პაატა შურღაია: საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა

პაატა შურღაია: საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა

access_time2018-12-13 17:18:07


„ბიზნესი უჭერს მხარს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს. მისი მხრიდან, რეფორმასთან დაკავშირებით პოზიტიური მოსაზრებებია, ერთადერთი რაც ბიზნეს არ მოსწონს, არაინფორმირებულობაა,“ - განაცხადა „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელმა პაატა შურღაიამ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „საათის თემა“.


პაატა შურღაიას თქმით, კანონთან  დაკავშირებით კითხვები ადმინისტრაციულ და მიზნობრივ ჭრილში არსებობს. მისი აზრით, დისკუსიები კანონის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდება.


„დღეს გამოიკვეთა, რომ კანონთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა, არამარტო ტექნიკურ ან ადმინისტრაციულ ჭრილში, არამედ მიზნობრივ და შინაარსობრივ ნაწილში.


დისკუსიაში ჩართულია სახელმწიფო და კერძო საპენსიო სააგენტო, რომელიც აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიიტანოს სათქმელი ბიზნესთან და საზოგადოებასთან, იმ ადმინისტრაციული მექანიზმების შესახებ, რომლებიც ამ რეფორმას თან ახლავს.



საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხები ნაწილობრივ გაეცა. ვფიქრობ,რომ 1-ლი იანვრიდან, როცა კანონი პრაქტიკულად განხორციელდება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ასევე კითხვები არსებობს შემოსავლების სამსახურთანაც, იმის შესახებ თუ,როგორ უნდა განხორციელდეს დაბეგვრის სხვადასხვა მექანიზმები.


ბიზნესი ნებისმიერ რეგულაციას და მის გავლენებს ტესტავს ძალიან დიდი ხნით ადრე. ამ შემთხვევაში კი სიტუაცია ისეთია, რომ ახლა დეკემბერია და შემდეგი თვიდან უკვე იწყება კანონის ამოქმედდება, კომპანიებს კი ეს ყველაფერი არ აქვთ დანერგილი და არ იციან როგორ გააკეთონ მისი ადმინისტრირება. გადასახადების ჭრილში საპენსიო სააგენტო ვერ დაგვეხმარება, ველოდებით შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას.



რეფორმა სამ სვეტიან სისტემას ითვალისწინებს. კერძოდ მიმდინარე ფიქსირებული სოციალური პაკეტი რჩება ; ამ ეტაპზე მუშავდება მეორე სვეტი,რომელიც სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სააგენტოს შექმნას და თანხების აკუმულირებას გულისხმობს, ხოლო მესამე სხვეტი გაურკვეველია როდის ამუშავდება, კერძო საპენსიო ფონდები დაიწყებს მუშაობას და უკვე ამ ჭრილში იქნება ნებაყოფლობითი გაწევრიანება. ჩემი თხოვნა იქნება სახელმწიფო სტრუქტურებთან,რომ იყვნენ მაქსიმალურად ღია და გახსნილი და მიიტანონ სწრაფად ინფორმაცია ბიზნესთან, “ - ამბობს პაატა შურღაია.



კომერსანტი








რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტანაზე შეზღუდვა გადაიფიქრა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტანაზე შეზღუდვა გადაიფიქრა
access_time2019-07-19 15:00:52
რუსი კანონმდებლები საქართველოდან სხვადასხვა სახის საქონლის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავდნენ, თუმცა დღეისათვის ე.წ. ღვინის სანქციების თემა ამოწურულია, - ამის შესახებ РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მრავალი წლის განმავლობაში არაერთი ტიპის სანქცია მოქმედებს, ამიტომ მოსკოვი სიფრთხილით ეკიდება სხვა ქვეყნების მიმართ ასეთი ზომების...

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...


მსგავსი სიახლეები

up