პაატა მანჯგალაძე - უნდა ვკონცენტრირდეთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაც შეიძლება დაბალი შედეგი დადოს, ეს გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან და არა მამაცობანას თამაში

პაატა მანჯგალაძე - უნდა ვკონცენტრირდეთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაც შეიძლება დაბალი შედეგი დადოს, ეს გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან და არა მამაცობანას თამაში

access_time2021-05-16 13:31:59

ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაც შეიძლება დაბალი შედეგი დადოს, ეს გამოიყვანს კრიზისიდან ქვეყანას და არა ირაციონალური წარმოდგენებით მამაცობანას თამაში,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა კონცენტრირდეს იმაზე, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს.

"ჩვენ გვქონდა ორი არჩევანი, ან რეალურად დაგვენახა პროცესი, გაგვეთვალისწინებინა ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ჩვენი საერთაშორისო გავლენიანი მეგობრების და პარტნიორების მოწოდება ან სახიფათო ზღვარზე გაჯიუტებული პოზიციებით ფეთქებად საშიშ მდგომარეობამდე მიგვეყვანა ჩვენი ქვეყანა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ან უნდა გვეხელმძღვანელა საქართველოს ინტერესების, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, ამერიკის სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტის რჩევით ან არარეალური წარმოდგენებით, ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესებით გვევლო ჭიჭინაძის მსგავსი იმ სხვა ოპოზიციური ლიდერების მოწოდებების გზით, რომლებიც სინამდვილეში ჩვენ იმის გაკეთებას გვაბრალებენ, რაც მათ არა ერთხელ გაუკეთებიათ და შანსი რომ ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ გაიმეორებდნენ.

ყველაფერი მარტივია, ან იღებ პასუხისმგებლობასა და რისკებს საკუთარ თავზე, რომ შეცვალო რეალობა, ან უპასუხისმგებლოდ ისვრი ტალახს ყველა მიმართულებით იმ ვარაუდით, რომ მღვრიე წყალში იქნებ რამე მეტი სარგებელი ნახო.


მივიღოთ რეალობა და ამ რეალობაში ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ მოახლოებული არჩევნებისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს გაყალბება და რაც შეიძლება დაბალი შედეგი დადოს.

ეს გამოიყვანს კრიზისიდან ქვეყანას და არა ირაციონალური წარმოდგენებით მამაცობანას თამაში, რომელსაც წლებია ყველა ერთად ვხედავთ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up