ვაქცინა საკმარისია ყველასთვის - არავინ ინერვიულოს, მეორე დოზა ყოველთვის ინახება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, ხარვეზები იყო რეგისტრაციის სისტემაში, თუმცა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 4 მაისს ქვეყანაში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.
imedinews.ge