„ გიორგი კვირიკაშვილსაც ვეუბნებოდი,რომ გზების მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში -  ეს ჩინოვნიკები რაში იღებენ პრემიებს?“

„ გიორგი კვირიკაშვილსაც ვეუბნებოდი,რომ გზების მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში - ეს ჩინოვნიკები რაში იღებენ პრემიებს?“

access_time2019-06-14 09:00:43


ინფრასტრუქტურის სფერო წლებია ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მიმართულებად რჩება. მიუხედავად მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებებისა, ამ სფეროში ბევრი პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. თავის დროზე, გიორგი კვირიკაშვილის გუნდისთვისაც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ ინფარასტრუქტურული პროექტების ტემპებისა და ხარისხის გაუმჯობესება იყო. ახალმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ კი თანამდებობაზე დანიშვნიდან ძალიან მოკლე პერიოდში დააფიქსირა საკუთარი აზრი, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების „ტრადიცია და წესები ცვლილებებს საჭიროებს“. და მაინც, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ გზების ხარისხის მიხედვით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, ბოლო მონაცემებით,  საქართველო 82-ე ადგილზეა და სამხრეთ აფრიკაში მდებარე ბოტსვანის რესპუბლიკისა და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ჰონდურასის გვერდით აღმოჩნდა.


გუშინ  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა: 


„800 კმ გზა რომ დაგებულიყო 2020 წლამდე, მაგ შემთხვევაში სხვანაირად უნდა დაგეგმილიყო 2017, 2018 და 2019 წლების ბიუჯეტი. როდესაც დაიგეგმა 2019 წლის ბიუჯეტი, იქ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ 2020 წელს ეს პროექტები ვერ დასრულდება. ყველა პროექტის დასრულებას, დაწყებიდან 4 წელი მაინც დასჭირდება. დიახ, თქვა პრემიერმა, რომ 2020 წლამდე მოესწრებაო, მაგრამ ვერ მოესწრო. რა ვქნა ახლა.“


რატომ ვერ სრულდება დროულად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და  ამ კუთხით, ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში უნდა დადგეს თუ არა საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი?


მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიაკავკაზუს როუდ პროჯექტისხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე  აცხადებს, რომ დღეს გზების მშენებლობაში ჩამორჩენა საკმაოდ სერიოზულია. ამიტომ, მისი პროგნოზით, ავტობანის 2020 წლამდე კი არა, 2025 წლამდე დასრულება რომ მოხდეს, კარგი იქნება.  


„ჩვენი დამკვეთია გზების დეპარტამენტი, მაგრამ ჩვენ თუ რამე ვერ შევასრულეთ, გვაჯარიმებენ და ყოველ გადაცილებულ დღეზე სერიოზულ საურავებს გვაკისრებენ. სახელმწიფო ჩინოვნიკი არის ჩვენი დანიშნული და ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ დამკვეთი, რომ არ შეასრულა დანაპირები, ჯარიმდება? არა ხო?  პრემიას მაინც ხომ იღებს? არადა, პრემია დამოკიდებულია კარგად შესრულებულ სამუშაოებზე? ეს ჩინოვნიკები რაში იღებენ პრემიებს? ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს  2016 წელს ვეუბნებოდი, რომ ის, რისი გაკეთების სურვილიც მას ჰქონდა, შესაძლებელია მხოლოდ კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში,“-აცხადებს ტრაპაიძე.



მისი განმარტებით, საერთოდ, ის რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი  დისმენეჯმენტის ბრალია. როგორც ტრაპაიძე განმარტავს, ინფრასტრუქტურის სამინისტროში რადიკალური რეფორმების გარეშე ჩვენ ტემპს რეალურად ვერ გავზრდით. გარდა ამისა, იგი ეჭვობს, რომ ინფრასტრუქტურის დღევანდელმა სამინისტროს შემადგენლობამ თავისი რესურსებით შეძლოს ამის მენეჯმენტის სათანადოდ განხორციელება.


ჩვენ საქართველოში ზოგადად გვაკლია ევროპულიდასავლური ყაიდის მენეჯმენტის მქონე სპეციალისტებიდავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და არ დაგვინგრევია საბჭოთა მენტალიტეტი. დავდევთ 10 თეთრს, 100 ლარს და არ ვასრულებთ პირობითად, 800 მილიონი ლარის  სამუშაოებს. არადა, არ იციან, რომ დრო არის ყველაზე დიდი ღირებულება,“-აცხადებს ტრაპაიძე.


რაც შეეხება თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას, ტრაპაიძე აცხადებს, რომ ის პრემიერ-მინისტრი, ვინც ეს დაგეგმა, აღარ არის თანამდებობაზე.


„ვის მოსთხოვონ პასუხი, რა ქნან? ის გუნდი აღარ არის. ამისთვის არსებობს ერთადერთი პასუხისმგებლობა-პოლიტიკური. სხვა პასუხისმგებლობა ასეთ სისტემებში არ არსებობს,“ აღნიშნავს ტრაპაიძე.


მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ  ქვეყანაში მოტივაციის სხვანაირი თეორია არსებობდეს და ის სახელმწიფო მენეჯმენტში შევიდეს.


 „მსოფლიო განიცდის მენეჯერების ნაკლებობას, მარტო საქართველო კი არა. ჩვენ გვჭირდება დიდი, სერიოზული, უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართველ ხალხს დაატრეინინგებენ. ჩვენთან ყველაფერი ფასზეა აწყობილი, ეს კი ყველაზე დამანგრეველია. ჩინურ  კომპანიას გამოუცხადეს სრული დისკვალიფიკაცია, მაგრამ ამათი სამუშაო ხომ გაჩერდა, ამით ქართულმა სახელმწიფომაც ხომ წააგო, რამდენი უმუშევარი ქართველი დარჩა? ევროკავშირისკენ მივდივართ და აქ არცერთი ევროპული წესიერი კომპანია არ ოპერირებს. მუშაობენ ჩინური, თურქული კომპანიები. ჩინელებს სხვათა შორის ჩინეთში ძალიან კარგი რამეები აქვთ აშენებული. კარგი კომპანიები  იქ რჩება, დაბალი კვალიფიკაციისას აქეთ უშვებენ,“-აცხადებს ტრაპაიძე.


2016 წელს შემუშავებული მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაგებულიყო და უნდა დასრულებულიყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.


ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2020 წლამდე დაგეგემილ საგზაო ინფრასტრუქტურაზე  დაწვრილებით ისაუბრა და აღნიშნა: „მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიარდი დოლარი იქნება. დასრულდება 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა, აშენდება 300 ხიდი (100 რიკოთის გზის ფარგლებში) და 50 საავტომობილო გვირაბი (40 რიკოთის გზის ფარგლებში)“.


2017-2018 წლებში სულ 66.7კილომეტრი ახალი გზა აშენდა, აქედან 45 კილომეტრი ავტობანი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 426.6 კილომეტრ გზას, აშენდა 25 ახალი ხიდი და 3 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი ხიდი და გვირაბი. დაპირების შესასრულებლად, მიმდინარე და მომდევნო წელს  ხელისუფლებამ 733.3 კილომეტრი გზა (მათ შორის 505 კილომეტრი ავტობანი) უნდა ააშენოს, რაც წარმოუდგენელია.

 

სოფო ქსოვრელი 




ავლაბარში სამვარსკვლავიან Holiday Inn Express-ს „ელემენტ ქონსთრაქშენი“ აშენებს

ავლაბარში სამვარსკვლავიან Holiday Inn Express-ს „ელემენტ ქონსთრაქშენი“ აშენებს
access_time2020-01-22 15:30:21
 Holiday Inn Express-ი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში 2022 წელს გაიხსნება. სამშენებლო ფართობი 7 903 კვ.მ-ს...

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“
access_time2020-01-22 14:41:11
„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში...

„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

 „სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება
access_time2020-01-22 13:30:10
სილქნეტი აგრძელებს მიმზიდველი პირობებით ინტერნეტ პაკეტებისა და  მრავალფეროვანი აქციების შეთავაზებას მობილურ ქსელში.  თბილისსა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესება კომპანიამ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ინდუსტრიებთან -  „ერიქსონთან“ და „ჰუავეისთან“ თანამშრომლობით და...

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს
access_time2020-01-22 14:00:15
Georgian Airways-ის საჩივარი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ თებერვალში დამტკიცდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია „კომერსანტთან“ აღნიშნავს,საქმე საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) განიხილება, ხოლო პროცედურას ამერიკული იურიდიული კომპანია 10 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს. დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის...

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს
access_time2020-01-22 12:50:17
გოგი თოფაძე ყაზბეგის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა  განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა, ბიზნესმენმა უარი განაცხადა. ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების...


მსგავსი სიახლეები

up