პაატა ზაქარეიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ თხარა-თხარაო და „ნაცმოძრაობა“ გამოთხარა, იმდენი ილაპარაკა, რომ მართლაც ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“

პაატა ზაქარეიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ თხარა-თხარაო და „ნაცმოძრაობა“ გამოთხარა, იმდენი ილაპარაკა, რომ მართლაც ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“

access_time2021-10-14 19:10:00

2012 წელს ჩაიარა ამან, ამის შემდეგ, რომ ისევ ცოცხებზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, ე.ი. მას სალაპარაკო არაფერი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ - ცოცხები უკვე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობს , - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.


აღნიშნულ ფაქტზე საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ 9 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ისევ ცოცხებზე აპელირება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას 2012 წლიდან დღემდე არაფერი გაუკეთებია.


„2012 წელს „ქართული ოცნებიდან“ წყალტუბოში ვიყრიდი კენჭს, ჩვენ მოვუწყვეთ, მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, როდესაც კანდიდატი ვიყავი, „ცოცხების დერეფანი“ მაშინდელ ხელისუფლებას იმერეთში, მაგრამ 2012 წელს ჩაიარა ამან, ამის შემდეგ, რომ ისევ ცოცხებზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, ე.ი. მას სალაპარაკო არაფერი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს არის ბრწყვინვალე ნიშანი მათთვის, ვისაც პოლიტიკის წარმოდგენა მაინც აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხებმა დაამარცხა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და იქიდან დღემდე, „ქართულ ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია საერთოდ, ისევ ჩაბღაუჭებულია ამ გაძვალტყავებულ და დამტვრეულ ცოცხებს.


ცოცხები უკვე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობს. ამდენი წელი გავიდა, სხვა არაფერი მომხდარა ქვეყანაში, რომ კიდევ ცხვირში მთხრი „ნაციონალური მოძრაობის“ ცოცხებს?! ვინც ქუჩაში გამოვიდა და ცოცხებით აპელირებს, დავალება აქვს. თავის დროზე ჩვენ, რომ გამოვდიოდით ცოცხებით, ვთხოვეთ ხალხს, წადით ბაზარში და თქვენი ფულით იყიდეთ ცოცხები - ადამიანებმა ასობით ცოცხი თვითონვე იყიდეს. დარწმუნებული ვარ, დღეს დაურიგეს ეს ცოცხები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


მისი თქმით, დღევანდელი აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი ტესტი იქნება, თუ რამდენი ადამიანის მობილიზებას შეძლებს ის.



„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, იმ შემთხვევაში თუკი ბევრი ხალხი მოვა. თანაც, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად მარტო გამოდის. პრაქტიკულად, ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნიათ, დაუშვებელია სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა, თავის მომხრეებს არ მოუწოდა, აქციაში მიეღოთ მონაწილეობა. ახლა ნამდვილად გამოჩნდება, რა ძალის მობილიზება შეუძლია ცალკე „ნაციონალურ მოძრაობას“ და როგოც ჩანს, ის მნიშვნელოვნად უფრო მეტ ხალხს მოიყვანს, ვიდრე მთელი დანარჩენი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გაერთიანებული. აშკარად ჩანს, რომ ამით მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელახალი რებრენდინგი და „ნაცმოძრაობა“ იტყვის, რომ „მაინც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა ვარ, კეთილი ინებე და ჩემთან ითანამშრომლე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


ზაქარეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდება.


„გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაინც თხარა-თხარაო და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოთხარა. რეალურად, იმდენი ილაპარაკა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდება, რომ მართლაც ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ - მე ეს ერთი მხრივ არ მახარებს, მაგრამ მეორე მხრივ, იმდენად მიუღებელია „ქართული ოცნება“, მკვდარი, 2012 წელს დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობა“, ჯერ კიდევ ცოცხალი და პოპულარულია ხალხში. სააკაშვილის ჩამოსვლამ და ციხეში წასვლამ ერთი-ორად გაზარდა მისი რეიტინგიც, მის მიმართ ნდობაც და „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თბილისში მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ცოცხებით დახვდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტები სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში და რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციისკენ მიმავალ ადამიანებს სხვადასხვა შეძახილით აცილებდნენ.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up