პაციენტის უსაფრთხოების ახალი პროტოკოლი და ინოვაციური სერვისები ,,ნიუ ჰოსპიტალსისგან“

პაციენტის უსაფრთხოების ახალი პროტოკოლი და ინოვაციური სერვისები ,,ნიუ ჰოსპიტალსისგან“

access_time2021-11-12 18:06:56

ჯანდაცვაში ოპტიმალური ხარისხის მიღწევა ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ის პროექტები, რომელსაც ქვეყნის წამყვანი კლინიკები ახორციელებენ. ინოვაციური მიდგომა, ახალი სერვისები და დიდი გამოცდილების მქონე ექიმების გუნდი - ამ რამდენიმე ფაქტორმა ერთად განსაზღვრა ,,ნიუ ჰოსპიტალსის“ მიღწევები, რაც მას  ქართულ ჯანდაცვაში გამოარჩევს.

ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, კლინიკაში დაწესდა ახალი პროტოკოლი, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პაციენტების უსაფრთხოებისა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში. ,,სიცოცხლის გადამრჩენი სამი პროცედურა“ - ასე ეწოდება სერვისს, რომელიც  ,,ნიუ ჰოსპიტალში“  დაინერგა.

უფრო ვრცლად, რას გულისხმობს ,,ნიუ ჰოსპიტალსის“ ინოვაციური სერვისი, რამდენად შესაბამისობაშია იგი მსოფლიოში წამყვანი კლინიკების სტანდარტთან, რა როლს ასრულებს პაციენტების უსაფრთხოებისა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში და სხვა თემებზე „კომერსანტის“ კითხვებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი გიორგი კორძახია პასუხობს.






- ,,ნიუ ჰოსპიტალსი“, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მულტიპროფილური კლინიკა, სამედიცინო ხარისხის რა სტანდარტს ფლობს და რით გამოირჩევა იგი სხვა კლინიკებისგან, რა არის მისი წარმატების მთავარი საზომი?


-  რთულია, კლინიკის წარმატების ერთი კონკრეტული ფორმულა მოიძებნოს. სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, მართვა და გაუმჯობესება მრავალმხრივი და კომპლექსური პროცესია, რომელიც სამედიცინო დაწესებულების გახსნასთან ერთად იწყება და გრძელდება უწყვეტად, ვინაიდან მუდმივად სრულყოფას, დახვეწას და განვითარებას საჭიროებს. მუდმივად ვცდილობთ ვიზრუნოთ პაციენტების ხარისხიანი სერვისის  მიწოდებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის პაციენტების უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, არ არსებობს დაწესებულება, რომელიც სხვანაირად შეაფასებს თავის ძირითად მიზანს და არსს, უბრალოდ, ვცდილობთ, არ შემოვიფარგლოთ მარტო სიტყვებით და ამ მიმართულებით კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯები გადავდგათ. პირველ რიგში, ხარისხი კარგად უნდა იყოს გაანალიზებული. ეს არის რთულად მისაღწევი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ჩვენ გვაქვს არასასურველი  მოცემულობა, რომელიც ადვილად არ შეიცვლება, როგორიცაა საკადრო დეფიციტი, ფინანსური რესურსების სიმწირე და სხვა. ჩვენი შემოსავლები და ბიუჯეტი ვერ შეედრება გერმანული კლინიკების შემოსავლებს, რაც ქმნის ფასეულობებისა და იდენტური პროდუქტების შექმნის სირთულეს. ამასთან ავირჩიეთ ის გზა, რასაც ჰქვია პროცესების პროტოკოლიზაცია, რომლის ფარგლებშიც გამოვყოფთ პროცესებს და ვახდენთ მათი დანერგვის, პროტოკოლიზაციის გაწერა, რაც ქართული ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული  ნაბიჯია.

- ინოვაციებს შევეხეთ,  რას მოიცავს ,,სიცოცხლის გადარჩენის სამი პროცედურა“,  რომელიც კლინიკამ დანერგა,  რას ითვალისწინებს იგი  როგორც მკურნალობის კუთხით, ასევე  სამედიცინო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც,  რა სიახლეს სთავაზობს პაციენტებს?

-  მუდმივად ვზრუნავთ პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებასა და პაციენტთა უსაფრთხოებაზე. ამისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა დაინერგა და განისაზღვრა პროტოკოლით. მათ შორის არის სწორედ ,სიცოცხლის გადამრჩენი პროცედურები, რაც მნიშვნელოვანია პაციენტების უსაფრთხოებასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში. პროგრამის მიზანია, რომ ერთნაირ სიტუაციებში სხვადასხვა ადამიანმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ქმედებები იყოს ერთგვაროვანი.  ამ ბოლო პერიოდში წარმატებით დაინერგა გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის მართვის პროტოკოლი „ლურჯი კოდი“, რომლის მიზანია კლინიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადამიანისთვის, იქნება პაციენტი, ვიზიტორი, სხვა, გადაუდებელი სამედიცინო  სიტუაციის ოპერატიული და ეფექტური მართვა მოხდეს და ამის უზრუნველყოფა იყოს შესაძლებელი. შესაბამის კვალიფიციურ სამედიცინო ბრიგადასთან მყარდება მყისიერი კავშირი, არსებობს ამ კავშირის გამოძახების და უზრუნველყოფის სისტემა და შედეგად უკვე შემთხვევის ადგილზე ხდება ამ ბრიგადის დაუყოვნებლივ მისვლა და პაციენტს აღმოუჩენენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. ამისთვის მთელ ტერიტორიაზე არის განთავსებული გადაუდებელი დახმარების ღილაკები. როდესაც მოხდება გამოძახება, მნიშვნელოვანია, ამ რესურსის - ინვენტარი, სამედიცინო მედიკამენტების, საგნების ერთჯერადი და მრავალჯერადი მოხმარების საგნების ტრანსპორტირება არ ხდებოდეს მუდმივად, რისთვისაც აღნიშნული ინვენტარი განლაგებულია მთელი კლინიკის მასშტაბით. ხდება მათი მუდმივი აღწერა, შემოწმება ვადის გასვლაზე და საჭიროების შემთხვევაში, თუ ასეთი შეიქმნება, ხდება მათი გამოყენება და შემდეგ ისევ ხელახალი შევსება, ეს პროცესი მუდმივია.

- რაც შეეხება პაციენტთა იდენტიფიკაციას, უფრო დეტალურად, რას გულისხმობს იგი და როგორია მოდელი, რითაც კლინიკა პაციენტთა იდენტიფიკაციას ახდენს, რომელი ქვეყნების გამოცდილება იქნა ამ პროტოკოლის დანერგვისას გამოყენებული?

- პაციენტის არასწორი იდენტიფიკაცია ზოგადად არის აღიარებული, როგორც არსებული პრობლემა, რასაც სექტორი განვითარებული ქვეყნების კლინიკებშიც აწყდება. ამდენად, იგი მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. არასწორი იდენტიფიკაციის გამო  შეიძლება მოხდეს პაციენტების არევა, ვის რა მომსახურება სჭირდება,  შესაძლებელია ამან პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზული რისკი გამოიწვიოს. ამ მიზნებისთვის „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია პაციენტთა იდენტიფიკაციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროტოკოლი, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის საიდენტიფიკაციო სამაჯურის აუცილებელი და მუდმივი ტარება კლინიკაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. საიდენტიფიკაციო სამაჯურის გამოყენების მიზანი არის პაციენტის მუდმივი იდენტიფიცირების საშუალება იმის მიუხედავად თუ როგორია პაციენტის ცნობიერების დონე თუ დეზორიენტაციის ხარისხი.  შესაბამისად, ყველა, ვინც შემოდის სტაციონარში, მისი საიდენტიფიკაციო სამაჯურით ხდება გამოყოფა, სადაც არის დატანილი იდენტიფიკატორები - შტრიხ-კოდი, სახელი და გვარი და ამ პიროვნების დაბადების თარიღი.  შეიძლება პაციენტის გადაყვანა გახდეს საჭირო ერთი სივრციდან თუ პალატიდან მეორეში, ამიტომ ამ სიტუაციაში ჩვეულებრივ უნდა იყოს უნივერსალური იდენტიფიკატორი და ამ შემთხვევაში ჩვენ ვამცირებთ შეცდომების რისკს. ამისგან დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა, შეცდომა მოსდით ყველგან, წამყვანი ქვეყნების კლინიკებშიც, მაგრამ ჩვენ დავადექით იმ გზას, რომ შეცდომის სიხშირე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

-  კიდევ ერთი საკითხი, რაც ხარისხიანი მედიცინის მნიშვნელოვანი კომპონენტია - უსაფრთხო ქირურგიის პროგრამა, რას გულისხმობს იგი?

- „ნიუ ჰოსპიტალსში“ ქირურგიული ჩარევების და ინვაზიური პროცედურების დროს პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შემუშავდა უსაფრთხო ქირურგიის პროგრამა. მის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს საოპერაციო არის წინასწარი მარკირების პროცესი და სამჯერადი პაუზის გაკეთება წინასწარ განსაზღვრული კითხვარის შევსების მიზნით. კერძოდ, პირველი პაუზა კეთდება ანესთეზიის დაწყების წინ, მეორე - ქირურგიული ან ინვაზიური პროცედურის დაწყების წინ, ხოლო მესამე - ოპერაციის დასრულების შემდეგ მანამ, სანამ სამედიცინო პერსონალი დატოვებს საოპერაციო ბლოკს. თითოეულ პაუზის დროს ქირურგიული ბრიგადის ერთ-ერთი წევრი კითხულობს შესაბამის კითხვარს და ქირურგი, ანესთეზიოლოგი და ქირურგიული მედდა პასუხობენ შესაბამის კითხვებს. პროცესის მსვლელობისას უშუალოდ ოპერაციის დაწყებამდე საბოლოოდ მოწმდება და დასტურდება: პაციენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ოპერაციის სახე და საოპერაციო არე, საანესთეზიო აღჭურვილობა და მედიკამენტები, აპარატურის გამართულობა, კათეტერების გამავლობა, მოსალოდნელი რისკები (მაგ. სისხლის დანაკარგი, ალერგია), იმპლანტების არსებობა ადგილზე და სხვ. ნებისმიერი  შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ნებისმიერ ეტაპზე ხდება შეჩერება, სანამ არ მოხდება ხარვეზის (შეუსაბამობის) გამოსწორება, რაც უზრუნველყოფს პრობლემის აღმოფხვრას ოპერაციის დაწყებამდე.

- პაციენტების რა ნაწილია უცხო ქვეყნიდან ჩამოსული, ძირითადად რომელი ქვეყნებიდან მოგმართავენ და რით არის გამორჩეული სერვისი, რასაც, ვთქვათ, ეს მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში ვერ მიიღებდნენ, რა არის ამ მხრივ ,,ნიუ ჰოსპიტალსის“ უპირატესობა?

- ,,ნიუ ჰოსპიტალსში“ სამკურნალოდ  ჩამოსული პაციენტების გეოგრაფიული პალიტრა თანდათან იზრდება. სამკურნალოდ მოდიან პაციენტები ჩვენი სამეზობლო ქვეყნებიდან. ცხადია, ამ ხალხს ამოძრავებს იმედი გადარჩენისა და უკეთესად ყოფნის. რთული საკითხია ვთქვათ, მათთვის რით არის ჩვენი კლინიკა გამორჩეული. მათ ნდობა გააჩნიათ ჩვენს მიმართ და იმედი აქვთ, რომ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. ამ იმედის მიმცემი კი არის მათთან კომუნიკაცია, ახლობლებისგან მისული რეკომენდაცია ან სხვა, რაზეც კონკრეტული საუბარი გამიჭირდება. საავადმყოფო თითოეული პაციენტის გამოჯანმრთელების ან მდგომარეობის გაუმჯობესებითვის იბრძვის. ალბათ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უცხო ქვეყნის პაციენტები არჩევანს ჩვენს კლინიკაზე აკეთებენ.

- როგორც ვიცით, ნიუ ჰოსპიტალსი“ ჩართულია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, როგორც ვაქცინაციის ადმინისტრირების, ასევე პაციენტებზე ზრუნვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აქტივობებით. თქვენი შეფასებით, როგორია მართვის ხარისხი, რითაც საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლა და ასევე პრევენცია მიმდინარეობს?

-  პირველი დღიდან, როცა პანდემიის ნაკადი წამოვიდა საქართველოში, აქტიურად ჩავერთეთ მართვის პროცესში. საშუალება მაქვს  საკმაოდ სიღრმისეულად გავაანალიზო ის, თუ რაც ხდება ჩვენთან, კლინიკაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, „ნიუ ჰოსპიტალსი“ იყოს მიახლოებული იმ მოდელთან, რასაც კორონავირუსთან ბრძოლაში წამყვანი ქვეყნების კლინიკები იყენებენ. ვხელმძღვანელობთ რეკომენდაციებით, რაც საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა გასცეს. პანდემიის ხარისხიან მართავს ემსახურება ჩვენ მიერ შემუშავებული და დანერგილი პროტოკოლები, საკმაოდ კარგად მივყვებით სამედიცინო სერვისების მიწოდების ზოგად პრინციპებს. ამავდროულად ვითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up