პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

access_time2020-09-26 18:00:13

ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯები.

 

ჩვენ გადამწყვეტ მომენტში ვართ. სავსებით ნათელია, რომ კრიზისი არ დასრულდება,- აცხადებს ევროკავშირის კომისარი ჯანმრთელობის საკითხებში სტელა კირიაკიდესი. ჯანდაცვის სპეციალისტებმა მოსალოდნელ საფრთხეს მეტსახელად თვინდემიკიც კი შეარქვეს (Twin - ტყუპი; Pandemic-პანდემია).

 

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ევროკომისარმა თქვა, რომ აუცილებელია მოსახლეობის ვირუსულ გრიპზე იმუნიზაცია, რაც შეამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს და ქვეყნებს დამატებით კრიზისს თავიდან ააცილებს. კირიაკიდესი მოუწოდებს მთავრობებს წაახალისონ საკუთარი მოქალაქეები, რათა გაიკეთონ სეზონური გრიპის აცრა. აქვე ევროკომისარი ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს სოციალური დისტანცირების ნორმების სრული დაცვა.

 

ეს შეიძლება იყოს ჩვენი უკანასკნელი შანსი, რომ ხელი შევუშალოთ გასული ზაფხულის განმეორებას,- ამბობს კირიაკიდესი.

 

ის, რომ საფრთხე ძალიან დიდია და ლეტალურობის მაჩვენებელი მზარდი, ამას ბრიტანელი მეცნიერების ჩატარებული კვლევა ადასტურებს. კვლევის შედეგები, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა ამბობს, რომ გარდაცვალების შანსი უფრო დიდია იმ პაციენტებში, რომლებსაც როგორც სეზონური გრიპი, ასევე კოვიდ-19 დაუდასტურდათ და გაცილებით მცირეა იმ შემთხვევებში, როცა მოქალაქეს მხოლოდ კოვიდ19 აქვს.


 

ევროპაში სეზონური გრიპით 50 მილიონამდე ადამიანი ინფიცირდება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა15 000-დან 70 000-მდე მერყეობს.

 

ევროპელი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპის ქვეყნებში, აგვისტოს შემდეგ კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკვე აჭარბებს მარტის მონაცემებს, როცა პანდემია ევროპულ ქვეყნებში პიკში იყო. სპეციალისტები აქვე ამბობენ, რომ მონაცემების ზრდა შესაძლოა უფრო ხშირ ტესტირებასაც უკავშირდებოდეს.

 

პანდემიის დასრულებისგან ძალიან შორს ვართ და ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა,- ამბობს  ევროკომისარი კირიაკიდესი.

 

კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება ბრიტანეთში, რის გამოც გაერთიანებულ სამეფოში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. შეზღუდვები ბარებს და რესტორნებს ეხება. ბრიტანეთი მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან სოციალური დისტანცირების წესებიც.

 

ოფიციალური პირები ბრიტანეთში ამბობენ, რომ თუ ვირუსის გავრცელება არ შეჩერდა, ოქტომბრისთვის ქვეყანაში კოვიდ19-ით დღიურად 50 000 ადამიანი დაინფიცირდება. დიდ ბრიტანეთში ახალი  კორონავირუსის პანდემიას 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ევროპაში ყველაზე დიდი  მაჩვენებელია.

 

რთული ვითარებაა საფრანგეთშიც, მარსელში ხელახლა დაწესებულმა შეზღუდვებმა რიგითი მოქალაქეების და კერძო სექტორში დასაქმებულების პროტესტი გამოიწვია. მკაცრი ზომების დაწესება მასშემდეგ გახდა აუცილებელი, რაც კოვიდ19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.


რადიო თავისუფლება

თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up