პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

access_time2019-01-22 19:00:48

მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

 

 რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.საპენსიო რეფორმა გულისხმობს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% უნდა შევიდეს საპენსიო ფონდში, საიდანაც 2%-ს დაფარავს სახელმწიფო, 2%-ს დამსაქმებელი, 2%-ს კი თავად დასაქმებული.

 

 რამ გამოიწვია საქართველოში საპენსიო რეფორმის ამ სისტემით ამოქმედება, რა გავლენას მოახდენს ის ბიზნესზე და მომავალში ბიზნესის განვითარებაზე, ამ და სხვა კითხვებზე „კომერსანტს“  ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გრანთ თორნთონისბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა შურღაია ესაუბრა:

 

 

 -დღესდღეობით საქართველოში საპენსიო სქემის ჩამოყალიბების აუცილებლობა რამ გამოიწვია ?

 

 -აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საუბარი წინა მოწვევის პარლამენტის ფარგლებშიც მიმდინარეობდა. შესაბამისად, მაშინ ძალისხმევა რეფორმასთან დაკავშირებით საკმარისი არ იყო. საკითხი  2015 წლიდან გააქტიურდა. სწორედ ამ პერიოდიდან მიმდინარეობდა კანონმდებლობაზე მსჯელობა. დოკუმენტის სამუშაო ვერსია 2016 წელს იქნა წარმოდგენილი, რომელმაც   გარკვეული ტიპის ცვლილებები განიცადა და მისი საბოლოო ვერსია 2018 წელს იქნა დამტკიცებული, 2019 წლის 1 იანვრიდან  კი  ძალაში შევიდა.

 

 რაც შეეხება მის აუცილებლობას,ამაზე  ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს. შევეცდები თითოეული  ჩამოვაყალიბო. ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში, ამ კუთხით ბევრი ვალდებულებები გვაქვს. მიუხედავდ იმისა, რომ ამ კანონს პირდაპირი  კავშირი არ გააჩნია დირექტივებთან, არის ისეთი საკვანძო თემები, მაგალითად, კაპიტალური ბაზარი, რომელსაც არაპირდაპირი კორელაცია გააჩნია.

 

 თუმცა, ხარისხობრივად, არგუმენტების კუთხით, კაპიტალურ ბაზრებთან მისი დაკავშირება არ არის სამართლიანი. პირველი მიზეზი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არსებული უსამართლო  პენსიაა.ასევე უსამართლოა მისი ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომელიც დღეს საქართველოში 19%-ს შეადგენს. ეს არის პენსიის ოდენობის თანაფარდობა საქართველოში საშუალო ანაზღაურებასთან, რომელიც დაახლოებით, 1000 ლარს შეადგენს, სოციალური პენსია კი ქვეყანაში 180  ლარია. ახალი მოდელით თითოეულმა ჩვენთაგანმა პენსია  დამსახურების მიხედვით, განსხვებულად უნდა აიღოს.

 

 

დასავლეთის ქვეყნებში ჩანაცვლების კოეფიციენტი 40-დან 63%-მდეა.  თქვენ თუ გაქვთ ხელფასი 5000 ლარი, საპენსიო რეფორმამ უნდა უზრუნველყოს, რომ  ჩანაცვლების კოეფიციენტით, რომელიც საშუალოდ  40-50 %-ი  იქნება, პენსია 2500 ლარის ოდენობით მიიღოთ. ამიტომ საპენსიო სისტემის რეფორმირება სასიცოცხლოა.  

 

 


შემდეგი არგუმენტი, რომელიც კანონს გააჩნია და რასაც ჩვენც ვითვალისწინებთ,  დემოგრაფიული პრობლემაა.რამდენიმე წელიწადში შრომისუნარიან მოქალაქეებთან შედარებით  უფრო მეტი პენსიონერი გვეყოლება. ეს კი ფისკალური კუთხით ნეგატიურ გავლენას მოახდენს.ვგულისხმობ იმას, რომ უფრო ნაკლები ვიქნებით დასაქმებულები და უფრო მეტი პენსიონერი გაჩნდება. დღეს  ტვირთი ბაზისური პენსიის გაცემისა, დიდია. პირობითად, 2019 წელს  მას მთლიანი ბიუჯეტის თითქმის 20 % ეჭირა. დემოგრაფიული პრობლემის გათვალისწინებით,  ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და 30-40%-ს მიაღწევს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისთვის მოვლენა ნეგატიურად აისახება.

 

 

 

-რა სახის იქნება საპენსიო სისტემა საქართველოში და რა მოდელებზე დაყრდნობით აირჩა იგი?

 

 

-პირველ რიგში, როდესაც მოდელებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რა მოდელები არსებობს თეორიაში და პრაქტიკაში რა ხორციელდება. მაგალითად, რა იყო წარმატებული მოდელი და შესაბამისად, რომელი იყო წარმუმატებელი. ჩვენთან რა ბაზისური პენსიაც იყო არ ითვალისწინებდა - „რასაც დასთესს იმას მოიმკი“ მოდელს.  მუშაობდა მხოლოდ ერთი სვეტი, ახლა საუბარია მრავალ სვეტიან მოდელზე. კერძოდ, ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული მოდელი,რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებულია. ჩვენს შემთხვევაში ადგილი აქვს რამდენიმე მოდელის გაერთიანებას, რომელსაც სხვა ქვეყნებში ანალოგი არ აქვს. ეს გულისხმობს რამდენიმე მოდელის ერთდროულად ამუშავებას. კერძოდ, მეორე სვეტი, რომელიც ჩვენთან ახლა ამოქმედდა, მოიცავს „განსაზღვრული შენატანების“ მოდელს ე.წ. Defined contribution-ს. ამავე დროს მოიცავს, განსაზღვრული სარგებლის მოდელს ე.წ Defined Benefit-ს. ეს ყველა ტვირთი დამქირავებლებს და დასაქმებულს აწვება. შესაბამისად,ჩვენთან რა მოდელიც ამოქმედა, არის ჰიბრიდული,ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს, რთულია მისი პროგნოზირება.  

 

 

 -ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში ამოქმედებული საპენსიო სქემა ერთგვარი წნეხია ბიზნესისთვის და მოახდენს თუ არა  ის გავლენას მომავალში ბიზნესის განვითარებაზე?

 

 

-ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სარჩელში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილი ამ საკითხს უჭირავს. საუბარია იმაზე, რომ შეიქმნა დამატებითი,სავალდებულო ტიპის გადასახადი,რომელიც ბიზნესმა უნდა გადაიხადოს.

 

 დავა ეხება ორ შტოს. ერთი  არის დისკრიმინაცია, რომელსაც იურიდიული კონტურები აქვს და  ამ თემაში არ შევიდეთ. მეორეა-დამსაქმებელის მიმართ რა ტვირთიც წარმოიშვა.  აქ ლიტერატურის დონეზე, ცნებებს შორის არევაა, გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადი სხვა ტიპის კონცეფციას წარმოადგენს და გადასახდელი სხვას. ჩვენ ყველა ტიპის გადასახდელს, გადასახადს ვეძახით.

 

 ნესბისმიერ ბიზნესს რომ კითხო, სავალდებულო კომპონენტთან დაკავშირებით, არავინ გეტყვის იმას, რომ მისაღებია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ბიზნესისთვის  დღევანდელი დანახარჯი  გრძელვადიან პერიოდში რა ბენეფიტებს მოიტანს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ბიზნესი, რომელიც ყველაფერზე დათანხმდება და ყველაფერი მოეწონება.

 

 ყველაზე მნიშვნელოვანია, უკუგება, ანუ რა შედეგს მივიღებთ საპენსიო რეფორმის ამოქმედებით, შესაბამისად, ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი რთული იქნება.სახელწმიფომ,კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა რეგულირების გავლენის შეფასება (ე.წ. RIA), რომლის ფარგლებშიც, რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით, მოხდა როგორც  სოციალური ზეგავლენის ანალიზი, ისე ხარჯთსარგებლის ანალიზი. ამავე დროს, სახელმწფომ განაცხადა, რომ ერთი წლის შემდეგ კვლავ განხორციელდება რეგულაციების  გავლენა. ის, თუ რა გავლენას იქონიებს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

 რაც შეეხება ბიზნესს და მისთვის წნეხს,ვეთანხმები იმას, რომ ეს კერძო სექტორისთვის დამატებითი ხარჯია, თუმცა, არა ისეთი, რომ  სხვადასხვა ფაქტორებზე დიდი გავლენა იქონიოს. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ  ეს ბიზნესში  სხვადასხვა კალკულაციებს გამოიწვევს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც მომენტში ბიზნესს უწევს თავის თავზე 4 %-ის აღება.  წნეხი არის, თუმცა, იმ მასშტაბის არა, რომ ბიზნესზე და ზოგადად,  ჩვენს რეიტინგზე ბიზნესის კეთების კუთხით, რაიმე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

 

 

-რამდენად აქვს გადასახადის ხასიათი საპენსიო შენატანებს და რა ამონაგების მიღებას გულისხმობს საპენსიო ასაკისთვის?

 

 -გადასახადების კონცეფციაში თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ რომ საპენსიო სისტემაში მონაწილეობის სავალდებულო ფორმა წარმოშობს მიზნობრივი ტიპის გადასახადის სახეობას,ამას განაპირობებს შენატანების წინასწარგანსაზღვრული მიზანი.პრაქტიკაში ხშირად შევხვდებით მსგავსი ტიპის გადასახადს.თუმცა, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით ასეთი შენატარები არ განიხილება გადასახადათ.  შესაბამისად, თუ შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის ხარისხიდან ვიმსჯელებთ ნამდვილად გვაქვს კოლიზია.   


 

 -რას ფიქრობთ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით და ეთანხმებით თუ არა სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც დისკრიმინაციას ეხება?

 

 -წარდგენილი სარჩელთან მიმართებაში  სხვა გზით მიდის მსჯელობა და არამგონია, რომ წარმატება ჰქონდეს. იურიდიულ და დისკრიმინაციულ ნაწილში შესვლა რთულია გამომდინარე იქიდან, რომ  დისკრიმინაციული ნაწილი გულისხმობს იმას, რომ 40 წლამდე ასაკთან დაკავშირებით ეს არის სავალდებულო, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ფენა რჩება რეფორმის გარეშე. რეფორმა ვერ მოიცავს ამას, საჭიროა სადღაც წყალგამყოფი იყოს. არსებული შეფასებებიც მრავალგვარია. მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაცია საუბრობს დისკრიმინაციის ნაწილზე, ხოლო მემარჯვენე პოლიტიკური ორიენტაცია წუხს რეფორმის სავალდებულო ფორმაზე. საბოლოო შეფასება კი დროს უნდა მივანდოთ.

 

(R)




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up