პაატა ზაქარეიშვილი: ოპოზიციას დაჭერებით ვერ შეაშინებენ, ომამდე ტანკისტები იყვნენ

პაატა ზაქარეიშვილი: ოპოზიციას დაჭერებით ვერ შეაშინებენ, ომამდე ტანკისტები იყვნენ

access_time2019-07-26 22:00:48

"ძალიან სახიფათო არის ერთი მომენტი და ამაზე უნდა ილაპარკოს დღეს ყველამ - არ ჩაიშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი, რადგან აშკარაა, რომ ამ მოვლენებით ყურადღების გადატანა ხდება და არ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაც ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნება" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

 

"რეზონანსი": ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო, ირაკლი ოქრუაშვილი უკვე დააპატიმრეს, დღის წესრიგში დგას ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება.

 

პაატა ზაქარეიშვილი: იყო მოვლენები, როდესაც ეჭვი არ შემქონდა იმაში, რომ ივანიშვლის როლი იყო ამაში, გნებავთ პანკისის მოვლენები, ან 20 ივნისის დარბევა ამ ფორმით რომ იგეგმებოდა, ეს იცოდა ივანიშვილმა, "ნაცონალები" ხომ ყველაფერს მას აბრალებენ; მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზარაძე- ჯაფარიძის საქმეში, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ივანიშვილის სანქციის გარეშე მოხდა. საერთოდ საზოგადოება მითებით იკვებება, და როცა თეთრი ძაფებით არის რაღაცეები ნაკერი, მითები იწყებს მუშაობას. მე ავანტურისტი ადამიანი ვარ და ხაზარაძე-ჯაფარიძის ადგილას ფულს არ გადავიხდიდი და ციხეში ჩავჯდებოდი. თუ ციხეში წავლენ, სერიოზულად დაიცავენ თავს და თავის პოზიციას. ყველა კარგად დაინახავს, რა სირეგვენეს ჩადის "ოცნება", რომელიც, მე მგონი, რომ დღეს სრულ აგონიაშია.

 

"რ": ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯებზე ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებამ უბიძგა და ჰგონიათ, რომ დასავლეთიდან სრული კარტ-ბლანში მიიღეს...

 

პ.ზ: სტრასბურგის სასამართლო საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგით არ მუშაობს, უბრალოდ "ოცნებამ" და "ნაციონალებმა", ორივემ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე წაიკითხეს, როგორც მათ აწყობდათ. "ქართულ ოცნებას" თავში აუვარდა, ეს რა ვყოფილვართო, "ნაციონალები" იძახიან ჩააწყვესო. მოკლედ, როგორც ყოველთვის საქართველოში პრობლემა თარგმანშია. დღეს თუ ვინმეს თარგმანის პრობლემა აქვს, ეს "ქართული ოცნებაა" და ნაბიჯები, რომლებსაც დგამს, მათ საწინააღმდეგოდ გადაგმული ნაბიჯია. თუ არ უნდათ "ნაციონალების" დაბრუნება, კარგად უნდა დაფიქრდნენ და ისე იმოქმედონ, თორემ მე არც "ნაციონალები" მაღელვებს და არც "ევროპული საქართველო". ოპოზიციას ამ ნაბიჯებით ვერ შეაშინებენ, არ შეშინდებიან, ეგენი ომამდე ტანკისტები იყვნენ.


 

"რ": თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ოპოზიციაშიც არ არის ერთობა. მოარული ხმებით, უგულავა "ევროპულ საქართველოს" ტოვებს. და რომ "ევროპული საქართველოს" ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

 

პ.ზ: გადაჭრით ამას ვერ იტყვი, რომ "ევროპული საქართველო" ბიძინას მიმდევარია, შეიძლება სხვა სტრატეგიას გეგმავს, დისტანცირებას "ნაციონალებისგან" ან კარგად ვაჭრობს. "ევროპული საქართველოს" დაშლა შეიძლება უნდა სააკაშვილს, რადგან ნახა თავისი პერსპექტივა უკრაინაში და აქ აპირებს გააქტიურებას. პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღების მიზნით უნდა "ევროპული საქართველო" ნაწილი "ნაციონელების" ორბიტაზე დააბრუნოს. ანუ ეს იყოს სააკაშვილის სტრატეგია, რადგან დაშლის შემდეგ ინტელექტუალური ნაწილი "ევროპული საქართველოსკენ" წავიდა.

 

მაგრამ, ჩემი აზრით, დღეს სახიფათო არის მხოლოდ ერთი მომენტი და ამაზე უნდა ილაპარკოს ყველამ, არ ჩაიშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი, რადგან აშკარაა, რომ ხდება ყურაღების გადატანა და ისე არ მოხდეს, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს კი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნება.

 

"რ": "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებთ. ნიკა გვარამიამ უკვე განაცხადა, რომ ახალ ტელვიზიას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ეძებს ინვესტორებს, ამ საქმეში ყველაზე დიდი იმედი აქვს თავისი გუნდის და საზოგადოების მხრიდან მიღებული შემოწირულობების.

 

პ.ზ: პირველად ისტერიკაში იყვნენ, ალბათ დამშვიდნენ და აზარზე მოვიდნენ, შექმნან ახალი ტელვიზია, ამის შანსი აქვთ და შეიძლება ეს ტელევიზია მალე პოპულარულიც გახდეს. რაც შეეხება შემოწირულობებით ტელევიზიის შექმნას, ეს არის ბლეფი, ერთმა ორმა კაცმა შეიძლება 10 ან 20 ლარი გაიღოს. ფულის პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ გააფორმონ, რომ ფული ხალხიდან შემოვიდა, იტყვიან, ამაზე ადრე ხომ განვაცხადეთო.

 

რეზონანსი





„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს

„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს
access_time2020-10-20 10:00:08
მმართველი გუნდის ეპიდსიტუაციასთან გამკლავების სტრატეგიას განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, აქტიურად აკრიტიკებს თითოეული მოწინააღმდეგე პარტია. თუმცა ... ორ კვირაში არჩევნებია, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს.  „კომერსანტი“ დაინტერესდა თავად პარტიებს რა გეგმა აქვთ  გამწვავებულ ეპიდსიტუაციასთან გასამკლავებლად, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა მათ პროგრამაში, გარდა ეკონომიკური პროგრამებისა, რომელზეც დაუსრულებლად...

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დააგროვეთ უნიქარდის ქულები ფეიუნიქარდის საერთაშორისო საგადახდო ბარათებით შეზღუდვების გარეშე

 დააგროვეთ  უნიქარდის ქულები ფეიუნიქარდის  საერთაშორისო  საგადახდო ბარათებით შეზღუდვების გარეშე
access_time2020-10-20 10:30:41
ფეიუნიქარდი საქართველოში პირველი  ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც უნიქარდთან ერთად ელექტრონულ საფულესთან  დაკავშირებულ   Unicard Visa და  Unicard Mastercard  ბარათებს გთავაზობთ. ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნანა ქებურიას ვესაუბრეთ. როდიდან შეძლებენ მომხმარებლები...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...


მსგავსი სიახლეები

up