პანაცეა - საქართველოში პირველი სამედიცინო პროფესიული სასწავლებელი 140 წლისაა

პანაცეა - საქართველოში პირველი სამედიცინო პროფესიული სასწავლებელი 140 წლისაა

access_time2020-02-15 12:19:45

საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობის 140 წლის იუბილე აღნიშნა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილი საზოგადოება ინტერესით გაეცნო კოლეჯის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს უძველესი პროფესიული სასწავლებლის მიერ განვლილი გზის ერთგვარი ანგარიშიც გამოდგა.

საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელსაც კოლეჯის სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროების, თბილისის მერიის, სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები და კოლეჯის ბიზნეს პარტნიორები უხვად ესწრებოდნენ, აღინიშნა, რომ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას მამოძრავებელი მოტივად კვლავაც რჩება - სწავლება მაღალი ხარისხით, რელური დასაქმებისთვის. ეს კონკრეტულ საქმეში გამოისახება - კოლეჯის კურსდამთავრებულთა 85-90% დასაქმებულია საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.

 პროფესიული სასწავლებლის ისტორია სათავეს მე-19 საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან იღებს, როცა მეფისნაცვლის მეუღლემ, ოლღა თეოდორეს ასულმა, თბილისში საბებიო სკოლა დააარსა.

ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამედიცინო პროფესიული კადრების მომზადების კერა.

დღევანდელ „ჩაჩავას კლინიკის“ შენობაში გახსნილი სასწავლებელი მე-20 საუკუნის  ორმოციან წლებში გადაკეთდა „თბილისის მეორე სამედიცინო სასწავლებლად“, ხოლო 2011 წელს  უკვე საბოლოო სახე მიიღო და ეწოდა -  საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა.

 პანაცეას დირექტორის, ვასილ კიკნაძის თქმით,  უკვე წლებია კოლეჯს აქვს სტაბილური, სანდო, კვალიფიციური პარტნიორის რეპუტაცია და სამართლიანად ითვლება ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთი ყველაზე ძველ და წარმატებულ კოლეჯად, რომელმაც ტრადიციის შენარჩუნებითა და მუდმივად განვითარებაზე ზრუნვით, შეძლო პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ავანგარდში დარჩენა:


„კოლეჯი ამჟამად ახორციელებს 9 ავტორიზირებულ პროგრამას, რომელთა მიხედვითაც 500-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება პროფესიას. პანაცეას პარტნიორული  ხელშეკრულებები გაფორმებულიაქვს დარგის 30-ზე მეტ მსხვილ ბიზნეს კომპანიასთან და მათ სათანადოდ მომზადებულ პროფესიულ კადრებს სთავაზობს. ვართ ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო რესურსის - „საექთნო საქმე“, „მეან-ექთანი“, „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ და მასწავლებლის გზამკვლევი „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ ავტორი/თანაავტორი. ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა, რომ არა ის დიდი ისტორია, რაც კოლეჯს აქვს და ცხადია, ის თავდადება და თანმიმდევრულობა, რითიც კოლეჯის უკლებლივ ყველა თანამშრომელი განსაკუთრებით გამოირჩევა“,- აღნიშნა ვასილ კიკნაძემ.

 პანაცეა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის (სკკა) დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. ის, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეჯებთან (ლატვია - დაუგავპილის სამედიცინო კოლეჯი, ესტონეთი - ტალინის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯი). გერმანელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტს: გერმანული ენის შესწავლის ინტენსიური კურსი (გერმანული მხარის სრული დაფინანსებით). შესაბამისად, პანაცეას საექთნო განათლების სტუდენტებსა და დიპლომირებულ ექთნებს გერმანიის კლინიკებში შემდგომი ლეგალური დასაქმების დიდი შანსი აქვთ. კოლეჯი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერდაჯილდოვებულია 2018 წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით.

საიბილეო ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადილე თამარ ქიტიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ისტორიის ფლობასთან ერთად, თანამედროვეობის იმ გამოწვევებთან გამკლავების წარმატებული პრაქტიკა, რასაც პანაცეას შემთხვევაში ვხვდებით:

„მაქვს განცდა, რომ როცა 140 წლის წინ მეფისნაცვლის მეუღლე საბებიო სასწავლებელს ქმნიდა, მას განსაკუთრებული სიყვარული ამოძრავებდა. სხვაგვარად ვერ შეიქმნებოდა ეს დიდი ისტორია, რომელიც დღესაც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს კოლეჯს. სიმბოლურია, რომ კოლეჯი  ბებიობით, ანუ ახლამოვლენილ სიცოცხლეზე ზრუნვით დაიწყო. გილოცავთ, დიდ ისტორიასთან ერთად ხართ ყველა სიახლისთვის ფეხის ამწყობნი. გილოცავთ იუბილეს და ხანგრძლივ წარმატებულ მოღვაწეობას გისურვებ“,- აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის კახაბერ ერაძის თქმით, კოლეჯი „პანაცეა“ არ არის შენობა, ეს ადამიანების ერთობაა განვითარებისთვის, ინოვაციისთვის და სწორედ ეს ერთობაა მთავარი. ვამაყობთ იმით, რაც შექმნილია და ვიცით, რომ ახალი „პანაცეა“ ბევრი მიმართულებით კიდევ ბევრჯერ ასწევს თამასას, - აღნიშნა ერაძემ.

„140 წელიწადი დაიტია 20 წუთიანმა ფილმმა და მე გამეფიქრა - რამდენი განსაცდელი გადაიტანა ამ სასწავლებელმა, რამდენი სიკეთე გაავრცელეს ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა.  რასაც ეს კოლეჯი აკეთებს, ეს  უდიდესი საქმეა“. - ეს საქართველოს პარლამენტის წევრის, ექიმ ლადო კახაძის სიტყვებია.

პირველი პროფესიული კოლეჯის 140 წლის იუბილეზე კოლეჯის ღვაწლმოსილი მასწავლებლები და წარმატებული კურსდამთავრებულები სპეციალური სიგელებით საზეიმოდ დააჯილდოვეს. შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა ექთანთა, მასაჟისტთა და ფარმაცევტთა ასოციაციებთან.

საიუბილეო ღონისძიება შედგა კოლეჯის პარტნიორების: ევექსი ჰოსპიტლები, პეესპე ფარმა, საქართველოს კარიტასი, გეფა (ჯიპისი, ფარმადეპო) და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით.



თეგები:
პანაცეა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up