პაკისტანში სამოქალაქო პილოტების 30%-ს ყალბი ლიცენზია აქვს და მათ ფრენების შესრულება ეკრძალებათ. CNN-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ავიაციის სამინისტრო ავრცელებს.
პაკისტანის პარლამენტისადმი მიმართვაში ავიაციის მინისტრმა, ღულამ სარვარ ხანმა განაცხადა, რომ 262 პილოტს გამოცდა დამოუკიდებლად არ ჩაუბარებია და მათ ვიღაც ეხმარებოდა.
მისივე ინფორმაციით, პაკისტანში შიდა ფრენებს 860 მოქმედი პილოტი ემსახურება.
პაკისტანში 22 მაისს ავიაკატასტროფა მოხდა. ბორტზე მყოფი 99 ადამიანიდან 97 დაიღუპა. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, ავიაკატასტროფის მიზეზი პილოტების და დისპეტჩერის ადამიანური შეცდომა გახდა.
imedinews.ge