პაატა შურღაია-უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფაა

პაატა შურღაია-უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფაა

access_time2019-01-18 13:50:45

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების ვინაობა უკვე ცნობილია.საბჭოს წევრების ახალი შემადგენლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრძანების საფუძველზე,2018 წლის 25 დეკემბერს დამტკიცდა.


კომერსანტს ავტორიზაციის საბჭოს ძირითად მიზნებსა და ფუნქციებზე ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გრანთ თორნთონის” ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა შურღაია ესაუბრა.


-პირველ რიგში რომ განმარტოთ, რა მიზნას ემსახურება ავტორიზაციის საბჭო და რა შედის მის ფუნქცია-მოვალებებში?


მოგეხსენებათ, 2005 წლიდან საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს, რომელიც გულისხმობს ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებას და ჰარმონიზაციას,უმაღლესი განათლებისერთიანი ევროპული სივრცის შექმნის მიზნით.უფრო კონკრეტულად,ეს გულისხმობს ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაძლიერებას და ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
გარდა ამისა, საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს განათლების სფეროსა და ტრენინგის საკითხებში თანამშრომლობას და მიზნად ისახავს ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან მიახლოვებას.


ამ მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ განსაზღვრავს ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმებს. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია ავტორიზაცია. უფრო კონკრეტულად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ე.წ. გარე მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან და მისი მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა.



-როგორც ცნობილია,ამჟამად ავტორიზაციის საბჭო 17 წევრით არის წარმოდგენილი.როგორ განისაზღვრება წევრების შერჩევის წესი და ვინ არიან წარმოდგენილნი ავტორიზაციის საბჭოში?


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იყენებს ექსპერტთა კორპუსს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასწავლო პროგრამების შეფასებისას. შერჩევის წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ბრძანებით. ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალით, საერთაშორისო ექსპერტებით, მათ შორის განსაზღვრულია სტუდენტთა მონაწილეობაც. სამუშაო ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის კონტროლიდან გამომდინარე, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონდე დამსაქმებლები.


-რას ნიშნავს თვენთვის ავტორიზაციის საბჭოს წევრობა და თქვენი აზრით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა რამდენად პასუხობს გამოწვევებს?


მიზნებიდან გამომდინარე ავტორიზაციის საბჭოს გააჩნია დიდი პასუხისმგებლობა, რადგან საკითხი ეხება ისეთ სენსიტიურ თემას როგორიცაა უმაღლესი განათლება. მეორე მხრივ, ეს არის დიდი გამოწვევა, ვინაიდან განათლების სისტემა საქართველოში ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა და შორსაა საბოლოო ფორმისგან.


მოგეხსენებათ, უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა. ტექნოლოგიური ცვლილებების და ციფრული ეკონომიკის პირობებში დასაქმების საკითხი მნიშნელოვან გამოწვევად რჩება.ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლება იყოს ორიენტირებული მომავლის პროფესიებზე და ბიზნესის/ეკონომიკის გაციფრულებასთან ერთად მოხდეს განათლების გარდაქმნა, ფორმირება და დომინირება ქვეყნის ეკონომიკაში. მიმდინარე მონაცემებით, განათლების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში შეადგენს მხოლოდ 6 პროცენტს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან ერთად განთლების კონტრიბუცია ეკონომიკაში ორ ნიშნულიან მაჩვენებლამდე უნდა გაიზარდოს.


-და ბოლოს,რა შედეგს ელით თქვენი წევრობით ავტორიზაციის საბჭოში?


ავტორიზაციის საბჭო განათლების ხარისხის უზურველყოფის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მას ცალკე აღებულს არ შეუძლია რაღაცის გარდაქმნის ან ფუნდამენტური ცვლილების კლასტერი იყოს. თუმცა, არსებულმა კანონებმა და რეგულაციებმა უნდა უზრუნველყოს მონაწილე ექპერტთა კორპუსის გამოცდილებისა და ცოდნის მაქსიმალურად უტილიზაცია მიზნის მისაღწევად. პროცესებში სამართლიანი მონაწილეობა და ინოვაციურ მოდელზე დაფუძნებული კონტრიბუცია,რაც საფუძველი იქნება სისტემის ევოლუციის და უზრუნველყოფს საქართველოში მიწოდებული განათლების მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.



კომერსანტი




რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up