პაატა ზაქარეიშვილი - დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გადაქცევა, გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა

პაატა ზაქარეიშვილი - დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გადაქცევა, გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა

access_time2019-10-14 15:25:53

დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გადაქცევა, გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა, თუ ხელისუფლება ამაზე წამსვლელია და კომისიები მუშაობენ ქართულ-აზერბაიჯანულ დონეზე, მათ უნდა დავუსვათ კითხვა - განიხილებოდა თუ არა საერთოდ ეს ვარიანტი, - ამის შესახებ კონლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინიციატივას გამოეხმაურა დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიებად გამოცხადების თაობაზე.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ანა დოლიძის მიერ დღეს დაყენებული ინიციატივა ექსპერტულ წრეებში დიდი ხანია განიხილება. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „იუნესკო“ და სხვა ბუნების დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციები „სიამოვნებით ჩაერთვებოდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“.

„ეს წინადადება დიდი ხანია მაგიდაზე დევს და ობიც კი მოეკიდა. ვთვლი, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება სჯობს, ვიდრე სახელმწიფო საზღვრის გამო დაძაბულობის შექმნა. დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიებად გადაქცევა არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც რატომღაც წინ ვერ მიდის. ექსპერტების და ეკოლოგების დონეზე იყო შემოთავაზება, რომ ეკოლოგიური არეალი უფრო ფართოა ამ რეგიონის, ვიდრე სამონასტრო კომპლექსის და შეიძლება ამ კონტექსტში ყოფილიყო გააზრებული. მგონია, რომ ეს გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა და თუ ხელისუფლება ამაზე წამსვლელია და კომისიები მუშაობენ ქართულ-აზერბაიჯანულ დონეზე, მათ უნდა დავუსვათ კითხვა-განიხილებოდა თუ არა საერთოდ ეს ვარიანტი. თუ განიხილებოდა და სხვადასხვა მიზეზების და დასაბუთებული არგუმენტების გამო იქნა უარყოფილი. საჭიროა ამაზე ხელისუფლებამ პასუხი გასცეს და მსჯელობა მაინც დაიწყოს. ქართულ და აზერბაიჯანულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხი მიდის თუ არა ამაზე მსჯელობა, თუ მიდის და მიდიოდა, რატომ ეთქვა უარი თავის დროზე, ან ახლა რატომ ეუბნებიან უარს. ანუ, რა პლუსები და მინუსები აქვს, შეიძლება დამაჯერებელი არგუმენტები იყოს, მაგრამ მე ვერ ვხედავ დამაჯერებელ არგუმენტებს“, - აცხადებას პაატა ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით, მას ხელისუფლებასთან შეთავაზება აქვს. შეთავაზება გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებას ითვალისწინებს. ანა დოლიძის განცხადებით, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებისა და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისათვის, ასევე ტერიტორიის საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად ქცევისთვის.




IPN




27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up