პაატა კვიჟინაძე – „დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს“

პაატა კვიჟინაძე – „დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს“

access_time2020-09-21 12:54:12

,, მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, უამრავი საქმეა გაკეთებული, არნახული საქმე. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა გზებთან დაკაშირებით. გზები კეთდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ის გზა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ,,ძირულა, ხარაგაული, , ჩუმათელეთის", გზას და რომლის ღირებულებაც ასობით მილიონია, ძირფესვიანად შეცვლის ხარაგაულის ცხოვრებას - ეს იქნება სწრაფი გადაადგილება, სწრაფი კომუნიკაცია, მოიტანს სხვა ცხოვრებას, სხვა აქტიურობას. განაცხადა  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



რაც შეეხება ადგილობრივ გზებს - გეტყვით, რომ უმეტეს სოფლებში გზები გაკეთებულია, ხოლო სადაც დარჩენილია, იქ ან დაპროექტება მიმდინარეობს ან მშენებლობა. გაკეთებულია უამრავი სკოლა, ბაღი, ამბულატორიები, იუსტიციის სახლები და ა.შ, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია. მოსახლეობა შეხვედრების დროს განსაკუთრებით მოითხოვს საუბნო გზებს, წყალს, გაზს - ეს მოთხოვნები ყოველ დღე ძლიერდება და ეს სწორია იმიტო, რომ მოსახლეობა ხედავს, მთავრობა აკეთებს საქმეს, ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, შესაბამისად მოთხოვნაც გასაგებია.



დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებას“ აქვს საშუალება , ეს საკითხები ბოლომდე მიიყვანოს იმიტომ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების" დროს დაიწყო ეს საქმეები. გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება.




ხარაგაულს აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარების - ეს არის პირველ რიგში საუკეთესო ბუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმი . ეს არის სატრანზიტო დერეფანი. საქართველოში ყველა კომუნიაკაცია, აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ხარაგაულზე გადის. სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა თავად მოსახლეობა, შრომისმოყვარე და უდიდესი გამოცდილებით.



დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს. ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“ – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up