„პანდემია არის ისეთი კრიზისი, რომლის შემდეგ ტურიზმის აღდგენა ყველაზე რთულია და გრძელვადიანი“ - ქეთი ბოჭორიშვილი

„პანდემია არის ისეთი კრიზისი, რომლის შემდეგ ტურიზმის აღდგენა ყველაზე რთულია და გრძელვადიანი“ - ქეთი ბოჭორიშვილი

access_time2020-05-08 17:00:20

 ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და მთავრობას საკუთარ რეკომენდაცებს სთავაზობს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის მიმართულებით რეალური მოლოდინები შევქმნათ. პანდემიის შემდეგ, აღდგენითი პერიოდი პოზიტიურ შემთხვევაში 10 თვეს გაგრძელდება, მაგრამ შესაძლებელია ეს გაიწელოს 20 თვემდეც.


რამ შეიძლება გამოიწვიოს გადავადება? შესაძლებელია, რომ ოქტომბერ/ნოემბერში პანდემიას ჰქონდეს მეორე ტალღა, ასევე გასათვალისწინებელია რამდენად ეფექტურად მოხდება ქვეყნებს შორის ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმება. რომელი ქვეყნები გაიხსნებიან? ვინ მიიღებს ტურისტს? რა სტანდარტები დაინერგება და ა. შ.? სამწუხრაოდ, ჩვენ ეს ერთობლიობა ვერ დავინახეთ პანდემიასთან ბრძოლაში. გვექნება შეჯერებული და ერთი საერთო გლობალური სტრატეგია? თუ გვექნება ცალ-ცალკე ქვეყნების ქმედებები, რომელიც ამ პროცესებს კიდევ უფრო მეტ ბარიერს შეუქმნის?


სამწუხაროდ, პანდემია არის ისეთი კრიზისი, რომლის შემდეგ ტურიზმის აღდგენა ყველაზე რთულია და გრძელვადიანი, თუნდაც რომ შევადაროთ ტერორიზმს/უსაფრთხოებას, რომლის შემდეგ აღდგენას საშუალოდ 2-12 თვემდე სჭირდება, ხოლო ბუნებრივი სტიქიის შემდეგ 1-16 თვემდე. კარგი ის არის, რომ დღევანდელ მსოფლიოში, კრიზის მართვა უფრო სწრაფად ხდება. 2001 წელს, საშუალოდ თუ 26 თვე სჭირდებოდა სხვადასხვა კრიზის გამკლავებას, 2018 წელს ეს 10 თვემდე შემცირდა.


დღვანდელმა კრიზისმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს და მის ყველა მოთამაშეს. იცვლება მიდგომები, სტანდარტები და გვაქვს ახალი რეალობა. ეს ყველაფერი იწევევს ფასების ზრდას (განსაკუთრებით ავიაბილეთების) და ეს ხდება იმის ფონზე, როცა მსოფლიოში მსყიდველუნარიანობა კლებულობს. ფაქტია, რომ შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში ფრენების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება, რაც რა თქმა უნდა, შეამცირებს საერთშორისო (ავია რადიუსის ქვყენებიდან) ტურისტების მოზიდვას. იქნება ორგანიზებული/ჩარტერული ფრენები, მაგრამ შეზღუდულად.


ტურიზმის სექტორის აღსადგენად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი:



გლობალური კოორდინირებული ეფექტური მიდგომები, რომელიც მოხსნის მოგზაურობის ბარიერებს და გახსნის საზღვრებს. მოგზურობის პროცესის შეუფერხებლობა, იმის გათვალისწინებით, რომ დაემატება ჯამრთელობის შემოწმება და კონტაქტების მიკვლევადობა, სხვადასხვა დაცვითი მექანიზმები და პროტოკოლი. სხვადასხვა მიდგომები იქნება ვაქცინაციამდე და ვაქციანიციის შემდეგ. საერთაშორისო პროტოკოლების დაცვა, რომელიც შემუშვებული იქნება ტურიზმის და ჯანდაცვის ექსპერტების მიერ ერთობლივად. მნიშვნელოვანია რომ მოგზაურობის მიმართ ნდობა აღდგეს. აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანია მოგზაურობის და ტურიზმის სტიმულიერება ფინანსურად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, აქტიური პოპულარიზაცია და სწორი კომუნიკაცია. რადგან ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა იქნება ამ ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ რესურსების სწორი განკარგვა მოხდეს. ვფიქრობ, აქცენტები უნდა გაკეთდეს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაზე და წახალისებაზე. ასევე, რეგიონალურ ტურიზმზე (სამანქანო მგზავრობის რადიუსის ქვეყნებიდან) და რიგ ქვყენებიდან ორგანზიბულ ტურიზმზე. ალბათ, ეს არის, რასაც მაქსიმუმ შეიძლება ველოდოთ ამ წელს. სამწუხაროდ, იმ ქვეყნებიდან, საიდანაც თვითმფრინავით გადაადგილება არის საჭირო - დიდი რაოდენობით ტურისტების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.


ამ ყველაფრის ფონზე, რადიკალური მიდგომები და სტიმულირების პაკეტები უმნიშვნელოვანესია: პირველ რიგში, რომ სექტორი გადარჩეს, არ მოხდეს კომპანიების დახურვა, სამსახურებიდან ხალხის დათხოვნა. ამ ყველაფერს შენარჩუნება უნდა, სწორედ ამიტომ მნიშვნლოვანია, რომ სწორად განვსაზღვროთ საერთაშორისო ნაკადების რაოდენობა, მაქსიმალური გავაკეთოთ რომ სტუმრები გვყავდეს, ამიტომ მნიშვნელოვანა - რომ ვიზიტორების მოზიდვაში ჩაიდოს ფული.


ვფიქრობ დარგს დაეხმარება:


დღგ-გან საერთოდ გათავისუფლება ან მინიმუმ 8 %-მდე შემცირება


ორგანიზებული ტურიზმის ოპერატორებს და ღინისძიების დამეგმავი ორგანიზაციების ფინანსურ სტიმულირება;
კომპანიების მხრიდან თანამშრომლების ფინანსურ წახალისებას (რომელიც არ დაიბეგრება და როგორც სამივლინებო ხარჯი ისე იქნება აღქმული ბუღალტრულად)
კიდევ ძალიან ბევრი მაგალითის გამოყენება შეიძლება საერთაშორისო პრაქტიკებიდან გამომდინარე. ბევრმა ქვეყანამ გაიარა სხვადასხვა კრიზისი, მათ შორის პანდემიები (SARS; MERS; EBOLA), სტიქიები და ა.შ.


ახალი არ არის, რომ კრიზისი ზრდის ეფექტურობას და იწვევს ინოვაციას. იქნებ შევძლოთ, რომ ეს პერიოდი გამოვიყენოთ:


ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის;


სასტუმროებში და სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებაში;
ტექნოლოგიებისა და ახალი მართვის სისტემების დანერგვაში;
ახალი მიმართულებით ტურისტული პროდუქტების შექმნა/გაზრდაში (განსაკუთრებით გამოვყოფდი -ეროვნული პარკების, ნაკრძალების და დაცული ტერიტორიების და განმანჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას), - წერს ბოჭორიშვილი.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up