე-ღამეში საშუალოდ 1200 ადამიანი კვდებოდა, მაგრამ ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ მთავარი პრობლემები ჯერ კიდევ წინაა.

უკიდურესად მძიმეა ვითარება ბულგარეთში, რომელიც დღეს სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, - 4000 გარდაცვალება 1 მლნ. მოსახლეზე. საავადმყოფოებში კორონავირუსის გამო გადადებულია ყველა არასასწრაფო ოპერაცია, ხოლო ვაქცინაციის მაჩვენებელი იქ ყველაზე დაბალია ევროპაში.

დაინფიცირების ახალი ტალღა ფიქსირდება პოლონეთში, ლიტვაში, ჩეხეთში, ბელგიაში, ირლანდიაში, დანიაში და ნორვეგიაში. თუმცა, საწინააღმდეგო შემთხვევებიც არის, დაავადებულთა რაოდენობა ბრიტანეთში მცირდება საშუალოდ 3%-ით კვირაში, ხოლო სიკვდილიანობა - 7%-ით. ამის მიზეზია მესამე დოზით ვაქცინირების სწრაფი პროცესი და ახალგაზრდებში მსუბუქი ფორმით დაავადების გადატანის შემთხვევათა დიდი რაოდენობა, რის გამოც საშუალოდ იმუნიტეტის მაჩვენებელი იქ უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

ასევე შედარებით მშვიდი მდგომარეობაა შვედეთში, რომელიც პანდემიისადმი ლიბერალური დამოკიდებულების გამო მკაცრი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. შვედეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსისგან 15 000 ადამიანი დაიღუპა, რაც ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე სკანდინავიის მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ სავარაუდოდ, სწორედ ამ ფასად შვედებმა სხვებზე ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშავეს.

დღეს ნორვეგიაში დაავადების მაჩვენებელი 2-ჯერ მეტია, ვიდრე შვედეთში, ხოლო დანიაში - 3-ჯერ. სამივე ქვეყანაში ვაქცინირების მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, თუმცა, კოლექტიურ იმუნიტეტთან ყველაზე ახლოსაა შვედეთი, რომელმაც ამაში საკმაოდ მაღალი ფასი გადაიხადა.

პანდემიის ახალი ტალღის მიუხედავად, მთავრობები სიტყვა „ლოკდაუნს“ მაქსიმალურად ერიდებიან. მოსახლეობა ჩაკეტილობამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა დაღალეს და ლოკდაუნის შიში დაინფიცირების შიშს მნიშვნელოვნად აღემატება.

ამიტომაც, ევროპამ ახალი ტაქტიკა აირჩია, - არავაქცინირებულებზე ზეწოლის გაზრდა, რაც შექმნილ ვითარებაში პანდემიის მორიგი ტალღის დაძლევის ერთად-ერთი რეალური შესაძლებლობაა.

ავტორი: თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up