პაატა შურღაია: „საქართველოში საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების შემოსვლამ თავისუფალი ბაზრის პრინციპები არ უნდა დაარღვიოს “

პაატა შურღაია: „საქართველოში საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების შემოსვლამ თავისუფალი ბაზრის პრინციპები არ უნდა დაარღვიოს “

access_time2019-02-20 11:00:09

რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში  დღგ-ს ავტომატური დაგროვების რეჟიმი ამოქმედდა, უახლოს მომავალში კი, საგადასახადო კოდექსის ფარგლებში, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მსგავსი პრეფერენციული რეჟიმი    დაუწესდებათ. რატომ გახდა აუცილებელი ასეთი საგადასახადო ცვლილებების დანერგვა და რა შედეგებს ველოდებით? ამ და სხვა კითხვებზეკომერსანტს“  ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, „გრანთ თორნთონისბიზნეს-პროცესების გადაწყვეტილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა შურღაია პასუხობს: 

 

-უახლოს მომავალში საქართველოში შეიქმნება საერთაშორისო სტატუსის კომპანია, რომელსაც,  მთავრობის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსი პრეფერენციულ რეჟიმს  დაუწესებს.  ამის ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა. როგორ უყურებთ ამ ფაქტს და რა ბენეფიტებს მიიღებს ამით ქვეყანა?

 

- გასული წლის დეკემბერში საქართველოს მთვრობამ პარლამენტში მოახდინა საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება, რომელთა განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ მომხდარა.  ცვლილებების მიზანია, შეიქმნას საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქომე საწარმო, რომელიც უნდა ახორციელებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას.  

 

საერთაშორისო კომპანიებში კანონმდებელი უნდა მოიაზრებდეს ტრანსნაციონალურ კომპანიებს. ცვლილების იდეაა ის, რომ გაიზარდოს როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ისე დასაქმების მაჩვენებელი. თუმცა, უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. საერთაშორისო კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არიან მხოლოდ საქართველოს რეზიდენტები, სრულად თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან, რომელიც არაკონკურენტულ გარემოში აყენებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, დასაქმდებიან თუ არა ისინი საერთაშორისო კომპანიაში.

 

თავისი არსით, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ითვალისწინებს იმას, რომ მოხდეს მოგების გადასახადის შემცირება. კერძოდ, 15%-იანი განაკვეთი დავიდეს 5%-მდე, საერთოდ გაუქმდეს დივიდენდის დაბეგვრა, რომელიც, სხვა უმეტეს შემთხვევაში, 5%-ს უტოლდება. ამავე დროს, კანონმდებელი ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადის  მოხსნას იმიტომ, რომ ამ საერთაშორისო კომპანიამ  ქვეყნის გარეთ სერვისების ექსპორტი უნდა მოახდინოს.

 

თუმცა, თუ ჩავიხედავთ ჩვენს კანონმდებლობაში, ვნახავთ, რომ ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი, რომელიც სერვისების ექსპორტს ახორციელებს, უმეტესად ისედაც გათავისუფლებულია დღგ-სგან. მე ვფიქრობ, რომ ამ საერთაშორისო კომპანიის სტატუსით უნდა  შეიქმნას ე.წ ეკონომიკური ანკლავი, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს არსებულ თავისუფალ  ინდუსტრიულ ზონებთან გათანაბრებას. გამომდინარე იქიდან, რომ  დღეს არსებული თიზ-ები  ორიენტირებულია  მხოლოდ და მხოლოდ საქონლის წარმოებაზე, იმპორტზე, შემდგომ რეექსპორტზე და არა მომსახურებაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ტიპის ანკლავი მთლიანად იქნება დაკავშირებული სერვისების ექსპორტთან.

 

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კონკურენტუნარიანი გარემო დაზიანდება?

 

-პირობითი დაშვება რომ გავაკეთოთ - ისეთ  ტრანსნაციონალურ კომპანიებამდე თუ მივედით, როგორიცაა, მაგალითად, Oracle-ი, Google-ი, Microsoft-ი ან facebook-ი, მათ მივეცით პრეფერენცირება და ამავე დროს, მსგავსი საქმიანობის სფეროები ქვეყანაში ძველ იურისდიქციაში დარჩა, ამან შესაძლოა, დააზიანოს ადგილობრივი ბაზარი.  პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იდენტიფიცირდეს და განისაზღვროს დარგები, მოწესრიგდეს საკანონმდებლო ნორმები და ბოლოს, ურპიანია, რომ მთავრობის პროექტი განხორციელდეს ე.წ. ავტონომიური საგადასახადო იურისდიქციის ფარგლებში. მაგალითად, ირლანდიაში ასეთი  რეფორმები ადრე განხორციელდა, რა თქმა უნდა, პრეფერენციებით, თუმცა,  ამას ადგილობრივი ბაზრისთვის და სტარტაპერების განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია.


 

-რატომ გახდა აუცილებელი მსგავსი შინაარსის ჩანაწერის  კანონში არსებობა?

 

- პროექტის მიზანია, რომ რეგიონში ჩვენი ტერიტორია იყოს კონკრეტული დარგისთვის/სფეროსთვის ჰაბი. შესაბამისად, ისეთ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, როგორიცაა Oracle-ი, Google-ი ან facebook-ი, მიეცეთ შესაძლებლობა, რეგიონში, დაფარვის ზონის კუთხით,  ჩვენი ტერიტორია აირჩიონ.

 

 

-რამდენიმე თვის წინ პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პაკეტის ინიცირება მოხდა, რომელიც დღგ-ს ავტომატური დაგროვების თემას ეხება.  როგორ მუშაობს ეს კანონი?

 

-2018 წლიდან მიმდინარეობდა  ამაზე საუბარი. თუმცა, რეალურად, მიმდინარე თვეში ამოქმედდა. 13 თებერვალს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება იმ მეთოდოლოგიის შესახებ, როგორ უნდა განახორციელონ გადასახადის გადამხდელებმა  დღგ-ს  ავტომატური დაბრუნების რეჟიმით სარგებლობა. ხარვეზი გვქონდა იმ კუთხით, რომ დაანონსებული იყო წინა წელს, ხოლო იმპლემენტაციის გზები შემდეგ გაჟღერდა.

 

-ბატონო პაატა, ეს რეჟიმი უკვე ამოქმედდა. როგორ მუშაობს, შესაძლებელია უკვე  შედეგებზე საუბარი?

 

-თებერვალში შევიდა ძალაში, ამიტომ  შედეგზე საუბარი ცოტა ნაადრევია.

 

-საპენსიო სააგენტო უახლოეს მომავალში  საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას გეგმავს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და დაინტერესებული მხარეეები ჩართვებიან. შედეგად,  საპენსიო სააგენტოსთან თანამშრომლობა უფრო ტრანსფარანტული იქნება. იწონებთ თუ არა მსგავსი ტიპის საბჭოს შექმნას და რა შედეგებს უნდა ველოდოთ ამისგან?

 

- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, რაც გულისხმობს იმას, რომ საპენსიო სააგენტო დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ახლა ცდილობს . საუბარია იმაზე, რომ უწყება მაქსიმალურად ცდილობს, მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. ამის გამო შეიქმნება ინფორმატიული ხასიათის საზოგადოებრივი საბჭო, რომლის მიზანიც იქნება რეფორმის განხორციელებაში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვა. შესაძლოა, საბჭოში ჩართულნი იყვნენ არასამთავობო ორგანიზაციები, მათ შორის დამოუკიდებელი ექსპერტები, აუდიტორები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. ამ საბჭომ  სააგენტოსა და ბენეფიციარებს შორის ხიდის ფუნქცია უნდა შეასრულოს.

 

-ამ დროისთვის საპენსიო სააგენტომ, საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართვის შემდეგ, ფონდში მობილიზებული 50 მლნ ლარის დანაზოგის ნახევარი კომერციულ ბანკებში პროცენტიან მიმდინარე ანგარიშზე გადაიტანა, სადაც 5-6 პროცენტი დაერიცხება სარგებლის სახით, ხოლო დანარჩენი 25 მლნ კი ჯერ ხაზინაში სააგენტოს ანგარიშებზეა განთავსებული. როდის დაიწყება ინვესტირება?

 

- 50 მილიონი ლარი ის თანხა არ არის, რომ საინვესტიციო საბჭომ ის საქმე განახორციელოს, რაც მისი უფლებამოსილებაა. გამომდინარე აქედან, ამას დასჭირდება ყველაზე მცირე 6 თვე,  რათა აკუმულირებული თანხა ისეთი რაოდენობის იყოს, რომ ვაჭრობა შეიძლებოდეს.  500 მილიონ ლარს მაინც უნდა მივუახლოვდეთ. უკვე ამის შემდეგ შეიქმნება საინვესტიციო საბჭო და ინვესტირებაც მოხდება.  

 

 (R)





საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up