პაატა შეშელიძე: რატომ არ მივდივართ პრივატიზების და დენაციონალიზების გზით?!

პაატა შეშელიძე: რატომ არ მივდივართ პრივატიზების და დენაციონალიზების გზით?!

access_time2021-01-28 15:40:00

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებას იწყებს. რეალურად მიიღებს თუ არა ქვეყანა ეკონომიკურ ეფექტს და რამდენად სწორი გზით მიდის მთავრობის ეკონომიკური გუნდი „ბიზნესპარტნიორთან“ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საუბრობს.



მისი განცხადებით, ბევრად გონივრული იქნება, თუ მოხდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება, რომლებიც მოგებაზე იქნება ორიენტირებული. შეშელიძის აზრით, სხვა შემთხვევაში საკადრო ცვლილება იქნება დროის ფუჭი გახანგრძლივება, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, მათთვის საინტერესო პიროვნებების დასაქმების მიზნით.



„რეალურად არ ვიცი სია, რომელ საწარმოებზე გავრცელდება ეს, შესაბამისად, მიჭირს თქმა, რა მასშტაბზეა საუბარი. არ მესმის რატომ უნდა იყოს საჭირო სახელმწიფო საწარმოების რეორგანიზაცია, როცა არსებობს სხვა გზა, გაიყიდოს და ბაზრის პრინციპების გათვალსწინებით, მოხვდეს ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც მოგების მიღებით იქნებიან დაკავებული.



ერთ-ერთი სახელმწიფო საწარმოა რკინიგზა, რომელიც ტექნიკურად უკვეა სააქციო საზოგადოება, თუმცა, ყველა აქცია სახელმწიფოს ეკუთვნის. შესაბამისად, კითხვა მაქვს ასეთი, რა აზრი აქვს სს-ებად გადაკეთებას თუ ეს არ გაიყიდება და არ დადგინდება ობიექტის რეალური ფასი? ნებისმიერი საწარმოს რეალური ფასი დგინდება მაშინ, როდესაც ვიღაც ყიდის ან ვიღაც ყიდულობს. სხვა შემთხვევაში ილუზიებია. ვერ ვხვდები ეს ნაბიჯი რატომ არ უნდა გადაიდგას,“ - აცხადებს პაატა შეშელიძე.




არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი მთავრობას კითხვით მიმართავს - რატომ არ შეიძლება პრივატიზების და დენაციონალიზების გზით წასვლა და რატომ უნდა წავიდეთ ბიუროკრატიული გადახალისების და ადამიანების საკადრო ჩანაცვლების გზით იმ კომპანიებში, რომლებიც არ მუშაობენ საბაზრო პრინციპებით?



სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.



პირველი სახელმწიფო საწარმო, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარება, პრემიერის თქმით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა და მთავრობა იმსჯელებს როგორ უნდა დაკომპლექტდეს სამეთვალყურეო საბჭო.



business-partner.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up