პაატა სალია - „კურიერის“ საარქივო მასალა  ნიკა გვარამიამ მინიმალურ ფასად მიჰყიდა „ინტერმედიას“, რომლის ერთ-ერთი მეწილე კეზერაშვილის ტელევიზიის დირექტორად მოიაზრება

პაატა სალია - „კურიერის“ საარქივო მასალა ნიკა გვარამიამ მინიმალურ ფასად მიჰყიდა „ინტერმედიას“, რომლის ერთ-ერთი მეწილე კეზერაშვილის ტელევიზიის დირექტორად მოიაზრება

access_time2019-08-12 15:41:45

„კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა, სხვა კომპანიას გადაეცა, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.


პაატა სალიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე მიიღო. პაატა სალიას თქმით, კომპანიის საინფორმაციო სამსახურის საარქივო მასალა „ინტერმედიას“ მინიმალურ თანხად გადაეცა, ხოლო თავად „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე ახალი ტელევიზიის დირექტორად მოიაზრება, რომლის გახსნასაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზარაშვილი აანონსებს.


პაატა სალიას განცხადებით, საარქივო მასალა 1994 წლიდან-2019 წლამდე არსებულ კადრებს მოიცავდა. „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ ქმედებაში ნიკა გვარამიას ინტერესები იკვეთება.



„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, მინიმალურ ფასად მოხდა უნიკალური საარქივო მასალის გაქვითვა. მასალის, რომელიც არის და იყო „კურიერის“ საკუთრება. დღეს ამ მასალაზე უფლება აქვს სხვა კომპანიას, საუბარია „ინტერმედიაზე“, რომლის მეწილეც მოიაზრება ახალი ტელევიზიის გენერალურ დირექტორად. საინტერესოა, რატომ დადო ამგვარი ხელშეკრულება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, როდესაც ფაქტობრივად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს. სავარაუდოდ, მისი {ნიკა გვარამია} ინტერესები იკვეთება“, - განაცხადა პაატა სალიამ.


შეგახსენებთ, რომ, არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ დაანონსებული ახალი ტელევიზიის დირექტორად, ფორმულა კრეატივის დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე მოიაზრება.








რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up