Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

access_time2019-12-05 19:00:14

1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.

 

რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.

 

მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400 დოლარია,  თუმცა ესკობარი მზადაა ფასი 4-ჯერ შეამციროს.

 

„ეს არის Apple-ის გაყიდვების შემცირების მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მე ვამბობდი, რომ Apple-ს გავანადგურებ და ამას გავაკეთებ. მე ადამიანებს 350 დოლარად ისეთი ტელეფონების შეძენის საშუალებას მივცემ, რომელთაც ათას დოლარზე ნალებად ვერ იყიდიან. ჩემი მიზანია Apple-ის დამარცხება,  მე ამას გავაკეთებ, როგორც ყოველთვის ერთპიროვნულად“  - განაცხადა რობერტო ესკობარმა.

 


პარალელურად ის უერთდება კოლექტიურ საჩივარს, რომლის ავტორებიც მოითხოვენ Apple-ისგან 30 მლრდ. დოლარის „არალეგალური მოგების დაბრუნებას“. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ Apple-ი ტელეფონებზე გაუგონარ ფასებს აწესებს.

 

 

Escobar Fold 1 შეზღუდული რაოდენობით,  მხოლოდ 100 000 ეგზემპლიარი გამოვიდა. მისი შეძენა შესაძლებელია Escobar Inc.-ის ოფიციალურ საიტზე.

 

 ნარკობარონის ძმა ასევე აპირებს უჩივლოს სასამართლოში ილონ მასკს, რომელმაც, მისი თქმით, გაზის ღუმელის  Not a Flamethrower-ის (არა ცეცხლმფქრევი) იდეა და კონსტრუქცია მოიპარა.

 

secretmag.ru


თენგიზ აბლოთია





ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე
access_time2020-09-28 11:00:13
 „ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში კაპიტალის ბაზარი  არ განვითარდება.  ადამიანები მაინც  ენდობიან ბანკში ფულის განთავსებას და იქიდან სტაბილურ შემოსავალს, მცირეს მაგრამ მაინც,   ვიდრე იმის გარისკვას, რომ ბიზნესი ან აქცია  შეიძინონ,...

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს
access_time2020-09-27 18:00:55
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც მისი თქმით, „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის...

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
access_time2020-09-27 15:22:10
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ...

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება - რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნა

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება -  რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნა
access_time2020-09-27 20:00:35
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი წელს 3-ჯერ გაიზრდება. როგორც შპს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თუ შარშან იტალიაში 15 ტონა პროდუქტი გავიდა, წელს დეკემბერში 45 ტონამდე იქნება. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა,...

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება
access_time2020-09-27 10:30:29
  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერ კიდევ მარტში დახურული თეატრების კარი ამ დრომდე დაკეტილია. მსახიობებს რეალიზაციის საშუალება არ აქვთ, მაყურებლებს და გულშემატკივრებს კი კულტურული ღონისძიების დანაკლისი გაუჩნდათ.   სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი მუდმივად ცდილობს სპორტისა და ხელოვნების ხელშეწყობას, ამიტომ 1 ოქტომრიდან 17 ოქტომბრამდე ციფრული თეატრს უმასპინძლებს.   „ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობაში,...


მსგავსი სიახლეები

up