პაატა შეშელიძე - საქართველო ინსტიტუციური თვალსაზრისით იხვეწება და სტაბილურობას იძენს

პაატა შეშელიძე - საქართველო ინსტიტუციური თვალსაზრისით იხვეწება და სტაბილურობას იძენს

access_time2018-09-25 21:53:31

“საქართველო უკვე მესამე წელიწადია ინარჩუნებს ადგილს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ათეულში, სადაც მეშვიდე ადგილზე გავედით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციური თვალსაზრისით ქვეყანა იხვეწება და სტაბილურობას იძენს,“ - განაცხადა „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ.


Fraser institute-ის 2018 წლის ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“, რომელიც 2016 წლის პერიოდს აფასებს, საქართველოს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით 2 პოზიციით გაუმჯობესდა და მე-7 ადგილი დაიკავა 162 ქვეყანას შორის. წინა წელთან შედარებით, ასევე, გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 8,02 ქულა შეადგინა.


პაატა შეშელიძის განცხადებით, „ეკონომიკური თავისუფლება“ მსოფლიოში წარმატებული კვლევაა, რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიო ეცნობა, ასევე „აკვირდება, როგორ იცვლება მათი კონკურენტი ქვეყნების, სხვა ქვეყნების ვითარება, ასევე მეწარმეები უყურებენ სად შეიძლება უფრო გონივრული ინვესტიციის გაკეთება,“ - განაცხადა მან. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური თავისუფლება საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი იქნება.


საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 2 ინდიკატორში „მყარი ვალუტა“ (გაუმჯობესდა 0,23 ქულით და 9,22 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია“ (გაუმჯობესდა 0,45 ქულით და 8,49 ქულა შეადგინა) მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.



„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up