კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე დამატებით ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.დაცული ტერიტორიების სააგენტომ უკვე გამოაცხადა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი 3 ერთეული წყალმცურავი საშუალებების (პონტონების) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის განმავლობაში, მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის:
არანაკლებ 50 მეტრის სიგრძის დამოუკიდებელი პირსი და ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმების დაცვით განახორციელოს მისი ოპერირება, მისი ვალდებულებაა პონტონების გარემონტებაც.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ექსპლუატაციის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიცია.
„ბიზნესპარტნიორი“