პაატა სალია - ნიკა გვარამიას არხს კონკურენტად ვერ აღვიქვამთ

პაატა სალია - ნიკა გვარამიას არხს კონკურენტად ვერ აღვიქვამთ

access_time2019-08-29 12:05:16

“მთავარ არხს“ კონკურენტად ვერ აღვიქვამთ. გვარამია ცდილობს, თანამშრომლები მოატყუოს და „რუსთავი 2“ დაანგრიოს, რაც არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განუცხადა.


როგორც სალია განმარტავს, „რუსთავი 2“ განახლებული სამაუწყებლო ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.


„ვერ ვიტყოდი, რომ გვარამიას არხთან მიმართებაში ჩვენ რაიმე კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით. ის არც შეიძლება იყოს ჩვენი კონკურენტი. ჩვენ ჩვენს ამოცანებზე ვმუშაობთ, რაც საეთერო ბადის დალაგება, ახალი სეზონისთვის საინფორმაციო გამოშვებების დაწყებაა. უახლოეს დღეებში სრულად აღდგება მაუწყებლობა, რომელიც განახლებული, უკეთესი, უფრო საინტერესო იქნება და მაყურებელს ბევრ სიახლეს ვპირდებით. ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მუშაობა არ წყდება, დღე და ღამე ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაყურებელს ძალიან მალე დაუბრუნდეს „კურიერი“, სხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თოქ-შოუები და ასევე ბადე შევავსოთ იმ გასართობი გადაცემებით, რომელიც ასე უყვარს ჩვენს მაყურებელს.


ჩვენ კონკურენტად ვერ აღვიქვამთ „მთავარ არხს“, რომელიც ჯერ არც ვიცით, როდის დაიწყებს მაუწყებლობას. გვარამიას მხრიდან არის მცდელობა, „რუსთავი 2“ დაანგრიოს. ტყუილი დაპირებებია თანამშრომლების მიმართ, რომ გადაიბიროს, თავის არხზე გადაიყვანოს, სადაც მათი მიღების საშუალება არ აქვს, არც ფინანსებზე აქვს წარმოდგენა, რითი შეიძლება გადაუხადოს ამ ადამიანებს ხელფასები. უბრალოდ, ცდილობს, ისინი მოატყუოს და „რუსთავი 2“ დაანგრიოს, რაც მას არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა. დანარჩენს, მაყურებელი შემოდგომაზე შეაფასებს, როცა აქტიური სატელევიზიო სეზონი დაიწყება. ძალიან მალე დავბრუნდებით ეთერში“, - აცხადებს სალია.



რაც შეეხება არხზე არსებულ ფინანსურ პრობლემებს, როგორც სალია განმარტავს, აღნიშნული დიდწილად მოგვარებულია.


„რა თქმა უნდა, სამოქმედო გეგმა და ამოცანები გვაქვს, შესაბამისად, ამ მხრივ, დიდწილად პრობლემა გადაჭრილია. დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე ვმუშაობთ, თუმცა, ხელფასებს იღებენ ადამიანები. რა თქმა უნდა, რთულია, ამ სიტუაციაში ყველა დააკმაყოფილო, გარკვეული შეფერხებები არის, თუმცა, უახლოეს მომავალში ყველა სახელფასო დავალიანება დაიფარება. დანარჩენ საკითხებზეც ვმუშაობთ, რომელიც ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი დავალიანებაა, ასევე ძალიან დიდი კრედიტორული დავალიანება აქვს არხს პარტნიორებთან - საუბარია, ასიათასობით, მილიონობით დავალიანებაზე. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, რომ რესტრუქტურიზაცია მოვახდინოთ. უფრო მეტ კონკრეტიკას ვერ მოვახდენ, ვინაიდან ბევრი ცდილობს გახდეს ჩვენი კონკურენტი და არც არის სწორი ჩვენი ფინანსური ინფორმაციის გაცემა“, - აცხადებს სალია.


რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, სალიას განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებს ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გააჟღერებს.


„კადრებთან დაკავშირებით დეტალებს არ გაგიმხელთ, ვინაიდან კარგად იცით, თუ რა ხდებოდა, როცა საინფორმაციოს უფროსის თანამდებობაზე კანდიდატად ნინო შუბლაძე წარვადგინეთ. ამას არნახული ბულინგი, შანტაჟი და დაშინება მოჰყვა. იმ ფონზე, როცა ასეთი ადამიანები თავს კარგად და დაუსჯელად გრძნობენ, როცა სხვას აშანტაჟებენ, ვთლი, რომ წინასწარ გეგმების გაცხადება არასწორი იქნება. ყველაფერს მაშინ შეიტყობთ, როცა ხელშეკრულებები გაფორმდება. ამ ადამიანებს ბულინგისგან და შანტაჟისგან დავიცავთ“, - აცხადებს სალია.


IPN






რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up