„პანდემია დამთავრდა და ხალხი გადავიდა დაგროვილი თანხის ხარჯვაზე“ - როგორ ვითარდება ვაჭრობის სექტორი?

„პანდემია დამთავრდა და ხალხი გადავიდა დაგროვილი თანხის ხარჯვაზე“ - როგორ ვითარდება ვაჭრობის სექტორი?

access_time2022-08-08 09:00:00

ISET-ის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი 2.6 პუნქტით გაიზარდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობა ყველაზე მკვეთრად – 13.8 პუნქტით – მშენებლობის სექტორში გაუმჯობესდა. წამყვანი აქ მიმდინარე მდგომარეობასთან დაკავშირებული გაუმჯობესებული მოლოდინებია.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 16.2 პუნქტით გაიზარდა და 2022 წლის III კვარტლისთვის 6.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე მეტად მომსახურებისა (+38.7) და მშენებლობის (+30.8) სექტორებში გაუმჯობესდა. მომსახურების შემთხვევაში 38.7–პუქტიანი ზრდაა, ხოლო მშენებლობაში 30.8 პუნქტითაა გაუმჯობესებული მიმდინარე მდგომარეობა.

საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებულ სიტუაციას ბიზნესი ფრთხილი ოპტიმიზნით უყურებს, თუმცა არაერთი გამოწვევის პირობებში სექტორს საკმაოდ მძიმე გარემოში უწევს ოპერირება. ლევან ყარალაშვილი „ანალიტიკაში“ სტუმრობისას აღნიშნავს, რომ სექტორი მაინც სტაბილურად ვითარდება და მეტნაკლებად უბრუნდება პანდემიამდე მაჩვენებლებს.

„ფრთხილი ოპტიმიზმი, არსად არ წავიდა. ეს ყველაფერი აქ არის, საკმაოდ მძიმე გარემოში გვიწევს ოპერირება. მიუხედავად ამისა მოკლევადიან ჭრილში ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს. ჩვენი სექტორი საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა იმ გამოწვევების მიმართ, რაც დღეს გვიდგას, იქნება ეს კონფლიქტი რეგიონში, თუ ეკონომიკური რყევები. მეტნაკლებად ვუბრუნდებით 2019 წლის მაჩვენებლს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სექტორი სტაბილურად ვითარდება“....


პანდემია დამთავრდა და ხალხი გადავიდა დაგროვილი თანხის ხარჯვაზე, ბიზნესმა ისწავლეს კარგად დაგეგმვა, მარაგების მართვა და თანამშრომელთა შენარჩუნება. ამას დაემატა მიგრანტების დიდი ნაკადი. ყველა ეს ადამიანი ფულს ხარჯავს, რაც დადებითად აისახება იმ სავაჭრო ქსელებზე, რომლებიც ჩვენს ცენტრებშია წარმოდგენილი,-აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

მისი თქმით, დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა არაპროგნოზირებადი გარემოა.

„გამოწვევად რჩება ისევ არაპროგნოზირებადი გარემო, თუმცა ჩვენ საკმაოდ დიდი მდგრადობა ვაჩვენეთ და დიდ რყევებს ჩვენს სექტორში არ ველოდებით. ინფლაცია რა თქმა უნდა ზოგად პრობლემად რჩება, თუმცა ლარის კურსის სტაბილურობა მეტ-ნაკლებად ნარჩუნდება და ეს სავაჭრო ცენტრების მიმართულებით დიდ რყევებს არ გამოიწვევს“,-ამბობს საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე.

წყარო: bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up