პაატა ზაქარეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე - ახლა მნიშვნელობა არ აქვს ეს ხალხი ციხეში იქნება თუ არა, „ოცნებამ“ მოწინააღმდეგესთვის მოქნეული ჯოხი თავში უკვე მაგრად გაირტყა

პაატა ზაქარეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე - ახლა მნიშვნელობა არ აქვს ეს ხალხი ციხეში იქნება თუ არა, „ოცნებამ“ მოწინააღმდეგესთვის მოქნეული ჯოხი თავში უკვე მაგრად გაირტყა

access_time2019-07-25 12:51:44

ახლა მნიშვნელობა არ აქვს ეს ხალხი ციხეში იქნება თუ არა, „ოცნებამ“ უკვე გააფუჭა საქმე და სასამართლომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ისინი რომც არ დააპატიმროს, „ოცნებაში“ თავის სასარგებლოდ, მოწინაღმდეგესთვის მოქნეული ჯოხი, თავში უკვე მაგრად გაირტყეს, - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა, „ინტერპრესნიუსთან“ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ უგუნურ ნაბიჯს დგამს, როცა ბიზნესს ებრძვის.


„ისე როგორც „ქართული ოცნება“ თავის თავს ვნებს, ასე არავინ არ ვნებს მას. „ქართული ოცნება“ უგუნურ ნაბიჯს დგამს, როცა ასეთ საეჭვო ვითარებაში ბიზნესს ასე ებრძვის. როგორც კი ხაზარაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა, მაშინ ამოქმედდა ეს მექანიზმი. აშკარად პირველი განწყობა არის ის, რომ ამას აქვს პოლიტიკური სარჩული, როცა მმართველი ძალა ასე უხეშად და უტიფრად ებრძვის წამყვან ბიზნესს, ანგრევს სახელმწიფოს ინტერესებს და ეჭვქვეშ აყენებს ინვესტორების ინტერესებს საქართველოში. ახლა მნიშნელობა არ აქვს ეს ხალხი ციხეში იქნება თუ არა, „ოცნებამ“ უკვე გააფუჭა საქმე. სასამართლომ უკვე როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს და ისინი რომც არ დააპატიმროს, მან თავის სასარგებლოდ, მოწინაღმდეგესთვის მოქნეული ჯოხი თავში უკვე მაგრად გაირტყა“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.



მისი თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, ბევრი წამყვანი ინვესტორი დაფიქრდება ღირს თუ არა საქართველოში ფულის ჩადება იმ ფონზე, „როცა ასე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აწიოკებენ წამყვან და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბიზნესმენს“.


„საინვესტიციო მიმზიდველობა მცირდება. როცა ვამაყობთ, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო ვითარებაა და ბიზნესის წარმოება იოლია, ძალიან ბევრი ძლიერი, წამყვანი ინვესტორები დაფიქრდებიან ღირს კი საქართველოში ფულის ჩადება, როცა ასე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აწიოკებენ წამყვან და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბიზნესმენს. ვინც აქ ფულს აკეთებს, მას აზარალებს ეს პოლიტიკა. ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს აზარალებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენა, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში განცხადება გუშინ გაკეთდა. უახლოეს დღეებში პროკურატურამ სასამართლოს ხაზარაძისა და ჯაფარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით უნდა მიმართოს, თუმცა კონკრეტულად რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს საგამოძიებო უწყება, ჯერ უცნობია.


IPN





27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up