პალეონტოლოგებმა დედამიწის ისტორიაში ყველაზე საშიში ადგილი იპოვეს

პალეონტოლოგებმა დედამიწის ისტორიაში ყველაზე საშიში ადგილი იპოვეს

access_time2020-04-29 22:20:28

საჰარის უდაბნოს კიდეზე არსებული ცარცული ეპოქის დანალექები, რომელთა შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ სათანადოდ შესწავლილი არ არის, ერთ დროს, დინოზავრებისთვის მხოლოდ თავშესაქცევი ადგილი როდი ყოფილა. ახალი, ყოვლისმომცველი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ეს ადგილი შეისწავლეს.

 

საუბარია მაროკოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გეოლოგიურ ჯგუფ კემ-კემზე, რომელიც შეიძლება, დედამიწის პრეისტორიულ წარსულში დედამიწის ბინადარ არსებათათვის ყველაზე სახიფათო ადგილი ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს იქ არსებული დიდტანიანი ხორცისმჭამელების დიდი ოდენობით ნამარხი.

 

მკვლევართა განცხადებით, ბალახისმჭამელთა ნამარხებთან შედარებით ხორცისმჭამელების ნაშთების ასეთი სიუხვე აშკარად გამონაკლისია და ასეთი ოდენობის გიგანტური ხორცისმჭამელები არ გვხვდება არც შედარებით თანამედროვე ხმელეთის ეკოსისტემებში.

 



„ეს გახლდათ ნამდვილად ყველაზე სახიფათო ადგილი პლანეტა დედამიწის ისტორიაში, ადგილი, სადაც დროში მოგზაური ადამიანი დიდხანს ვერ გაძლებდა“, — ამბობს დეტრიოტ-მერსის უნივერსიტეტს პალეონტოლოგი ნიზარ იბრაჰიმი.

 

ახალ კვლევაში, იბრაჰიმმა და მისმა ჯგუფმა შეისწავლა ე. წ. კემ-კემის აუზში აღმოჩენილი დიდი ოდენობით ნამარხი. კემ-კემის გეოლოგიური ჯგუფი არის მაროკო-ალჟირის საზღვარზე მდებარე გვიანდელი ცარცული პერიოდის (100-66 მლნ წლის წინანდელი) ნამარხებით მდიდარი ფენა.

 

ამ ადგილის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია არა მხოლოდ პალეონტოლოგთათვის, არამედ ნამარხებით მოვაჭრეებისთვისაც, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ აღმოჩენილ უძველეს დინოზავრთა, რეპტილიათა და სხვა ქმნილებათა ნამარხები ახლა მთელი მსოფლიოს კერძო კოლექციებშია მიმოფანტული.

 

აღმოჩენილ ნამარხთა ასე მიმოფანტვა იმას ნიშნავს, რომ უკვე შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, რას რას უნდა მივაწეროთ სინამდვილეში კემ-კემის ჯგუფის ამდენი ნამარხი. თუმცა, ამის დადგენა ახალი ანალიზებით მაინც სცადა იბრაჰიმმა და მისმა ჯგუფმა; ამისათვის ისინი რამდენიმე კონტინენტზე მიმობნეულ ნამარხთა კოლექციებსაც ესტუმრნენ.

 


„ეს გახლავთ საჰარის ხერხემლიანთა ნამარხების ყველაზე ყოვლისმომცველი კვლევა თითქმის ბოლო საუკუნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მათ შესახებ 1936 წელს მნიშვნელოვანი კვლევა გამოაქვეყნა ცნობილმა გერმანელმა პალეონტოლოგმა ერნსტ ფონ რაიხენბახმა“, — განმარტავს ჯგუფის წევრი, პორტსმუთის უნივერსიტეტის პალეობიოლოგი დევიდ მარტილი.

 

იბრაჰიმის თქმით, მათი კვლევა ფანჯარას გვიხსნის აფრიკის დინოზავრების ხანაში და მიუთითებს, რომ კემ-კემის ჯგუფი სინამდვილეში მოიცავს ნამარხებით მდიდარ ორ ადგილს, სახელად ქვემო გარა-სბაას და ზემო დუირას ფორმაციებს.

 

ორივე ფორმაციაში წარმოდგენილია დინოზავრებისა და პრეტოზავრების სხვადასხვა სახეობის ნამარხები, ასევე კროკოდილიფორმების, კუების, თევზების, სხვადასხვა უხერხემლოსა და მცენარეების ნაშთები.

 

კემ-კემის პალეოეკოსისტემის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი კი ალბათ არის ე. წ. გამორჩული საცერი — ხორცისმჭამელ დინოზავრთა ნამარხების განსაკუთრებული სიუხვე ბალახისმჭამელებთან შედარებით, რაც თვალშისაცემია კემ-კემის ჯგუფის ორივე ნაწილში და ასევე გვხვდება ეგვიპტეში, ბაჰარიის ფორმაციაში.

 

კემ-კემის ჯგუფის შემთხვევაში, ეს გამოხატულია ოთხი სხვადასხვა სახის თეროპოდის არსებობით (აბელიზავრიდები, სპინოზავრები, კარჰაროდონტოზავრები და დელტადრომეუსები), მაშინ, როცა ასეთი მეზოზოური ფორმაციების უმეტესობაში გვხვდება მხოლოდ ერთი ან ორი ასეთი მსხვილტანიანი მტაცებლის ნამარხი.

 

თუმცა, როგორც ჯგუფმა დაადგინა, კემ-კემში კიდევ იმალება რაღაც.

 



„გარდა მსხვილტანიანი მტაცებელი დინოზავრების განსაკუთრებული სიუხვისა, კემ-კემისა და ბაჰარიის კომპლექსებში აღმოჩენილი ოთხი მსხვილტანიანი მტაცებელი დინოზავრის სახეობიდან სულ მცირე სამი ისტორიაში უდიდეს მტაცებელ დინოზავრებს (ტოპ 10-ში) მიეკუთვნება“, — წერენ მკვლევრები.

 

ამავე დროს, მკვლევრები ამბობენ, რომ ნამარხებში ცოტა და ისიც ერთფეროვანია მსხვილტანიანი ბალახისმჭამელი დინოზავრების ნაშთები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ალბათ დიტანიან ხორცისმჭამელთა გვერდით ცხოვრობდნენ, არ გამოირჩეოდნენ ისეთი მრავალფეროვნებით, როგორც ეს ცარცული პერიოდის სხვა ნამარხებშია.

 

მიუხედავად ამისა, საკვები მაინც უხვად უნდა ყოფილიყო. იმ დროს, როდესაც ეს დინოზავრები დედამიწაზე დააბიჯებდნენ, დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ (ზოგიერთი ნამარხი 115 მლნ წლის წინანდელია), ეს ზონა წარმოადგენდა მდინარის ვრცელი სისტემის კონცხს, სადაც უხვად იყო თევზი და წყლის სხვა ცხოველები, რაც სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო თეროპოდთა პოპულაციისთვის.

 

„ეს ადგილი სავსე იყო წარმოუდგენლად დიდი, გიგანტური თევზებით“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი, პორტსმუთის უნივერსიტეტის პალეობიოლოგი დევიდ მარტილი.

 

კვლევა ჟურნალ ZooKeys-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია port.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up