როგორც ეკლესიის ეზოებში იყო მონიშნული, ადამიანი სად უნდა მდგარიყო, ასე იქნება მონიშნული რესტორნებში, მაგიდა სად უნდა დაიდგას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ონლაინ ბრიფინგზე.
ამ დისტანციების გაკონტროლება პაატა იმნაძის თქმით, თითოეულ მოქალაქეს შეეძლება.
„თუ ვნახავთ, რომ ზედმეტი მაგიდაა ჩადგმული, ნუღარ შევალთ ასეთ რესტორანში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
8 ივნისიდან საქართველოში მუშაობის განახლებას შეძლებენ ყველა ტიპის რესტორნები, მათგან ნაწილს, რომელსაც ღია სივრცე აქვს, ამოქმედება 1 ივნისიდანვე შეუძლიათ.
რადიო თავისუფლება