პაატა შურღაია: „წარმატებული აუთსორსინგისთვის საჭიროა კონკრეტული ბაზრის და ბიზნესის იდენტიფიკაცია“

პაატა შურღაია: „წარმატებული აუთსორსინგისთვის საჭიროა კონკრეტული ბაზრის და ბიზნესის იდენტიფიკაცია“

access_time2019-03-15 12:30:36

გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ბიზნესი მუდმივად გამოწვევების წინაშე დგას. გამოწვევების ობიექტური ანალიზი ბიზნესს ხშირ შემთხვევაში უბიძგებს მოახდინოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფუნქციების დელეგირება კონკრეტულ აუთსორსინგულ კომპანიაზე. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი ე.წ BPO, წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესისთვის უნივერსალურ მოდელს, რომელიც აძლევს ბიზნესს შესაძლებლობას იყოს უფრო მოქნილი და ელასტიური.

 

რა არის საჭირო იმისთვის, რომ აუთსორსინგი წარმატებული იყოს და როგორ პასუხობს ახალ გამოწვევებს,აღნიშნულ თემებზე„კომერსანტს“ ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი „გრანთ თორნთონის” ბიზნეს-პროცესების გადაწყვეტილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა შურღაია ესაუბრა:

 

 

-რა გავლენას ახდენს აუთსორსინგი ბიზნეს პროცესების მართვასა და ადმინისტრირებაზე?

 

-რეტროსპექტიულად რომ შევხედოთ, ბიზნეს პროცესების მართვის განსხვავებული მეთოდის. ე.წ აუთსორსინგის ჩამოყალიბება და განვითარება მეტწილად ტექნოლოგიურმა მიღწევებმა და ექსპანსიამ განაპირობა. არსებული კავშირი თავლსაჩინოა ისეთ კომპანიებში, რომლებიც ბიზნეს პროცესების ოპტიმალურად მართვისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებს მიმართავენ.

 

წარმატებული აუთსორსინგისთვის საჭიროა კონკრეტული ბაზრის და ბიზნესის იდენტიფიკაცია. უშუალოდ, ქართულ ბაზარზე ბიზნესის კეთების კულტურიდან გამომდინარე, აუთსორსინგის მნიშვნელობა - აღქმა მეტწილად განსხვავებულია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებზეც აუთსორსინგს დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

 

კერძოდ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იწვევს ბიზნესის წარუმატებლობას ე.წ Fuckup-ს. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოვყოფდი ორ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს. პირველი, დღევანდელი სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონე და მეორე, რესურსების ეფექტიანი გამოყენება. დაზუსტებისთვის,  აუთსორსინგის შემთხვევაში შეხება გვაქვს პროფესიონალ გუნდთან, რომელიც ბიზნესის მართვის ალტერნატიულ და ინოვაციურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ეს გარკვეულწილად  გულისხმობს ბიზნეს პატრნიორობას როგორც რისკების გაზიარების/შემცირების თვალსაზრისით, ასევე არსებული მდგომარეობის ობიექტური შეფასებისა და მომავლის პროგნოზირების კუთხით.

 


რაც შეეხება რესურსების ეფექტურ გამოყენებას, ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ როგორც დროით, ასევე ადამიანურ ფაქტორებზე. კერძოდ, აუთსორსინგის შემთხვევაში ბიზნესს აქვს შესაძლებლობა მთლიანად კონცენტრირდეს ძირითად საქმიანობაზე და ისეთი პროცესები, როგორებიცაა ადმინისტრაციული, ტექნიკური თუ საოპერაციო გაიტანოს აუთსორსინგზე.

 

-საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე როგორ პასუხობს აუთსორსინგი ახალ გამოწვევებს?

 

-ვფიქრობ, რომ აუთსორსინგი არის უნივერსალური აპლიკაცია, რომელიც ბიზნესს მარტივად ადაპტირებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. როგორც იცით, ახალი რეგულაციით ყველა კატეგორიის ბიზნესი ვალდებულია აწარმოოს ფინანსური ანგარიშგება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა აუთსორსინგის ფუნქციური დანიშნულება. კერძოდ, აუთსორსინგის ნაწილში შეგვიძლია ბიზნესს შევთავაზოთ ფინანსური/ბუღალტრული ჩანაწერების შემოწმება და ფინანსური ანგარიშგების წარმოება ე.წ კომპილაცია.

 

ასევე შეგვიძლია განვიხილოთ საპენსიო რეფორმა, რომელმაც წარმოქმნა გარკვეული ბარიერები, რის გამოც ბიზნესს უჭირს უპასუხოს საკანონმდებლო მოთხოვნებს. ამ ჭრილში ბიზნესს გაეზარდა ადმინისტრირების ნაწილი და შეუმცირდა დროითი რესურსი. მსგავსი ცვლილებების დროს სწორედ აუთსორსინგია ოპტიმალური გამოსავალი ბიზნესისთვის,  რაც გულისხმობს ხელფასების ადმინისტრირების ე.წ Payroll - ის სრულად აუთსორსინგზე გატანას.   

 

-როგორ უნდა მოხდეს აუთსორსინგის ე.წ BPO სერვისების განვითარება საქართველოში?

 

-რეალურად, გასული ათი წლის განმავლობაში აუთსორსინგის ტრანსფორმაცია თვალშისაცემია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღეს BPO სერვისების განვითარება ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ტექნოლოგიური განვითარების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, რაც ბიზნესს მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ტექნოლოგიური კუთხით აუცილებელია. საინტერესო ფაქტია ასევე ისიც, რომ სერსვისის გაუმჯობესების პროცესში მომხმარებლის თანამონაწილეობა მნიშნვნელოვანია, სულ მცირე საბაზრო  მოთხოვნა-მიწოდების პრინციპებით რომ ვიხელმძღვანელოთ. სწორედ ამიტომ, გაზიარება საერთაშორისო გამოცდილებისა, როგორიც ამ სერვისში აქვთ „გრანთ თორნთონის“ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ოფისებს,  ვფიქრობ საინტერესო და ყურადსაღები საკითხია, როგორც ჩვენთვის, ასევე ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისით რომ შევაფასოთ, რეპლიკაციის სიმარტივე სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ უნიკალური გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია მცირე დანახარჯებით.

 

გარდა ახალი ტექნოლოგიების გაზიარებისა, რომელიც ჩვენს კომპანიაში დანერგილი პრაქტიკაა, განსხვავებულ სერვისებსაც მივმართავთ. მაგალითისთვის, გამოვყოფ ე.წ “Staff Loan”- მომსახურეობას, რომელიც გულისხმობს ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენი პერსონალის თქვენს კომპანიაში გადმოსვლას და მუშაობას, რაც უმარტივებს ბიზნესს ბაზარზე კვალიფიციური კადრების ძიების პროცესს.

 

-რა ისტორიის მატარებელია აუთსორსინგი „გრანთ თორნთონში“? 

 

-საწყის ეტაპზე, როცა კომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო, ბიზნესის კეთების სხვაგვარი მიდგომა არსებობდა, რასაც დღეს შეგვიძლია „სოციალიზმის მემკვიდრეობა“ ვუწოდოთ. არსებობდა ტრადიციული მიდგომები, როგორც ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ასევე კანონმდებლობის კუთხით. სიმართლე რომ ვთქვათ, კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას თან ერთვოდა ქვეყნის მიერ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ყველა მიმართულებით. ბაზრის მოთხოვნების ზრდის პარარელურად შესაძლებლობა გვეძლეოდა სერვისის იმ ხარისხით მიწოდებისა, რომელიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას შეესაბამება. საწყის ეტაპზე, ბაზრის მოთხოვნა იყო მხოლოდ ტრადიციულ სერვისებზე, რაც თავის მხრივ გულისხობდა აუთსორსინგის მრავალფუნქციურობის ჩარჩოდან გამოსვლას და მხოლოდ ტრადიციული ბუღალტრული მომსახურეობის გაწევას. დროთა განმავლობაში, რაც უფრო იცვლება და მარტივდება ბიზნესის წარმოება საქართველოში, იხვეწება საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობა, აუთსორსინგს მიეცა საშუალება თავისი ყველა ტიპის მომსახურების შეთავაზებისა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომელთათვისაც უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ბიზნესის კეთება საქართველოში.

 

ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, კომპანიის შიდა პოლიტიკამაც განიცადა გარკვეული ტრანსფორმაცია, ასევე ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. საწყის ეტაპზე, თუ დასაქმებულთა უმარავლესობას წარმოადგენდნენ საშუალო ასაკის კვალიფიციური კადრები, დღესდღეობით საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, „გრანთ თორნთონი“ შესაძლებლობას აძლევს მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს გახდნენ პროფესიონალთა გუნდის წევრი და საკუთარი კვალიფიკაციის ზრდის პარარელურად, გაზარდონ თავიანთი კონტრიბუცია აუთსორსინგის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. სწორედ ამ კულტურის დამსახურებაა, რომ ჩვენს თანამშრომლებს ჩამოუყალიბდათ - ე.წ An instinct for growth.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up